Britax Römer Baby Safe Pro Classic Deep Black - ავტომანქანის საბავშვო სავარძელი

4000984938128
კითხვები
4000984938128
1,035 
მარაგი ამოწურულია

BABY-SAFE PRO – ბრენდის ყველაზე მსუბუქი და ინოვაციური საბავშვო ავტოსავარძელია, რომელიც შექმნილია ბავშვის მაქსიმალური კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის

მახასიათებლები

ბრენდი:
Britax Römer
კოლექცია:
Baby-Safe Pro
მახასიათებლები:
  • i-Size / Isofix
  • 360 მბრუნავი მექანიზმი
ასაკი:
Birth - 15 months | 40 - 85 cm | Birth - 13 kg
ფერი:
Deep Black
ქვეყანა:
გერმანია

აღწერა

უსაფრთხო მგზავრობა და მშვიდი, ხანგრძლივი ძილი

BABY-SAFE PRO – ბრენდის ყველაზე მსუბუქი და ინოვაციური საბავშვო ავტოსავარძელია, რომელიც შექმნილია ბავშვის მაქსიმალური კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის. Ergo Recline-ის ფუნქციით აღჭურვილი სავარძელი ხერხემლისთვის უზრუნველყოფს უფრო სწორ და ერგონომიულ პოზიციებს, რაც თითოეულ მგზავრობას უფრო სასიამოვნოსა და უსაფრთხოს ხდის. BABY-SAFE PRO თქვენი შვილის სანდო და შეუცვლელი მეგზური იქნება დაბადებიდან 15 თვის ასაკამდე. მისი დამონტაჟება შესაძლებელია როგორც VARIO BASE 5Z-ის ბაზასა და უსაფრთხოების ღვედის დახმარებით მანქანის სავარძელზე, ისე – სხვადასხვა საბავშვო ეტლზე.

მაქსიმალური კომფორტი თქვენი შვილისთვის

Ergo Recline – თქვენი შვილის ყოველი მოგზაურობისთვის უსაფრთხოების და კომფორტის ახალ სტანდარტად იქცევა. ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში ბავშვი უფრო მეტად იღებს ბუნებრივ და სათანადო პოზას, რაც ხელს უწყობს ხერხემლის ჯანსაღ განვითარებას და სასუნთქ გზებში ჰაერის მიმოცვლას. სადაც არ უნდა იყოთ, ავტოსავარძლის Ergo Recline-ის რეჟიმში გადაყვანას ხელის ერთი მსუბუქი მოძრაობით შეძლებთ; ამ უნიკალური ფუნქციის გამოყენება შეგიძლიათ როგორც მანქანაში, ისე – გარე სივრცეში, რაც თითოეული მგზავრობის დროს ჩვილს შეუქმნის მშვიდ გარემოს უშფოთველი ძილისთვის. 

გაიადვილეთ ყოველდღიურობა

საბავშვო ავტოსავარძლის კონცეფცია შექმნილია თქვენი მაქსიმალური კომფორტისთვის. BABY-SAFE PRO-ის წონა სულ რაღაც 3,9 კილოგრამს შეადგენს, რაც მას ულტრა მსუბუქსა და მარტივად სატარებელს ხდის. მზისგან დამცავი ქუდი/კაპიუშონი ადვილად რეგულირდება, რათა თქვენი პატარა დაიცვათ ამინდის სხვადასხვა პირობისა და მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან. ქარსითის ბაზიდან მოხსნა შესაძლებელია სულ რამდენიმე წამში, ხოლო Ergo Recline-ის ფუნქციის ჩართვა-გამორთვა ხელის ერთი მოძრაობით, რაც ძალიან მოსახერხებელია ყოველდღიური გადაადგილებისას. ავტოსავარძელი BABY-SAFE PRO ერგება Britax Römer-ის და სხვა წამყვანი ბრენდების საბავშვო ეტლების ალუმინის შასის, რაც თქვენსა და ბავშვის თითოეულ მოკლე თუ ხანგრძლივ მოგზაურობას კიდევ უფრო გამორჩეულს გახდის.

