Britax Römer Dualfix Pro M Classic Deep Black - ავტომანქანის საბავშვო სავარძელი
Please sign in so that we can notify you about a reply
მახასიათებლები
- i-Size / Isofix
- 360 მბრუნავი მექანიზმი
აღწერა
მოქნილი სისტემა და უსაფრთხოება ყველანაირი პოზიციისთვის
მზად ხართ თქვენი ბავშვის განვითარების შემდეგი ეტაპისთვის? DUALFIX PRO M მანქანის სავარძელი განკუთვნილია 3 თვიდან 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის (სიმაღლე 61-105 სმ). მოქნილი გამოყენებისას, იზრდება ბავშვთან ერთად. ეს მანქანის სავარძელი საშუალებას მოგცემთ ყოველთვის იყოთ დარწმუნებული თქვენი ბავშვის უსაფრთხოებაში, რაც არ უნდა რთული იყოს მოგზაურობა. ის უფრო მეტად თავდაჯერებულს გაგხდით, რადგან გეცოდინებათ, რომ შვილი უსაფრთხოდაა ნებისმიერი მგზავრობისას. გარდა ამისა, 360°-ით მბრუნავი ავტოსავარძელი გაგიადვილებთ პატარას ჩასმას და ამოყვანას.
კომფორტისა და თავდაჯერებულობის 4 წელი
ბავშვები რომ მალე იზრდებიან და ხშირად ჩაუცმელადაც უპატარავდებათ ტანსაცმელი, უტყუარი ფაქტია, მაგრამ DUALFIX PRO M ავტოსავარძელი ამ დარდს წამში გაგიქარვებთ. ქარსითი განკუთვნილია ბავშვებისთვის 3 თვიდან 4 წლის ასაკამდე და აღჭურვილია დახრილობის 12 პოზიციითა და V ფორმის თავსადებით. 360°-ით მბრუნავი მექანიზმი კი იმდენად გაგიმარტივებთ ყოველდღიურობას, რომ არასდროს მოგიწევთ პატარას შეწუხება, როცა პოზიციის შეცვლას გადაწყვეტთ.
უკომპრომისო დაცვა ყოველი მხრიდან
საბავშვო ავტოსავარძლის DUALFIX PRO M არჩევით შვილს შეუქმნით უსაფრთხო გარემოს, რომელიც ყველა მშობლის მთავარი პრიორიტეტია. სავარძელი აკმაყოფილებს უსაფრთხოების ყველაზე მკაცრ მოთხოვნებს და აღემატება UN R129 -საც კი, რაც იმას ნიშნავს, რომ პატარას ყოველთვის და ნებისმიერ კრიტიკულ ვითარებაში დაიცავს. ქარსითის გააჩნია გვერდითა დარტყმისგან ოპტიმიზებული დამცავი სისტემა, ახალი ბამპერი და შემთხვევითი მობრუნების საწინააღმდეგო დისკი – ამათი ერთობლიობა კი ქმნის უსაფრთხოების უმაღლეს დონეს.
დამზადებულია გერმანიაში ხარისხი და საინჟინრო გადაწყვეტილებები
DUALFIX PRO M ბავშვის ქარსითის ყოველთვის შეგიძლიათ ენდოთ, ვინაიდან გერმანული ხარისხისა და გონივრული გადაწყვეტილების კომბინაციას წარმოადგენს. Britax Römer-ის მიერ შექმნილი თანამედროვე ავტოსავარძელი სცდება უსაფრთხოების ჩვეულ სტანდარტებს და გავლილი აქვს უფრო მკაცრი ქრაშ ტესტირებები. იდეის კონცეფციიდან საბოლოო პროდუქტამდე არაერთი ნაბიჯია, მაგრამ ეს ყველაფერი ერთ სავარძელშია მოქცეული, რომელიც თქვენს პატარას მუდმივად დაიცავს გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან.
ღვედის შეკვრის მოხერხებულობა
DUALFIX PRO M ავტოსავარძელი მრავალფეროვნებას გთავაზობთ – თავად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, რომელი მიმართულებით უნდა იმგზავროს პატარამ, როგორ პოზიციასა და დახრილობის კუთხით. 360°-ის ფუნქცია კი საშუალებას გაძლევთ, რომ ნებისმიერ დროს მარტივად, სწრაფად და მოხერხებულად ჩასვათ/ამოიყვანოთ შვილი და გააგრძელოთ მგზავრობა.
