Britax Römer Advansafix Pro Classic Deep Black - ავტომანქანის საბავშვო სავარძელი
Please sign in so that we can notify you about a reply
მახასიათებლები
- i-Size / Isofix
აღწერა
ერთგული მეგობარი, ხანგრძლივი უსაფრთხოება
გახსოვთ, როგორ მგზავრობდით საყვარელ სათამაშოსთან ერთად ყოველი თავგადასავლისას? ახლა თქვენი შვილისთვის ასეთივე ერთგულ მეგზურობას ADVANSAFIX PRO გაუწევს. საბავშვო ავტოსავარძელი შეესაბამება i-Size-ის უსაფრთხოების უახლეს სტანდარტებს (UN R129) და, შედეგად, ქმნის დაცულ გარემოს მგზავრობის დროს. ეს საოცარი ქარსითი მარტივად იცვლის ფორმას 5-წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედის მქონე სავარძლიდან მაღალზურგიან ბუსტერამდე. ბავშვის თანამედროვე ავტოსავარძელი თქვენს შვილთან ერთად იზრდება და მზადაა იყოს მისი საიმედო თანამგზავრი 15 თვიდან 12 წლამდე.
მაქსიმალური უსაფრთხოება
როცა ირჩევთ ADVANSAFIX PRO საბავშვო ავტოსავარძელს, ინვესტიციას დებთ ისეთ პროდუქტში, რომელიც წლები შეუფერხებლად მოგემსახურებათ. ქარსითი გათვლილია ბავშვობის მთელ პერიოდზე, ამიტომ 5-წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი და თავსადები მარტივად რეგულირდება. ხოლო მაშინ, როცა პატარა საკმარისად გაიზრდება, FLIP&GROW -ის დახმარებით შესაძლებელია გამოიყენოთ მანქანის 3-წერტილოვანი ღვედი.
იდეალური კომფორტი ბავშვის ზრდასთან ერთად
აქციეთ შვილისთვის ყოველი მგზავრობა გამორჩეულ მომენტად ჩვილობიდან მოზრდილობამდე. ავტოსავარძელი ADVANSAFIX PRO უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს ბავშვის განვითარების ყველა ეტაპზე (15 თვიდან 12 წლამდე), რის გამოც მშობლებს აღარ მოგიწევთ დამატებითი ხარჯის გაწევა და ახალ ქარსითიზე ფიქრი. ფართო, რბილჩანართებიანი სავარძელი და თავსადები მარტივად რეგულირდება ასაკობრივი საჭიროებების მიხედვით. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად რთული დღე იყო, დასვენება და განტვირთვა მანქანაშიც შეიძლება. საკმარისია, სავარძელი უკან გადასწიოთ, რომ ბავშვი მყუდროდ მოკალათდეს და სიზმრების სამყაროში გადაეშვას.
მშობლების სიმშვიდის გარანტია
როცა ირჩევთ ADVANSAFIX PRO საბავშვო ავტოსავარძელს, ინვესტიციას დებთ ისეთ პროდუქტში, რომელიც წლები შეუფერხებლად მოგემსახურებათ. ქარსითი გათვლილია ბავშვობის მთელ პერიოდზეა, ამიტომ 5-წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი და თავსადები მარტივად რეგულირდება. ხოლო მაშინ, როცა პატარა საკმარისად გაიზრდება, FLIP&GROW-ის დახმარებით შესაძლებელია გამოიყენოთ მანქანის 3-წერტილოვანი ღვედი.
ISOFIX -ის ინდივიდუალურად რეგულირებადი ღვედები
ავტომობილში საბავშვო სავარძლის და ISOFIX-ის დამონტაჟება წამების საქმეა და ორივე თავის მოვალეობას ასრულებს როგორც ერთობლივად, ისე – ცალ-ცალკე. არცერთი მათგანი არ აზიანებს უშუალოდ მანქანის სავარძელს და არ ტოვებს კვალს. როგორც კი ყველაფერს დაამაგრებთ, თავისუფლად და მშვიდად შეგიძლიათ იყოთ ყოველი მგზავრობის დროს.