* საჭიროა დამატებითი ადაპტერი/გადამყვანი

მბრუნავი ბაზა – მარტივი და მოსახერხებელი წვდომისთვის

ბავშვის სავარძელში მოკალათება და მისი უსაფრთხოების ღვედით დამაგრება უფრო ადვილი გახდა Britax Römer-სთან ერთად, ვიდრე ოდესმე ყოფილა. თუ BABY-SAFE PRO დაყენებულია VARIO BASE 5Z-ზე, უბრალოდ მოაბრუნეთ ის ავტომობილის ღია კარისკენ, რათა სწრაფად მისწვდეთ. გამორთვის ღილაკი ავტოსავარძელთან ერთად ბრუნავს, ამიტომ ნებისმიერ დროს იოლად მიაგნებთ, რაც, თავის მხრივ, უფრო მოსახერხებელს ხდის ქარსითის მოხსნასაც.

ხელმისაწვდომობა ნებისმიერ დროს

360°-ით მბრუნავი VARIO BASE 5Z ბაზა საშუალებას გაძლევთ მანქანის ღია კარისკენ მიატრიალოთ ავტოსავარძელი, რაც შესამჩნევად გაგიადვილებთ ბავშვის ჩასმას, მის ამოყვანასა და ღვედის შეკვრას. Britax Römer-სთან ერთად ქარსითის ბაზიდან მოხსნა კიდევ უფრო გამარტივებული პროცესია მშობლებისთვის – საკმარისია, რომ საბავშვო ავტოსავარძელი მაქსიმალურად მოაბრუნოთ, ისე, რომ ღილაკი ღია კარისკენ იყოს მიმართული.

Ergo Recline – იდეალური პოზიციები სრული კომფორტისთვის

Ergo Recline – თქვენი შვილის ყოველი მოგზაურობისთვის უსაფრთხოების და კომფორტის ახალ სტანდარტად იქცევა. ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში ბავშვი უფრო მეტად იღებს ბუნებრივ და სათანადო პოზას, რაც ხელს უწყობს ხერხემლის ჯანსაღ განვითარებას და სასუნთქ გზებში ჰაერის მიმოცვლას.

ერთი ბაზა და ორი ავტოსავარძელი – ორმაგი კომფორტი ბავშვისთვის

VARIO BASE 5Z ბაზა იდეალურად ერგება როგორც BABY-SAFE PRO კოლექციის ავტოსავარძლებს, ისე DUALFIX 5Z-ისას, რაც გთავაზობთ უსაფრთხოების, კომფორტისა და ფასის საუკეთესო კომბინაციას.

ავტოსავარძლის იდეალური დახრილობა ნებისმიერი მანქანისთვის

ყველა მანქანის სავარძლის დახრილობა ერთნაირი არ არის, და სწორედ ამიტომ, VARIO BASE 5Z გთავაზობთ დახრილობის რეგულირების უნიკალურ შესაძლებლობას იმისათვის, რომ ავტოსავარძლის პოზიცია იდეალურად მოერგოს მანქანისას. როგორი დახრილობისაც უნდა იყოს ის, VARIO BASE 5Z ბაზა ქმნის პირობებს მშვიდი და კომფორტული მგზავრობისთვის, სადაც თქვენი პატარა დაცულად იგრძნობს თავს.

განსაკუთრებული უსაფრთხოება ახალშობილებისთვის

საბავშვო ავტოსავარძელი აღჭურვილია სპეციალურად ახალშობილებისთვის შექმნილი დამატებითი რბილი ჩანართით, რომლითაც შეგიძლიათ შვილს შეუქმნათ უსაფრთხო და მშვიდი გარემო. ქაფისგან დამზადებული ენერგიის შთამნთქმელი ბალიში ბავშვს სთავაზობს ერგონომიული მდგომარეობის შენარჩუნებასა და მყუდრო ადგილს ძილისთვის სიცოცხლის პირველივე წუთებიდან.

