შეარჩიეთ მანქანის სავარძელი ბავშვისთვის სახლიდან გაუსვლელად

საგზაო მოძრაობის წესების სამყაროში მანქანის საბავშვო სავარძლის არჩევა მშობლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ქარსითი ყოველ მოგზაურობაში პატარების უსაფრთხოებას და კომფორტს უზრუნველყოფს. ბავშვის დაბადებისთანავე ამ დამხმარე და საჭირო პროდუქტის ქონა ყველა მშობელს უმსუბუქებს საქმეს და ნერვიულობის დონეც იწევა, რადგან პატარა დაცულად მგზავრობს – ეს კი ყველაზე მთავარია.

ზაფხული ხშირი გადაადგილების და მოგზაურობის აქტიური სეზონია, რა დროსაც ოჯახები აგარაკზე, სოფელსა თუ ზღვაზე მიდიან დასასვენებლად დამღლელი სამუშაო წლის მერე. ერთი პუნქტიდან მეორეში გამგზავრება ბავშვისთვის რომ კომფორტული იყოს, აუცილებლად დაგჭირდებათ ხარისხიანი სავარძელი.

სწორად შერჩეულ მანქანის სავარძლის შეძენამდე გარკვეული ფაქტორები და რჩევები უნდა გაითვალისწინოთ, რომლებსაც ამ ბლოგში აღმოაჩენთ.


რა ზომის სავარძელი გჭირდებათ?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, შეიძინოთ ის საბავშვო სავარძელი, რომელიც მოერგება თქვენს მანქანას და შესაფერისია ბავშვის საჭიროებებს. Labebe-ში ქარსითის 3 ძირითად ტიპს ნახავთ. თითოეული მათგანი განკუთვნილია შესაბამისი წონისა და ასაკობრივი ჯგუფებისთვის.

მაგალითად, თუ ახალშობილი გყავთ ან პატარა სულაც რამდენიმე თვისაა, გჭირდებათ 0 ჯგუფის ბავშვის სავარძელი, რომელიც გამოიყენება მოძრაობის საპირისპიროდ და განკუთვნილია 0-იდან 13 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის. თუ პროდუქტის ხშირი გამოცვლა არ გიქმნით დისკომფორტს ან, უბრალოდ, გსურთ, რომ გამოცადოთ ქარსითი პრაქტიკაში, ამ ტიპის სავარძელი იდეალური იქნება. 

1-ელი ჯგუფის საბავშვო სავარძლები უნივერსალური კატეგორიის კლასია, რომელიც მონტაჟდება Isofix-ისა და Top Tether-ის სამაგრებით. ამ ტიპის ქარსითი გამოიყენება სკამზე ინტეგრირებული ხუთწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედებით. მოძრაობის მიმართულებით ან მის საპირისპიროდ დამონტაჟებული სავარძელი განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომელთა წონა 9-18 კილოგრამია (1-იდან 4 წლამდე).

თუ არც ისე პატარა ბავშვი გყავთ და პირველად აპირებთ ქარსითის ყიდვას, სჯობს ყურადღება მიაქციოთ 2-3 ჯგუფის სიმაღლეში რეგულირებად სავარძლებს, რომლებიც განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომელთა წონა 15-იდან 36 კილოგრამამდე მერყეობს, ანუ დაახლოებით 3-იდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა.


ფაქტორები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ

მანქანისა და ბავშვის სავარძლის თავსებადობა

მანამ, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტთ, რომელი სავარძელი შეიძინოთ, უნდა გაარკვიოთ, რამდენად ერგება თქვენი მანქანა კონკრეტულ ქარსითის. თუკი თქვენს ავტომობილს არ აქვს Isofix, მაშინ დაგჭირდებათ სპეციალური ბაზა – i-Size, რომელიც იდეალურად დაამაგრებს მანქანის ბავშვის სავარძელს და დისკომფორტს მთლიანად აღმოფხვრის.

მონტაჟი

თუკი ვსაუბრობთ მანქანისა და სავარძლის თავსებადობაზე, არ უნდა გამოგვრჩეს მონტაჟის საკითხიც, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია, როცა მშობელი ქარსითის ყოველდღიურობაში აქტიურად იყენებს.

სწორად დამონტაჟებული სავარძელი უსაფრთხო მგზავრობას ნიშნავს. ბავშვის ქარსითის გამოყენებისას აუცილებელია, რომ მშობელმა ყურადღება არ მოადუნოს და წესისამებრ ერთმანეთთან შეაერთოს ნაწილები. ერთი დეტალის გამორჩენამაც კი შესაძლოა არც თუ ისეთი კარგი შედეგი გამოიღოს.

