Britax Römer Swivel Jade Green - ავტომანქანის საბავშვო სავარძელი
Please sign in so that we can notify you about a reply
მახასიათებლები
- i-Size / Isofix
- 360 მბრუნავი მექანიზმი
აღწერა
ისიამოვნეთ კომფორტით, გაზარდეთ დაცულად
SWIVEL თქვენი შვილის საუკეთესო მეგზური და მშვიდობიანი მგზავრობების გარანტია იქნება ბავშვის დაბადებიდან 7 წლამდე (125 სმ-ამდე). 360°-ით მბრუნავი ავტოსავარძელი თითოეულ მოკლე თუ ხანგრძლივ მოგზაურობას ჰარმონიით სავსეს გახდის, რადგან მისი ასეთი მექანიზმი გაგიადვილებთ პატარას ჩასმას და ამოყვანას. ახალშობილისთვის რბილჩანართიანი სავარძელი სიმყუდროვის ადგილად იქცევა, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად SWIVEL გაიზრდება თქვენს შვილთან – სამშობიაროდან მოყოლებული სკოლის ასაკამდე ბავშვის გვერდით იქნება. როდესაც პატარა 15 თვეს (76 სმ) მიაღწევს, თავად შეგიძლიათ აირჩიოთ, როგორი მიმართულებით იმგზავროს. გარდა ამისა, ავტოსავარძელი SWIVEL გარდაიქმნება ბუსტერად უფრო უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის.
გამძლე და მარტივად გამოსაყენებელი
დააკვირდით შვილის ჯანსაღ და უსაფრთხო განვითარებას SWIVEL მანქანის სავარძელთან ერთად. დაბადებიდან 7 წლის ასაკამდე SWIVEL დაიცავს თქვენს პატარას, ხოლო მისი 360°-ით მბრუნავი მექანიზმი თქვენს ცხოვრებას კიდევ უფრო მარტივს გახდის და ამაში პირველივე წამებიდან დარწმუნდებით. მაშინაც კი, თუ ხელში გიჭირავთ ბავშვის სათამაშოები ან სასუსნავები, სავარძლის დახრის კუთხისა და განლაგების დასარეგულირებლად საკმარისია მხოლოდ ერთი თავისუფალი ხელი. ISOFIX-ის სამაგრების წყალობით, სავარძელი მარტივად და უსაფრთხოდ მონტაჟდება და გიზოგავთ დროს მეტი დასვენებისა და სასიამოვნო მგზავრობებისთვის.
უსაფრთხო მგზავრობა დაძაბულობის გარეშე
SWIVEL არა მხოლოდ უსაფრთხო თავგადასავლების შემქმნელია, არამედ საუკეთესო დამხმარეც მშობლობის გზაზე. სავარძლის 5-წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი საშუალებას გაძლევთ, რომ ბავშვი ახლა უკვე 4 წლამდე (105 სმ-ამდე) ამგზავროთ გზის მიმართულების საპირისპიროდ. მანქანის ავტოსავარძელი სერტიფიცირებულია გაეროს R129 სტანდარტის შესაბამისად და უზრუნველყოფს მუდმივ დაცულობას მგზავრობისას. მისი ღრმა გვერდები ნებისმიერ სიტუაციაში იცავს ბავშვს გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან, ხოლო გამძლე საყრდენი კრიტიკულ ვითარებაშიც ინარჩუნებს სტაბილურობას.
საბავშვო ავტოსავარძელი, რომელიც წლები მოგემსახურებათ
ბავშვის სიცოცხლის პირველივე წამებიდან მისთვის იდეალური გარემოს შესაქმნელად SWIVEL ქარსითი დახრის სხვადასხვა კუთხით უკომპრომისო არჩევანია მშობლებისთვის. გამძლეობით გამორჩეული ავტოსავარძლის კომპლექტში შედის რბილი ჩანართი, რომელიც კიდევ უფრო კომფორტულს ხდის დახრილობის რეგულირებას, რაც ჩვილისთვის (75 სმ-ამდე) სიმყუდროვის ბუდედ იქცევა. გარდა ამისა, რეგულირებადი თავსადებიც დიდ როლს თამაშობს ამ საქმეში. ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად შესაძლებელია 5-წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედით აღჭურვილი სავარძლის (105 სმ-ამდე) ტრანსფორმირება ბუსტერად, რომელიც 7 წლამდე მოგემსახურებათ.
