რატომაა მნიშვნელოვანი გარეთ თამაში ბავშვებისთვის?

დღევანდელ დროში ბავშვები უფრო მეტ დროს ატარებენ ეკრანებთან, დახურულ სივრცეებში და ნაკლებ დროს თამაშობენ გარეთ, თუმცა გარე თამაში აუცილებელია ბავშვების ჯანსაღი განვითარებისთვის. ბუნებაში დროის გატარება და ფიზიკური აქტივობებით დატვირთვა პატარებისთვის უამრავი სარგებლის მომტანია.

გარე თამაშის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. სახლს გარეთ თამაში ბავშვებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ ფიზიკურ აქტივობებში – ირბინონ, იხტუნაონ და იცოცონ, რაც ხელს უწყობს ძლოვანი და კუნთოვანი სისტემის გაძლიერებას, აუმჯობესებს წონასწორობისა და კოორდინაციის უნარს. გარდა ამისა, მზის სხივების ზემოქმედება ხელს უწყობს D ვიტამინის წარმოების გაზრდას, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე.

თამაში ასევე დადებითად მოქმედებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ბუნებაში დროის გატარებას შეუძლია შეამციროს სტრესი და შფოთვა და, რაც მთავარია, გააუმჯობესოს განწყობა. მეგობრებთან ერთად გარეთ თამაში ეხმარება ბავშვებს განივითარონ ისეთი სოციალური უნარები, როგორებიცაა კომუნიკაცია, თანამშრომლობა და პრობლემების გადაჭრა.

ამასთანავე, თამაში ბავშვებში დამოუკიდებლობისა და თავდაჯერებულობის განცდის გაღვივებას უწყობს ხელს. თამაშისას ბევრი რამის სწავლა და თავგადასავლების მოწყობაა შესაძლებელი იმ გარემოში, სადაც იმყოფებიან – ეს კი ხელს უწყობს ნდობისა და თვითშეფასების ჩამოყალიბებასაც.

ასე რომ, თამაში და მითუმეტეს – გარე სივრცეში დიდ გავლენას ახდენს ბავშვთა ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ განვითარებაზე, აუმჯობესებს ზოგად ჯანმრთელობას, სოციალურ უნარ-ჩვევებს, შემოქმედებითობას და ა.შ.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
495 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
545 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
95 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
179 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
275 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
525 
თეთრეულის კომპლექტები
გაყიდვაშია
165 
თეთრეულის კომპლექტები
გაყიდვაშია
165 
თეთრეულის კომპლექტები
გაყიდვაშია
435 
თეთრეულის კომპლექტები
გაყიდვაშია
435 
თეთრეულის კომპლექტები
გაყიდვაშია
435 
თეთრეულის კომპლექტები
გაყიდვაშია
435 
თეთრეულის კომპლექტები
გაყიდვაშია
435 
დამცავი ბამპერები
გაყიდვაშია
235 
დამცავი ბამპერები
გაყიდვაშია
235 

მეტი სასარგებლო სტატიები

სწორად შერჩეულ მანქანის სავარძლის შეძენამდე გარკვეული ფაქტორები და რჩევები უნდა გაითვალისწინოთ, რომლებსაც ამ ბლოგში აღმოაჩენთ.
ამ ბლოგში იმ რამდენიმე მიზეზს გაგიზიარებთ, რომელთა გამო ვარჯიში მნიშვნელოვან და საჭირო ასპექტად ითვლება ორსულობის დროს.
სანამ ბავშვი ჩანგლის და კოვზის ოსტატურად დაჭერას ისწავლის, მანამდე სახლის კუთხეები შეიძლება ნაირნაირად მოთხუპნილიც იყოს. ამ მხრივ სრული კომფორტის ქონაზე თუ ერთხელ მაინც გიფიქრიათ, მაშინ, სწორ ბლოგს კითხულობთ.