ამცირებს ტრავმების მიღების რისკს
შეუქმენით თქვენს პატარას განსაკუთრებული პირობები Britax Römer-ის ავტოსავარძელთან ერთად, რომელიც აღჭურვილია სპეციალურად დამზადებული მთავარი, ზედა ღვედით. ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ის იცავს ბავშვს გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან და ამცირებს თავისა და კისრის არეების დაზიანებას.
5-წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედის გაზრდილი დაცვა
შეარჩიეთ საუკეთესო საბავშვო ავტოსავარძელი, რომელსაც აქვს 5-წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი, რათა მაქსიმალურად დაიცვათ შვილი ტრავმების მიღებისგან. დარტყმის შემთხვევაში, ღვედი ენერგიისგან მიღებულ ზემოქმედებას ანაწილებს ხუთ ნაწილად – 2-ს მხრებზე, 2-ს ბარძაყებსა და 1-ს ფეხებს შორის არსებულ ჩამკეტზე.
მხრების რბილი ჩანართები
ADVANSAFIX PRO ქარსითის მხრების რბილი ბალიშების დახმარებით შეჯახების შემთხვევაში ბავშვის მოძრაობის არეალი მცირდება. სავარძლის 5-წერტილოვან უსაფრთხოების ღვედზე დატანებული სპეციალური ბალიშები ბავშვს სთავაზობს მეტ კომფორტს დაცულობასთან ერთად. ჩანართების გაჭუჭყიანება გარდაუვალია, მაგრამ მათი გარეცხვა მარტივად შესაძლებელია, ისე, რომ მხოლოდ ბალიშები მოხსნათ და ღვედი ხელუხლებლად დატოვოთ.
გაზრდილი დაცვა გვერდითა დარტყმისგან - SICT
ბავშვის მოულოდნელი შემთხვევებისგან დაცვა ახლა უკვე უფრო მარტივია, როცა არსებობს ავტოსავარძელი SICT-ის სისტემით. Side Impact Cushion Technology (SICT) 40%-ამდე ამცირებს გვერდითა დარტყმებისგან წამოსულ ენერგიას. SICT ყენდება ავტოსავარძელთან ახლოს, მანქანის კარისკენ და უზრუნველყოფს მშობლების სიმშვიდეს.
* გავლილი აქვს Britax Römer-ის მიერ ჩატარებული ქრაშ ტესტები და სიმულაციები
კომფორტული თავსადები
მარტივად უზრუნველყავით პატარას დაცვა საუკეთესო ავტოსავარძლით. V ფორმის კომფორტული თავსადები შექმნილია იმისათვის, რომ შეიზღუდოს ბავშვის თავის არასასურველი მოძრაობა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, რაც, თავის მხრივ, დაიცავს მის კისერსაც. მიუხედავად ამისა, ჩვილს საკმარისად აქვს თავისუფალი სივრცეც. ქარსითის თავსადები და უსაფრთხოების ღვედი სინქრონულად, მარტივად და სწრაფად რეგულირდება, ამიტომ ასაკის მატებასთან ერთად კომფორტი მუდმივად იქნება შენარჩუნებული.
კისრის და გულმკერდის არეების დაცულობა
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ფრთხილად მართავთ მანქანას, მაშინ, როცა გარშემო სხვა მრავალი მანქანაც მოძრაობს – ბავშვის უსაფრთხოება ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს.
Britax Römer-ის ავტოსავარძელი გთავაზობთ XP-PAD ბალიშს, რომელიც შთანთქავს პირდაპირი შეჯახებისგან წარმოქმნილ ენერგიას. სპეციალური ბალიში 30%-ამდე ამცირებს ბავშვის თავის წინ გამოძრავებას, რაც, მეორე მხრივ, ხელს უშლის ნიკაპის გულმკერდთან შეხებასაც. XP-PAD-სთან ერთად ნებისმიერი მგზავრობა უფრო კომფორტულია, რადგან ბავშვის კანსაც იცავს უსაფრთხოების ღვედის ხახუნისგან.