ღვედის შეკვრის მოხერხებულობა
SWIVEL-ის ავტოსავარძელი მრავალფეროვნებას გთავაზობთ – თავად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, რომელი მიმართულებით უნდა იმგზავროს პატარამ, როგორ პოზიციასა და დახრილობის კუთხით. 360°-ის ფუნქცია კი საშუალებას გაძლევთ, რომ ნებისმიერ დროს მარტივად, სწრაფად და მოხერხებულად ჩასვათ/ამოიყვანოთ შვილი და გააგრძელოთ მგზავრობა.
ISOFIX -ის ინდივიდუალურად რეგულირებადი ღვედები
ავტომობილში საბავშვო სავარძლის და ISOFIX-ის დამონტაჟება წამების საქმეა და ორივე თავის მოვალეობას ასრულებს როგორც ერთობლივად, ისე – ცალ-ცალკე. არცერთი მათგანი არ აზიანებს უშუალოდ მანქანის სავარძელს და არ ტოვებს კვალს. როგორც კი ყველაფერს დაამაგრებთ, თავისუფლად და მშვიდად შეგიძლიათ იყოთ ყოველი მგზავრობის დროს.
ხანგრძლივი გამოყენების უპირატესობა გზის მიმართყულების საწინააღმდეგოდ
ექსპერტების რეკომენდაციების თანახმად, SWIVEL ავტოსავარძელში ბავშვის მოთავსება გზის მიმართულების საწინააღმდეგოდ გაცილებით დიდ ხანს შეიძლება (105 სმ-ამდე). ავტოსაგზაო შემთხვევებს შორის ყველაზე ხშირი სახე შეჯახებებს აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შეარჩიოთ საუკეთესო ქარსითი, რომელიც გზის საპირისპიროდ მჯდომარე პატარას მაქსიმალურად დაიცავს მოულოდნელი დარტყმის ენერგიის ზემოქმედებისგან.
საზურგის მრავალფეროვანი დახრილობა
ხანგრძლივ მოგზაურობებში ბავშვის კომფორტი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რის გამოც SWIVEL ავტოსავარძელი ისეა შექმნილი, რომ ამ საკითხსაც მარტივად მოაგვარებთ. ქარსითის აქვს დახრის კუთხის 3-3 პოზიცია გზის ორივე მიმართულებით, ამიტომ სასურველი მდგომარეობის შერჩევას დიდი დრო არ სჭირდება. ბავშვის კი ყოველთვის კომფორტული გარემო ექნება, რომლისგანაც მაქსიმალურ სიამოვნებას მიიღებს.
მაღალი და ღრმა გვერდები მეტი დაცულობისთვის
SWIVEL ავტოსავარძლის ელასტიკური, მაღალი და ღრმა გვერდები ბავშვს დაიცავს დარტყმის ენერგიის ზემოქმედებისგან.
კომფორტული თავსადები
მარტივად უზრუნველყავით პატარას დაცვა საუკეთესო ავტოსავარძლით. V ფორმის კომფორტული თავსადები შექმნილია იმისათვის, რომ შეიზღუდოს ბავშვის თავის არასასურველი მოძრაობა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, რაც, თავის მხრივ, დაიცავს მის კისერსაც. მიუხედავად ამისა, ჩვილს საკმარისად აქვს თავისუფალი სივრცეც. ქარსითის თავსადები და უსაფრთხოების ღვედი სინქრონულად, მარტივად და სწრაფად რეგულირდება, ამიტომ ასაკის მატებასთან ერთად კომფორტი მუდმივად იქნება შენარჩუნებული.