3-წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედები მარტივი გამოყენებისთვის

როცა პატარას ტკბილად სძინავს და არ გვინდა შევაწუხოთ, BABY-SAFE pro-ის 3-წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედები ნამდვილად დიდი შვებაა – ისე მარტივად იკვრება და იხსნება, რომ ბავშვის ძილის დარღვევა არ მოგიწევთ.

მაქსიმალური დაცვა გვერდითა ზემოქმედებისგან

საბავშვო ავტოსავარძლის უმთავრესი დანიშნულება ხომ ბავშვისთვის უსაფრთხოების შექმნაა და, სწორედ ამიტომ, BABY-SAFE PRO გთავაზობთ ისეთ ქარსითს, რომელიც აღჭურვილია სპეციალურად შექმნილი ღრმა გვერდებისგან, რომლებიც, ავტოავარიის შემთხვევაში, შთანთქავს დარტყმის ენერგიის ზემოქმედებას და პატარას კრიტიკულ ვითარებაშიც იცავს.

ულტრა მსუბუქი ავტოსავარძელი

ყოველდღიურობის შემსუბუქება კიდევ უფრო მარტივია BABY-SAFE PRO-თი, რადგან მისი წონა სულ რაღაც 3,9 კილოგრამია და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეგიძლიათ ატაროთ ყველგან, სადაც მოგესურვებათ.

* შენიშვნა: პროდუქტის წონაში არ შედის მზისგან დამცავი კაპიუშონი და რბილი ჩანართები

იზრდება თქვენს პატარასთან ერთად

ავტოსავარძელი ბავშვის მეგზური დაბადებიდან ხდება და მოზრდილობამდე მის გვერდითაა. იმისათვის, რომ სავარძელი მოარგოთ შვილის ასაკს და საჭიროებებს, აუცილებელია, საზურგის მხრიდან სწორად დაარეგულიროთ თავსადები და უსაფრთხოების ღვედი, რომ ნახევრად მწოლიარე პოზიციაში გადავიდეს.

რეგულირებადი სახელური

მაშინ, როცა მშობელი ხართ, ყოველი წვრილმანი დიდ მნიშვნელობას იძენს. ბავშვის ავტოსავარძელში ჩასმასა თუ ამოყვანაში მისი რეგულირებადი სახელური დაგეხმარებათ. ამისათვის საჭიროა, რომ ორივე მხარეს არსებულ ღილაკებს დააჭიროთ და განბლოკოთ. გარდა ამისა, შესაძლებელია ისეც, რომ სახელური ბოლომდე გადასწიოთ, რათა მეტად სტაბილური იყოს გადატანისას.

იდეალური დაცვა გარე ფაქტორებისგან

ბავშვის მანქანის სავარძელს თან მოჰყვება UV50+ მზისგან დამცავი დიდი ზომის კაპიუშონი, რომელიც თქვენს პატარას დაიცავს მზის მავნე სხივებისგან, ქარისა და სხვა გარე ფაქტორებისგან, რაც შეუქმნის იდეალურ გარემოს, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და ტკბილად ეძინოს.

პრემიუმ კლასის დახვეწილი და კომფორტული გადასაკრავი ქსოვილი

ავტოსავარძლის პრემიუმ კლასის დახვეწილი და კომფორტული გადასაკრავი ქსოვილი იმდენად რბილია, რომ ბავშვს დამატებით უქმნის სრულ ჰარმონიას. 

მოსახსნელი და რეცხვადი გადასაკრავი

ბავშვთან ერთად მგზავრობისას მოულოდნელი და სასაცილო შემთხვევები ხშირია – მათგან განსაკუთრებით აქტუალური კი ტანსაცმლის ან ავტოსავარძლის დასვრაა. BABY-SAFE PRO ამ პრობლემას სრულად მოგიგვარებთ, ვინაიდან სავარძლის გადასაკრავი ქსოვილი მარტივად იხსნება და დასაშვებია მისი რეცხვა როგორც ხელით, ისე სარეცხ მანქანაში.

