საბავშვო საკვები სკამის ყიდვის გზამკვლევი – რჩევები მშობლებს

ბავშვობის სიფერადე რომ არ ილევა, ყველასთვის ცნობილია. სანამ ბავშვი ჩანგლის და კოვზის ოსტატურად დაჭერას ისწავლის, მანამდე სახლის კუთხეები შეიძლება ნაირნაირად მოთხუპნილიც იყოს. ამ მხრივ სრული კომფორტის ქონაზე თუ ერთხელ მაინც გიფიქრიათ, მაშინ, სწორ ბლოგს კითხულობთ.

საბავშვო საკვები სკამი ზუსტად ამ მიზნისთვის შეიქმნა მშობლებისთვის და პატარებისთვის. დღეს უკვე ადაპტირებული, დახვეწილი დიზაინისა და ფუნქციური სკამ-მაგიდები არსებობს, რომლებიც მშობლისა და შვილის ყველა მოთხოვნას წამში პასუხობს.

თუ აქამდე ხშირად იღლებოდით ჭამის პროცესთან დაკავშირებული სირთულეებით, გარდა მრავალფეროვანი არჩევანისა, Labebe Boutique გამოსადეგ და საჭირო რჩევებსაც გიზიარებთ, რომლებიც პროდუქტის შეძენამდე უნდა გაითვალისწინოთ.

საკვები სკამების დანიშნულება

ბავშვის საკვები სკამები სპეციალურად შექმნილი სავარძლებია, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ ადგილს პატარების კვებისათვის და არა მხოლოდ; როცა თქვენ სამზარეულოში ფუსფუსებთ და გინდათ, რომ ბავშვიც თქვენთან ახლოს იყოს, სკამ-მაგიდა იდეალური ვარიანტია, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ.

მაღალი ხარისხის საკვები სკამები ერგონომიული დიზაინისაა. ეს კი ნიშნავს, რომ ოპტიმალური კომფორტი ექნება ბავშვს, სანამ გემრიელად ილუკმება. მთელი დროის განმავლობაში მისი ზურგი და ხელ-ფეხი ყოველგვარი დაძაბულობის მდგომარეობაში იქნება.

ზუსტად ვიცით, როგორი ამაღელვებელი გრძნობაა, როცა ბავშვი თავის სულ პირველ მარცვლებს და სიტყვებს ბუტბუტებს. და თუ ახლა ოჯახში კიდევ ერთ ახალ წევრს ელოდებით, საბავშვო საკვები სკამი ამ მომენტების დაჭერაშიც მოგეხმარებათ. სიმაღლიდან გამომდინარე, შვილთან კომუნიკაცია გამარტივებულია.

მანამ, სანამ სამზარეულოში გემრიელობას მოუმზადებთ შვილს, ღელვა არაფერზე მოგიწევთ, რადგან მაღალი სკამის უსაფრთხოების 5 წერტილოვანი ღვედი შემთხვევით დაზიანებას გამორიცხავს.


ბავშვის სკამ-მაგიდის ტიპები Labebe-ში

სტანდატული საკვები სკამი ოჯახის ყველა ბაზისური სურვილის შემსრულებელია. მარტივი, სადა და რამდენიმე დონიანი სკამი 6 თვიდან და ზევით ბავშვებს საუკეთესო მეგობრობას გაუწევს და კიჭების ამოსვლასაც შეუმსუბუქებს.

პატარების საჭიროებები უსაზღვროა და საბავშვო პროდუქციის მწარმოებლებიც მუდმივად ორიენტირებულნი არიან მშობლებს შესთავაზონ პროდუქტი – ორი ერთში. საკვები სკამი, როგორც შეზლონგი მოსახერხებელია და მეტადაც დაზოგავს თქვენს ფინანსებს. მისი გამოყენება ყველაზე ხალხმრავალ წვეულებაზეც და პატარა სამზარეულოშიც შეგიძლიათ. ჭამის შემდეგ მოთენთილობა ჩვეული რამეა უფროსებისთვის, პაწაწინებს კი ძილი ერევათ. ასეთ დროს სკამ-მაგიდის შეზლონგად გადაქცევა ყველაზე კარგი გამოსავალია – არც ბავშვი შეფხიზლდება და თქვენც დროს გამონახავთ დასვენებისთვის.