* გავლილი აქვს Britax Römer-ის მიერ ჩატარებული ქრაშ ტესტები და სიმულაციები
დაცვა ყოველი მხრიდან
მშობლის ბუნებრივი ინსტინქტია, რომ თავისი პაწაწინა დაიცვას ნებისმიერი დაზიანებისგან. სწორედ ამ მიზნით ADVANSAFIX PRO საბავშვო სავარძელი გთავაზობთ თავდაცვის დამატებით სისტემას – SecureGuard-ს, რომელიც პირდაპირი დარტყმისგან გაორმაგებულად იცავს პატარას.ქარსითი აღჭურვილია მეოთხე წერტილის შესაკრავით, რომლითაც უფრო მჭიდროდ მაგრდება წელის ღვედი არა მუცელთან, არამედ ბავშვის მენჯთან. SecureGuard 35%-ამდე ამცირებს მუცლის არეზე დარტყმის ენერგიის დატვირთულობას. ვინაიდან ეს ღვედი პატარას არაფერში ზღუდავს, ასაკის მატებასთან ერთად შენარჩუნებული იქნება თავდაპირველი კომფორტიც.
* გავლილი აქვს Britax Römer-ის მიერ ჩატარებული ქრაშ ტესტები და სიმულაციები
სრული დაცვა – თავიდან ბარძაყებამდე
იზრუნეთ თქვენი შვილის იდეალურ უსაფრთხოებაზე კომპრომისების გარეშე. ავტოსავარძლის ბაზის კორპუსი უზრუნველყოფს სრულ დაცვას – თავიდან დაწყებული ბარძაყებამდე დასრულებული, ხოლო ღვედის მიმართულება – მის სწორ განლაგებას. ქარსითის თავსადების ფუნქცია კი ბავშვის თავისა კისრის უსაფრთხოების შენარჩუნებაა. ნებისმიერ მოგზაურობაში შეგიძლიათ ენდოთ ADVANSAFIX PRO ავტოსავარძელს, რადგან მთლიანად ორიენტირებულია ბავშვის მაქსიმალურ დაცვაზე.
მშვიდი ძილი EasyRecline-სთან ერთად
ADVANSAFIX PRO ბავშვის სავარძელი აღჭურვილია Easy Recline ფუნქციით, რომლის მთავარი ამოცანა პატარას ძილისთვის იდეალური გარემოს შექმნაა. მისი დახრილობის კუთხე მარტივად რეგულირდება და არ საჭიროებს მუდმივ ცვლას. მაშინაც შეგიძლია აირჩიოთ სასურველი მდგომარეობა, როცა ბავშვი მასში ზის.
FLIP&GROW ყოველთვის ბავშვის გვერდით
ბავშვები ისე მალე იზრდებიან, რომ აუცილებელია, დროულად ავუწყოთ ფეხი. ამ მხრივ, ADVANSAFIX PRO ქარსითი საკმაოდ გამოირჩევა, რადგან გააჩნია FLIP&GROW სისტემა, რომლითაც შეგიძლიათ ყოველთვის დაარეგულიროთ სავარძლის სიმაღლე. როგორც კი პატარა 105 სმ-ს (22 კგ) მიაღწევს, რეკომენდებულია, რომ 5-წერტილოვანი ღვედი ჩაანაცვლოთ მანქანის უსაფრთხოების 3-წერტილოვნით, რათა ბავშვმა არ იგრძნოს დისკომფორტი მგზავრობისას. ამასთანავე, საჭიროებისამებრ შეგიძლიათ მოხსნათ ქარსითის ღვედი და შეინახოთ სავარძლის უკანა ჯიბეში.