თავისუფალი სივრცე ბავშვის ფეხებისთვის
DUALFIX PRO M დახმარებით თქვენს შვილს მეტ თავისუფალ, დაცულ სივრცეს მისცემთ, რათა ხანგრძლივ მგზავრობაში ფეხები არ დაეღალოს, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევაში მობრუნების საწინააღმდეგო ოპტიმიზირებული, და დამოკლებული დისკი თავიდან აგაცილებთ ავტოსავარძლის გადატრიალებას.
გაზრდილი დაცვა გვერდითა დარტყმისგან - SICT
ბავშვის მოულოდნელი შემთხვევებისგან დაცვა ახლა უკვე უფრო მარტივია, როცა არსებობს ავტოსავარძელი SICT სისტემით. Side Impact Cushion Technology დაცვა ეფექტურია ნებისმიერი დახრილობის კუთხისთვის და საკმარისია მისი ერთხელ დარეგულირებაც.
ISOFIX -ის ინდივიდუალურად რეგულირებადი სამაგრები
ავტომობილში საბავშვო სავარძლის და ISOFIX -ით დაფიქსირება წამების საქმეა და ორივე თავის მოვალეობას ასრულებს როგორც ერთობლივად, ისე ცალ-ცალკე. არცერთი მათგანი არ აზიანებს უშუალოდ მანქანის სავარძელს და არ ტოვებს კვალს. როგორც კი ყველაფერს დაამაგრებთ, თავისუფლად და მშვიდად შეგიძლიათ იყოთ ყოველი მგზავრობის დროს.
ხანგრძლივი გამოყენების უპირატესობა მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ
ექსპერტების რეკომენდაციების თანახმად, DUALFIX PRO M ავტოსავარძელში ბავშვის მოთავსება მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ გაცილებით დიდ ხანს შეიძლება. ავტოსაგზაო შემთხვევებს შორის ყველაზე ხშირი სახე შეჯახებებს აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შეარჩიოთ საუკეთესო ქარსითი, რომელიც გზის საპირისპიროდ მჯდომარე პატარას მაქსიმალურად დაიცავს მოულოდნელი დარტყმის ენერგიის ზემოქმედებისგან.
საზურგის მრავალფეროვანი დახრილობა
ხანგრძლივ მოგზაურობებში ბავშვის კომფორტი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რის გამოც DUALFIX PRO M ავტოსავარძელი ისეა შექმნილი, რომ ამ საკითხსაც მარტივად მოაგვარებთ. ქარსითის აქვს დახრის კუთხის 6-6 პოზიცია გზის ორივე მიმართულებით, ამიტომ სასურველი მდგომარეობის შერჩევას დიდი დრო არ სჭირდება. ბავშვის კი ყოველთვის კომფორტული გარემო ექნება, რომლისგანაც მაქსიმალურ სიამოვნებას მიიღებს.
მაღალი და ღრმა გვერდები მეტი დაცულობისთვის
DUALFIX PRO M ავტოსავარძლის ელასტიკური, მაღალი და ღრმა გვერდები ბავშვს დაიცავს დარტყმის ენერგიის ზემოქმედებისგან.
კომფორტული თავსადები
მარტივად უზრუნველყავით პატარას დაცვა საუკეთესო ავტოსავარძლით. V ფორმის კომფორტული თავსადები შექმნილია იმისათვის, რომ შეიზღუდოს ბავშვის თავის არასასურველი მოძრაობა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, რაც, თავის მხრივ, დაიცავს მის კისერსაც. მიუხედავად ამისა, ჩვილს საკმარისად აქვს თავისუფალი სივრცეც. ქარსითის თავსადები და უსაფრთხოების ღვედი სინქრონულად, მარტივად და სწრაფად რეგულირდება, ამიტომ ასაკის მატებასთან ერთად კომფორტი მუდმივად იქნება შენარჩუნებული.
მხრების რბილი ჩანართები
DUALFIX PRO M ქარსითის მხრების რბილი ბალიშების დახმარებით შეჯახების შემთხვევაში ბავშვის მოძრაობის არეალი მცირდება. სავარძლის 5 -წერტილოვან უსაფრთხოების ღვედზე დატანებული სპეციალური ბალიშები ბავშვს სთავაზობს მეტ კომფორტს დაცულობასთან ერთად. ჩანართების გაჭუჭყიანება გარდაუვალია, მაგრამ მათი გარეცხვა მარტივად შესაძლებელია, ისე, რომ მხოლოდ ბალიშები მოხსნათ და ღვედი ხელუხლებლად დატოვოთ.