ყოველთვის სწორად დამონტაჟებული

საბავშვო ავტოსავარძელი დაცულობის შეგრძნებას არა მხოლოდ პატარას უქმნის, არამედ მშობლებსაც. მასთან ერთად შეგიძლიათ მშვიდად იყოთ და არ იდარდოთ იმაზე, სწორად დაამონტაჟეთ თუ არა. VARIO BASE 5Z-სა ან ეტლზე დამაგრებისას ხმოვან სიგნალს გაიგონებთ, რაც იმის დასტურია, რომ სავარძელი უშეცდომოდ მიემაგრა საყრდენს. გარდა ამისა, მკვეთრად გამოხატული ნიშნული ბაზის მოდულის განბლოკვის ღილაკზე დამატებითი სიმშვიდის გარანტიაა.

გაგრილების სისტემა ცხელ დღეებში

მგზავრობისას იმაზე შფოთი, ბავშვს ხომ არ აწუხებს სიცხე – წარსულს ჩაბარდა. ყველაზე მცხუნვარე დღეებშიც კი BABY-SAFE PRO სავენტილაციო ბადე, მზისგან დამცავი დიდი კაპიუშონი შეუნარჩუნებს თქვენს პატარას სიგრილის შეგრძნებას.

BABY-SAFE PRO ბავშვს ცხელ ამინდებში უქმნის სიგრილით სავსე გარემოს სავენტილაციო ბადის წყალობით.

*მხოლოდ STYLE & LUX

იდეალური ერგონომიკა ღვედის დახმარებითაც

BABY-SAFE PRO-ის გამოყენება შესაძლებელია როგორც ISOFIX ბაზის დახმარებით, ისე – მის გარეშე, მხოლოდ მანქანის 3-წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედით. ამ მეთოდის გამოსაყენებლად საჭიროა, რომ სავარძელს Ergo Recline-ით შეუცვალოთ პოზიცია და კარგად შეუკრათ ღვედები. ამ გზით იდეალურად უზრუნველყოფთ, რომ თქვენი შვილი საუკეთესო ერგონომიულ მდგომარეობაში იმგზავროს.

BABY-SAFE PRO უკომპრომისოდ გთავაზობთ სრულყოფილ ერგონომიკას. ამასთანავე, შესაძლებელია, რომ Ergo Recline-ის ფუნქცია გამოიყენოთ უსაფრთხოების ღვედის დახმარებითაც.

მრავალფეროვნება და კომფორტი BABY-SAFE PRO-ის განუყოფელი ნაწილია – ბავშვის ერგონომიული პოზიციები მაშინაც ნარჩუნდება, როცა უსაფრთხოების ღვედს იყენებთ.

ინსტალაცია

i-Size

სპეციალური ბაზის გამოყენებით შეგიძლიათ ქარსითი საიმედოდ დაამონტაჟოთ ღილაკზე მხოლოდ ერთი დაჭერით. როგორც კი ბაზას დაამაგრებთ მანქანის სავარძელზე, ძირი ურყევად იქნება ნებისმიერ სიტუაციაში.

i-Size ბაზა ერგება ყველა იმ სავარძელს, რომელსაც დამტკიცებული აქვს i-Size. იმის გასარკვევად, შეესაბამება თუ არა თქვენი მანქანის სავარძელი i-Size ბაზას, გაეცანით მანქანის გამოყენების წესებს.

ბაზის შემთხვევაში

სპეციალური ბაზის გამოყენებით შეგიძლიათ ქარსითი საიმედოდ დაამონტაჟოთ ღილაკზე მხოლოდ ერთი დაჭერით. როგორც კი ბაზას დაამაგრებთ მანქანის სავარძელზე, ძირი ურყევად იქნება ნებისმიერ სიტუაციაში.