მოსახსნელი და რეცხვადი გადასაკრავი
როცა მანქანაში ბავშვები იმყოფებიან, სალონის გაჭუჭყიანება საკმაოდ ბუნებრივი პროცესია. ADVANSAFIX PRO ამ პრობლემას სრულად მოგიგვარებთ, ვინაიდან სავარძლის გადასაკრავი ქსოვილი მარტივად იხსნება, ისე, რომ საერთოდ არ დაგჭირდებათ ღვედების გახსნა.
მუდმივი კომფორტი – ზრდის მიუხედავად
მანქანის საბავშვო სავარძელს აქვს მყუდრო და მოსახსნელი ჩანართი, რომელიც განსაკუთრებით გამოსადეგია ბავშვობის პირველ წლებში და უზრუნველყოფს იდეალურ კომფორტს.
* მხოლოდ STYLE & LUX
ინსტალაცია
ISOFIX და ზედა ღვედით (76–105 სმ)
საბავშვო სავარძელი უნდა დააფიქსიროთ მანქანის იმ სამონტაჟო წერტილებზე, რომლებიც გათვლილია ISOFIX-ისთვის. ISOFIX სტანდარტული სამონტაჟო სისტემაა, რომელიც გვხვდება თითქმის ყველა მოდელის მანქანაში. ბაზა უზრუნველყოფს ბავშვის ქარსითის უსაფრთხო და მჭიდრო მიმაგრებას მანქანის სავარძელზე.
ADVANSAFIX PRO ავტოსავარძელს გამოყენების სპეციფიკური წესი აქვს – საიმედო ფიქსაციისთვის აუცილებელია ზედა ღვედის, Top Tether-ით სარგებლობა.
i-Size ბაზა ერგება ყველა იმ სავარძელს, რომელსაც დამტკიცებული აქვს i-Size. იმის გასარკვევად, შეესაბამება თუ არა თქვენი მანქანის სავარძელი ამ სისტემას, გაეცანით ავტომობილის ინსტრუქციას.
ინსტალაცია როგორც სტანდარტული ღვედით, ისე ISOFIX შესაკრავებით (100-150 სმ)
მანქანის საბავშვო სავარძელი შეიძლება დამონტაჟდეს ავტომობილის 3-წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედითა და ISOFIX სისტემის დახმარებით. ასეთი მეთოდი უზრუნველყოფს მანქანის სავარძლისა და ბავშვის ქარსითის შორის უფრო მჭიდრო და უსაფრთხო კავშირს, მაშინაც კი, როდესაც პატარა მასში არ იქნება მოკალათებული.
იმის გასარკვევად, შეესაბამება თუ არა თქვენ მიერ შერჩეული ავტოსავარძლის ბაზა თქვენს მანქანას, გაეცანით ბრენდის მიერ შედგენილ თავსებადობის სიას ან/და გამოიყენეთ FIT FINDER® პროდუქტის ვებგვერდზე.
უსაფრთხოების ღვედის შემთხვევაში (100-150 სმ)
იმ შემთხვევაში, თუკი თქვენს მანქანას არ აქვს i-Size ბაზის მხარდაჭერა, ავტოსავარძლის დამონტაჟება შეგიძლიათ მანქანის 3-წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედის დახმარებით, რაც ძალიან მოსახერხებელია.
იმის გასარკვევად, შეესაბამება თუ არა თქვენ მიერ შერჩეული ავტოსავარძლის ბაზა თქვენს მანქანას, გაეცანით მომხმარებლის სახელმძღვანელოს. მანქანის საბავშვო სავარძლის შეძენამდე კი, სთხოვეთ მაღაზიის წარმომადგენელს თქვენ წინაშე სატესტოდ დაამონტაჟოს ავტოსავარძელი.
ზომები
წონა: 10 კგ
სიმაღლე: 60-83 სმ
სიგანე: 44 სმ
სიღრმე: 48 სმ
ზომები (სიმაღლე x სიგანე x სიღრმე): 60-83 x 44 x 48 სმ
ვარიაციები
მიმოხილვები
მიმოხილვები ვერ მოიძებნა