ასე რომ, მანქანის სავარძლის შეძენისას, ინსტრუქციის წაკითხვა სავალდებულოა, რადგან სხვადასხვა ბრენდის მოდელებს განსხვავებული დამონტაჟების წესები აქვს.

უსაფრთხოება

მანქანის ბავშვის სავარძლის უმთავრესი დანიშნულება ბავშვის დაცვაა ნებისმიერი შემთხვევითი შეჯახებისგან. სწორედ ამიტომ გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, გავლილი აქვს თუ არა ქრაშ (უსაფრთხოების) ტესტები. ამ ტესტების წარმატებით გავლისა და მინიჭებული სერტიფიკატების წყალობით, მშობლებისთვის შერჩევის პროცესი გამარტივებულია.

ლაბებეში წარმოდგენილ საბავშვო ავტოსავარძლებს მინიჭებული აქვთ ევროპული სერტიფიკატი, როგორიცაა  ECE R129/03. მაგალითად, Peg Perego Primo Viaggio Lounge-მა ჯილდო მოიპოვა „საუკეთესო მანქანის სავარძელი ახალშობილებისთვის“ კატეგორიაში.

როგორ ავარჩიოთ საბავშვო ბრენდი?

ორი აზრი არ არსებობს, რომ სასურველი პროდუქტის შეძენამდე არა მხოლოდ მის მახასიათებლებს ვეცნობით, არამედ ბრენდის რეპუტაციასაც. და ამის შემდეგ, გადაწყვეტილების მიღება იოლიც ხდება, რადგან ხელთ ყველა საჭირო ინფორმაცია გვაქვს.

ლაბებეს ვებგვერდზე მანქანის სავარძლების კატეგორიაში 4 საბავშვო ბრენდს აღმოაჩენთ. თითოეული მწარმოებელი ფოკუსირებულია პრემიუმ ხარისხის პროდუქციის წარმოებაზე და მათთვის პრიორიტეტი ბავშვის ჯანსაღი განვითარება, უსაფრთხოება და კეთილდღეობაა.

ბრენდის რეპუტაცია მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რომელიც უთუოდ გასათვალისწინებელია, როცა ბავშვისთვის მანქანის სავარძელს არჩევთ. ქარსითი საკმაოდ თავისებური, სპეციფიკური პროდუქტია, რომელსაც დიდი რუდუნებით არჩევა სჭირდება, რადგან მას ვაკისრებთ უსაფრთხო გადაადგილებას და, შესაბამისად, პატარას ჯანმრთელობას.

საბოლოო ნაბიჯის გადადგმამდე, უნდა გაეცნოთ ბრენდს და მის პროდუქტს, რომელსაც ყიდულობთ – არის თუ არა იგი საფუძვლიანად დატესტილი და აკმაყოფილებს თუ არა უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტებს.


ყველა ზემო ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებით მარტივად სახლიდან გაუსვლელად და თქვენთვის მოხერხებულად შეძლებთ აირჩიოთ საუკეთესო მანქანის საბავშვო სავარძელი, რომელიც წლების განმავლობაში შეუცვლელი დამხმარე იქნება და სიმშვიდის განცდას გაჩუქებთ.

თქვენი შვილისთვის ავტოსავარძლის და სხვა აქსესუარების შეძენას Labebe Boutique-ზე შეძლებთ, სადაც ყველა ინფორმაცია დეტალურადაა აღწერილი, ხოლო ვებგვერდი მორგებულია მომხმარებლის ინტერესებზე – წამებში შეგიძლიათ იპოვოთ ექსკლუზიური საბავშვო პროდუქცია, რომელსაც ეძებთ.

დაკავშირებული პროდუქტები

მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,650 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,650 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,850 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,650 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
885 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
885 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,299 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,034 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,150 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,129 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
509 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
804 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
776 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,650 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,650 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,850 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,650 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
885 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
885 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,299 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,034 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,150 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,129 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
509 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
804 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
776 

მეტი სასარგებლო სტატიები

Labebe Boutique-ის ვებგვერდზე შვილთან ერთად აღმოაჩინეთ მისთვის განმავითარებელი სათამაშოები, რომლებიც სწავლას დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს
ბავშვის დაბადებას თავისი სირთულეებიც ახლავს, რომელთა შორისაც უფროსი შვილის სათანადოდ მომზადებაა.
სანამ ცხელი დღეებია, გაეცანით ბლოგს და სახლიდან გაუსვლელად ბაღისთვის შეარჩიეთ იდეალური ჩანთის მოდელი