იმის გასარკვევად, შეესაბამება თუ არა თქვენ მიერ შერჩეული ავტოსავარძლის ბაზა თქვენს მანქანას, გაეცანით ბრენდის მიერ შედგენილ თავსებადობის სიას ან/და გამოიყენეთ FIT FINDER® პროდუქტის ვებგვერდზე.

უსაფრთხოების ღვედის შემთხვევაში

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენს მანქანას არ აქვს i-Size ბაზის მხარდაჭერა, ავტოსავარძლის დამონტაჟება შეგიძლიათ მანქანის 3-წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედის დახმარებით, რაც ძალიან მოსახერხებელია.

მანქანის უსაფრთხოების ღვედის გამოყენების შემთხვევაში, BABY-SAFE PRO ავტოსავარძლის სახელური უნდა იყოს გადაწეული მანქანის უკანა სავარძლისკენ.

შენიშვნა: უფრო დეტალური ინსტრუქცია მოცემულია სახელმძღვანელოში.

იმის გასარკვევად, შეესაბამება თუ არა თქვენ მიერ შერჩეული ავტოსავარძლის ბაზა თქვენს მანქანას, გაეცანით მომხმარებლის სახელმძღვანელოს. მანქანის საბავშვო სავარძლის შეძენამდე კი, სთხოვეთ მაღაზიის წარმომადგენელს თქვენ წინაშე სატესტოდ დაამონტაჟოს ავტოსავარძელი.

სამოგზაურო სისტემა

საბავშვო ეტლის შემთხვევაში

თუ თქვენს შვილთან ერთად დროის უმეტეს ნაწილს ატარებთ მანქანის მიღმა და ფეხით გადაადგილდებით, მარტივად შეგიძლიათ ავტოსავარძელი დაამაგროთ საბავშვო ეტლის შასიზე. ამისათვის საჭიროა, რომ მოხსნათ ქარსითი მანქანიდან და გადაიტანოთ ეტლზე, როგორც მთავარ საყრდენზე.

ბაზის შემთხვევაში

Britax Römer-ის საბავშვო ავტოსავარძლის გამოყენება შეგიძლიათ ბრენდისავე რომელიმე ბაზაზე, რაც თქვენს ყოველდღიურობას უფრო მოსახერხებელს გახდის. დამონტაჟებული ბაზა ყოველთვის მანქანაში რჩება, ხოლო ავტოსავარძლის მოხსნა ან/და დამაგრება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, როცა დაგჭირდებათ.

ზომები

წონა: 3.9

სიმაღლე: 62.5

სიგანე: 44 სმ

სიღრმე: 65.5

ზომები (სიმაღლე x სიგანე x სიღრმე): 62.5 x 44 x 65.6 სმ

ვარიაციები

  ფერი ხელმისაწვდომობა ფასი  
Britax-Roemer Baby Safe Pro Classic Deep Black - ავტომანქანის სავარძელი - image 1 | Labebe Deep Black
მარაგი ამოწურულია
1,035 
Britax-Roemer Baby Safe Pro Classic Deep Grey - ავტომანქანის სავარძელი - image 1 | Labebe Deep Grey
გაყიდვაშია
1,035 
Britax-Roemer Baby Safe Pro Lux Urban Olive - ავტომანქანის სავარძელი - image 1 | Labebe Urban Olive
გაყიდვაშია
1,215 
Britax-Roemer Baby Safe Pro Lux Warm Caramel - ავტომანქანის სავარძელი - image 1 | Labebe Warm Caramel
მარაგი ამოწურულია
1,215 
Britax-Roemer Baby Safe Pro Style Teak - ავტომანქანის სავარძელი - image 1 | Labebe Teak
გაყიდვაშია
1,145 

მიმოხილვები

მიმოხილვები ვერ მოიძებნა

დანართი

აქ ჯერ არაფერია
ბუნებრივი მასალები
ულიმიტო გარანტია
ხარისხის სერთიფიკატები
მიწოდება ქვეყნის მასშტაბით