5 -წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედის გაზრდილი დაცვა
შეარჩიეთ საუკეთესო საბავშვო ავტოსავარძელი, რომელსაც აქვს 5 -წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი, რათა მაქსიმალურად დაიცვათ შვილი ტრავმების მიღებისგან. დარტყმის შემთხვევაში, ღვედი ენერგიისგან მიღებულ ზემოქმედებას ანაწილებს ხუთ ნაწილად – 2 მხრებზე, 2 ბარძაყებსა და 1 ფეხებს შორის არსებულ ჩამკეტზე.
სიმაღლით რეგულირებადი საყრდენი
DUALFIX PRO M ავტოსავარძელს დამატებით გააჩნია რეგულირებადი საყრდენი, რომელიც მაგრდება მანქანის ძირზე, რაც განაპირობებს უფრო მეტ სტაბილურობას. სპეციალური ნიშნულის დახმარებით, მარტივად გადაამოწმებთ, რამდენად მჭიდროდაა მიერთებული საყრდენი, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ქარსითის სწორ დამონტაჟებას.
მოსახსნელი და რეცხვადი გადასაკრავი
როცა მანქანაში ბავშვები იმყოფებიან, სალონის გაჭუჭყიანება საკმაოდ ბუნებრივი პროცესია. DUALFIX PRO M ამ პრობლემას სრულად მოგიგვარებთ, ვინაიდან სავარძლის გადასაკრავი ქსოვილი მარტივად იხსნება, ისე, რომ საერთოდ არ დაგჭირდებათ ღვედების გახსნა.
სპეციალური ჩანართები კომფორტული და მყუდრო მოგზაურობისთვის
ჩვენ ვიზრუნეთ თქვენი ბავშვის კომფორტსა და უსაფრთხოებაზე. STYLE Relax ჩანართი რბილი შიგთავსით და ჩაშენებული დახრით მგზავრობას მყუდროს გახდის, გაზრდის კომფორტს და შექმნის იდეალურ სივრცეს დასვენებისთვის.
პრემიუმ LUX ბალიშს აქვს კიდევ უფრო რბილი შემავსებელი და კომფორტული თავსადების წყალობით თქვენი პატარა მოგზაურის დამატებით მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
ინსტალაცია
i-Size
საბავშვო სავარძელი უნდა დააფიქსიროთ მანქანის იმ სამონტაჟო წერტილებზე, რომლებიც გათვლილია ISOFIX -ისთვის. ISOFIX სტანდარტული სამონტაჟო სისტემაა, რომელიც გვხვდება თითქმის ყველა მოდელის მანქანაში. ის უზრუნველყოფს ბავშვის ქარსითის უსაფრთხო და მჭიდრო მიმაგრებას მანქანის სავარძელზე.
DUALFIX PRO ავტოსავარძელს გამოყენების სპეციფიკური წესი აქვს – საიმედო ფიქსაციისთვის აუცილებელია საყრდენით სარგებლობა.
i-Size ტიპის ქარსითი თავსებადია ყველა იმ სავარძელთან, რომელსაც დამტკიცებული აქვს i-Size. იმის გასარკვევად, შეესაბამება თუ არა თქვენი მანქანის სავარძელი ამ სისტემას, გაეცანით მანქანის გამოყენების წესებს
ISOFIX საყრდენი ფეხით
საბავშვო სავარძელი უნდა დააფიქსიროთ მანქანის იმ სამონტაჟო წერტილებზე, რომლებიც გათვლილია ISOFIX-ისთვის. ISOFIX სტანდარტული სამონტაჟო სისტემაა, რომელიც გვხვდება თითქმის ყველა მოდელის მანქანაში. ბაზა უზრუნველყოფს ბავშვის ქარსითის უსაფრთხო და მჭიდრო მიმაგრებას მანქანის სავარძელზე.
DUALFIX PRO ავტოსავარძელს გამოყენების სპეციფიკური წესი აქვს – საიმედო ფიქსაციისთვის აუცილებელია საყრდენით სარგებლობა.
იმის გასარკვევად, შეესაბამება თუ არა თქვენ მიერ შერჩეული ავტოსავარძლის ბაზა თქვენს მანქანას, გაეცანით ბრენდის მიერ შედგენილ თავსებადობის სიას ან/და გამოიყენეთ FIT FINDER® პროდუქტის ვებგვერდზე.
ზომები
წონა: 13.3 კგ
სიმაღლე: 48-60 სმ
სიგანე: 44 სმ
სიღრმე: 74 სმ
ზომები (სიმაღლე x სიგანე x სიღრმე): 48-60 x 44 x 74 სმ
ვარიაციები
მიმოხილვები
მიმოხილვები ვერ მოიძებნა