მხრების რბილი ჩანართები
SWIVEL ქარსითის მხრების რბილი ბალიშების დახმარებით შეჯახების შემთხვევაში ბავშვის მოძრაობის არეალი მცირდება. სავარძლის 5-წერტილოვან უსაფრთხოების ღვედზე დატანებული სპეციალური ბალიშები ბავშვს სთავაზობს მეტ კომფორტს დაცულობასთან ერთად. ჩანართების გაჭუჭყიანება გარდაუვალია, მაგრამ მათი გარეცხვა მარტივად შესაძლებელია, ისე, რომ მხოლოდ ბალიშები მოხსნათ და ღვედი ხელუხლებლად დატოვოთ.
სპეციალური დაცვა ახალშობილთათვის
შვილის მხარდაჭერა ახლა გაცილებით მარტივია, როცა არსებობს SWIVEL ავტოსავარძელი, რომელიც აღჭურვილია სპეციალურად ახალშობილისთვის შექმნილი ჩანართით. მისი გამოყენება ხანგრძლივად შეგიძლიათ, ვინაიდან აქვს გამოსაწევი საყელო და ქმნის დახრილობის ჰორიზონტალურ პოზიციას (75 სმ-ამდე). ქაფისგან დამზადებული ენერგიის შთამნთქმელი ბალიში ბავშვს სთავაზობს ერგონომიული მდგომარეობის შენარჩუნებასა და მყუდრო ადგილს ძილისთვის სიცოცხლის პირველივე წუთებიდან.
5-წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედის გაზრდილი დაცვა
შეარჩიეთ საუკეთესო საბავშვო ავტოსავარძელი, რომელსაც აქვს 5-წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი, რათა მაქსიმალურად დაიცვათ შვილი ტრავმების მიღებისგან. დარტყმის შემთხვევაში, ღვედი ენერგიისგან მიღებულ ზემოქმედებას ანაწილებს ხუთ ნაწილად – 2-ს მხრებზე, 2-ს ბარძაყებსა და 1-ს ფეხებს შორის არსებულ ჩამკეტზე.
სიმაღლით რეგულირებადი საყრდენი
SWIVEL ავტოსავარძელს დამატებით გააჩნია რეგულირებადი საყრდენი, რომელიც მაგრდება მანქანის ძირზე, რაც განაპირობებს უფრო მეტ სტაბილურობას. სპეციალური ნიშნულის დახმარებით, მარტივად გადაამოწმებთ, რამდენად მჭიდროდაა მიერთებული საყრდენი, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ქარსითის სწორ დამონტაჟებას.
მოსახსნელი და რეცხვადი გადასაკრავი
როცა მანქანაში ბავშვები იმყოფებიან, სალონის გაჭუჭყიანება საკმაოდ ბუნებრივი პროცესია. SWIVEL ამ პრობლემას სრულად მოგიგვარებთ, ვინაიდან სავარძლის გადასაკრავი ქსოვილი მარტივად იხსნება, ისე, რომ საერთოდ არ დაგჭირდებათ ღვედების გახსნა.
იზრდება თქვენს პატარასთან ერთად
პატარები თვალსა და ხელს შუა იზრდებიან, ამიტომ აუცილებელია SWIVEL ავტოსავარძლის დარეგულირება. ქარსითი აღჭურვილია 5-წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედით, რომელიც საჭიროებისამებრ შეგიძლიათ მოხსნათ და შეინახოთ სავარძლის უკანა ჯიბეში, ხოლო მის ნაცვლად გამოიყენოთ უშუალოდ მანქანის 3-წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი (რეკომენდებულია 100-105 სმ-ამდე). რაც შეეხება საყრდენს, ისიც იხსნება და მისი შენახვა მანქანაშია მიზანშეწონილი, რათა მარტივად მიაგნოთ აუცილებლობის შემთხვევაში.
