რჩევები ახალშობილის ბანაობის შესახებ

ახალშობილს ოჯახში დიდი ჟრიამული და ბედნიერება მოაქვს, რომელსაც რიგი პასუხისმგებლობებიც მოჰყვება. ბავშვის მოვლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი მისი დაბანაა, რომელიც შეიძლება იყოს როგორც სასიამოვნო პროცესი, ასევე – საფრთხილო.

ბანაობა არა მხოლოდ უზრუნველყოფს ჰიგიენის დაცვას, არამედ ხელს უწყობს განტვირთვასა და მჭიდრო კავშირის დამყარებას როგორც ჩვილისთვის, ისე – ახალბედა მშობლებისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეს სიფრთხილით და შესაბამისი ცოდნით მივუდგეთ. ამ ბლოგში კი სწორედ ისეთ რჩევებს იპოვით, რომლებიც დაგეხმარებათ შვილის ბანაობის დრო აქციოთ უსაფრთხო, სასიამოვნო და სასარგებლო ორივე მხარისთვის.

დრო და სიხშირე

ახალშობილთა ბანაობის სიხშირე ინდივიდუალური პრეფერენციების მიხედვით განსხვავდება. თუმცა ზოგადი რეკომენდაციის თანახმად, ჩვილების დაბანა დასაშვებია კვირაში 2-3-ჯერ სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში. ყოველდღიური აბაზანა არ არის საჭირო, რადგან შეიძლება ბავშვის ნაზი კანი გამოშრეს.

ნივთების წინასწარ შეგროვება

სანამ ბავშვის დაბანას დაიწყებდეთ, შეაგროვეთ ყველა საჭირო პროდუქტი ერთ სივრცეში: ბავშვის ფუმფულა პირსახოცი, სუფთა ტანსაცმელი, კრემი, სავარცხელი და სხვ. აბაზანის აქსესუარების წინასწარ გამზადება იმ მხრივაა აუცილებელი, რომ დრო არ დაკარგოთ რაღაცების ძებნაში და ბავშვი არ გაცივდეს.

წყლის ტემპერატურა

წყლის სწორი ტემპერატურის შენარჩუნება მნიშვნელოვანი დეტალია ბავშვის კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის. შეეცადეთ, რომ წყალი იყოს დაახლოებით 37°-37,8° C ფარგლებში, რის გასაკონტროლებლადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ აბაზანის სპეციალური თერმომეტრი.

ბანაობის პროცესი

ბანაობის დროს ყველაზე მეტი ყურადღება ახალშობილის კისერს დაუთმეთ და მყარად დაიჭირეთ, რადგან ის სხეულის ჯერაც სუსტი ნაწილია. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ სიცოცხლის პირველ თვეებში არ არის რეკომენდებული სათამაშოების წყალში ჩაყრა; ბავშვს უნდა ჰქონდეს საკმარისი სივრცე და ხელი არაფერმა შეუშალოს.

გამშრალების ეტაპი

აბაზანის მიღების შემდეგ, წყლიდან ფრთხილად ამოიყვანეთ ჩვილი და შემოახვიეთ რბილი პირსახოცი და ნაზად შეამშრალეთ კანი. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ ადგილებს, სადაც ნაკეცებია, რათა თავიდან აიცილოთ ბავშვის კანის გაღიზიანება. როცა დარწმუნდებით, რომ პატარა სრულად მშრალია, ჩააცვით სუფთა ტანსაცმელი და ჩაეხუტეთ, რათა დაარეგულიროთ მისი სხეულის ტემპერატურა.  

თითოეული ბავშვი უნიკალურია და ის, რაც ერთს ერგება, შეიძლება მეორისთვის არ გამოდგეს. ბანაობისას ყურადღება მიაქციეთ თქვენი შვილის მინიშნებებს, მიმიკებსა და საჭიროებებს.

დაკავშირებული პროდუქტები

აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
179 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
995 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
995 
აბაზანის პირსახოცები
გაყიდვაშია
95 
აბაზანის პირსახოცები
გაყიდვაშია
95 
აბაზანის პირსახოცები
გაყიდვაშია
95 
აბაზანის პირსახოცები
გაყიდვაშია
85 
აბაზანის პირსახოცები
გაყიდვაშია
85 

მეტი სასარგებლო სტატიები

მანამ, სანამ შვილისთვის იდეალურ ჩანთას აარჩევთ, ეს ბლოგი დაგეხმარებათ, გაერკვიოთ, რომელი მოდელია ყველაზე შესაფერისი თქვენი და ბავშვის საჭიროებებისთვის.
თითოეულ ბავშვს შესაძლებლობების დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც საჭირო დროსა და ადგილას სხვადასხვა გზით ვლინდება. 
კვებასთან დაკავშირებული სირთულეების მოგვარება თუ გადაწყვიტეთ, იდეალურად შერჩეული საბავშვო საკვები სკამი დაგჭირდებათ, რომელზეც საინტერესო რჩევებს ამ ბლოგში აღმოაჩენთ.