სრული დაცვა – თავიდან ბარძაყებამდე
იზრუნეთ თქვენი შვილის იდეალურ უსაფრთხოებაზე კომპრომისების გარეშე. ავტოსავარძლის ბაზის კორპუსი უზრუნველყოფს სრულ დაცვას – თავიდან დაწყებული ბარძაყებამდე დასრულებული, ხოლო ღვედის მიმართულება – მის სწორ განლაგებას. ქარსითის თავსადების ფუნქცია კი ბავშვის თავისა კისრის უსაფრთხოების შენარჩუნებაა. ნებისმიერ მოგზაურობაში შეგიძლიათ ენდოთ SWIVEL ავტოსავარძელს, რადგან მთლიანად ორიენტირებულია ბავშვის მაქსიმალურ დაცვაზე.
ინსტალაცია
i-Size
საბავშვო სავარძელი უნდა დააფიქსიროთ მანქანის იმ სამონტაჟო წერტილებზე, რომლებიც გათვლილია ISOFIX-ისთვის. ISOFIX სტანდარტული სამონტაჟო სისტემაა, რომელიც გვხვდება თითქმის ყველა მოდელის მანქანაში. ბაზა უზრუნველყოფს ბავშვის ქარსითის უსაფრთხო და მჭიდრო მიმაგრებას მანქანის სავარძელზე.
SWIVEL ავტოსავარძელს გამოყენების სპეციფიკური წესი აქვს – საიმედო ფიქსაციისთვის აუცილებელია საყრდენით სარგებლობა.
i-Size ბაზა ერგება ყველა იმ სავარძელს, რომელსაც დამტკიცებული აქვს i-Size. იმის გასარკვევად, შეესაბამება თუ არა თქვენი მანქანის სავარძელი ამ სისტემას, გაეცანით მანქანის გამოყენების წესებს.
ISOFIX საყრდენით (40-105 სმ)
საბავშვო სავარძელი უნდა დააფიქსიროთ მანქანის იმ სამონტაჟო წერტილებზე, რომლებიც გათვლილია ISOFIX-ისთვის. ISOFIX სტანდარტული სამონტაჟო სისტემაა, რომელიც გვხვდება თითქმის ყველა მოდელის მანქანაში. ბაზა უზრუნველყოფს ბავშვის ქარსითის უსაფრთხო და მჭიდრო მიმაგრებას მანქანის სავარძელზე.
SWIVEL ავტოსავარძელს გამოყენების სპეციფიკური წესი აქვს – საიმედო ფიქსაციისთვის აუცილებელია საყრდენით სარგებლობა.
i-Size ბაზა ერგება ყველა იმ სავარძელს, რომელსაც დამტკიცებული აქვს i-Size. იმის გასარკვევად, შეესაბამება თუ არა თქვენი მანქანის სავარძელი ამ სისტემას, გაეცანით მანქანის გამოყენების წესებს.
ინსტალაცია როგორც სტანდარტული ღვედით. ისე — ISOFIX-ის შესაკრავებით (100-125 სმ-ამდე)
მანქანის საბავშვო სავარძელი უნდა დამონტაჟდეს ISOFIX-ის სისტემის გამოყენებით, ხოლო უფროსი ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილია ავტომობილის 3-წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი. ასეთი მეთოდი უზრუნველყოფს მანქანის სავარძლისა და ბავშვის ქარსითის შორის უფრო მჭიდრო და უსაფრთხო კავშირს, მაშინაც კი, როდესაც პატარა მასში არ იქნება მოკალათებული.
იმის გასარკვევად, შეესაბამება თუ არა თქვენ მიერ შერჩეული ავტოსავარძლის ბაზა თქვენს მანქანას, გაეცანით ბრენდის მიერ შედგენილ თავსებადობის სიას ან/და გამოიყენეთ FIT FINDER® პროდუქტის ვებგვერდზე.
ზომები
წონა: 14,4 კგ
სიმაღლე: 57 სმ
სიგანე: 44 სმ
სიღრმე: 56 სმ
ზომები (სიმაღლე x სიგანე x სიღრმე): 57 x 44 x 56 სმ
ვარიაციები
მიმოხილვები
მიმოხილვები ვერ მოიძებნა