როცა საკვები სკამი ფუნქციურად მდიდარია, ყველა მშობელი მოგებული რჩება. მულტიფუნქციური საკვები სკამ-საქანელა თქვენს შვილს სხვადასხვა მელოდიის ფონზე დაარწევს და ძილიც თავისთავად მოერევა. ამ ტიპის სკამ-მაგიდა 3 პროდუქტს აერთიანებს – საწოლს, საქანელასა და სკამს, რაშიც ინვესტიციის ჩადება ნამდვილად გონივრული იქნება.

თუ ეძებთ მაქსიმალურად ფუნქციურ პროდუქტს, შეგიძლიათ, გადახედოთ იტალიური ბრენდის Peg Perego-ის კოლექციებს. ლიდერი კომპანიის რომელიმე მოდელზე არჩევანის შეჩერება იმ მხრივაა უკონკურენტო, რომ თქვენ ხელთ არსებული ერთი ნივთი ყოველ სიტუაციას მოერგება და საქმეს შეგიმსუბუქებთ.


რჩევები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ შეძენამდე

უსაფრთხოების ღვედი

ბავშვის სკამ-მაგიდის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი უსაფრთხოების ღვედია, ანუ იგივე შესაკრავი თასმები. მათი დახმარებით მარტივად შეძლებთ დაარეგულიროთ სიმჭიდროვე, ისე, რომ ბავშვმა ზედმეტი დისკომფორტი არ იგრძნოს.

მარტივად გასაწმენდი ზედაპირი და მოხსნადი დაფა

არ დაგვავიწყდეს, რომ საკვები სკამის მთავარი ამოცანა კვების უზრუნველყოფაა. ჭამის დრო წვეთებისა და ნამცეცების გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ ნივთის ზედაპირი ან დაფა მარტივად გასაწმენდი ან მოხსნადი უნდა იყოს – არ საჭიროებდეს ძალისხმევას და მხოლოდ ტილოს ერთი გადასმით კრიალდებოდეს.

რეგულირებადი სიმაღლე

საბავშვო სკამ-მაგიდას რეგულირებადი დონეები აქვს: მაგიდის, სკამის, საზურგისა და ფეხის სადგამის. ასეთი რეგულირებადი სიმაღლის წყალობით, საკვების სკამის გამოყენება 6 თვიდან 3 წლამდე შეიძლება.

მარტივი გადაადგილება

საკვები სკამების ნაწილი ფიქსირებად გორგოლაჭებზეა და იკეცება, რაც მის გადაადგილებას შეგიმსუბუქებთ. თუ დასასვენებლად წასვლას აპირებთ ამ ზაფხულს, განტვირთვის დღეებს ზედმეტი ფიქრის გარეშე გაატარებთ და მხიარულადაც იქნებით.

Labebe-ში არაერთი პრემიუმ საბავშვო ბრენდის საკვებ სკამს აღმოაჩენთ, რომლითაც ახალ თავგადასავალს აჩუქებთ თქვენს შვილს, რადგან სკამ-მაგიდა ბავშვის განუყოფელი მეგობარია.

იქამდე, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტთ, რეკომენდებულია, რომ პროდუქტი წინასწარ შემოწმდეს – ამით საბოლოო არჩევანიც იოლად წყდება და ნაკლები დროის რესურსიც იხარჯება. ლაბებე ბუტიკში სტუმრობისას სკამ-მაგიდების მრავალფეროვნებასთან ერთად დამატებით ხარისხიან და ფერად აქსესუარებსაც აღმოაჩენთ.

მიუხედავად იმისა, თუ რომელი ტიპის საკვებ სკამს აირჩევთ, გახსოვდეთ, რომ უპირატესობა უნდა მიანიჭოთ კომფორტს და უსაფრთხოებას. სწორად შერჩეული სკამ-მაგიდით თქვენი შვილის ყოველდღიურობას გახდით მეტად ჯანსაღს, ხარისხიანსა და ნაყოფიერს.

დაკავშირებული პროდუქტები

საკვები სკამები
გაყიდვაშია
922 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
922 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
715 
საკვები აქსესუარები
გაყიდვაშია
43 
საკვები აქსესუარები
გაყიდვაშია
25 
საკვები აქსესუარები
გაყიდვაშია
19 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
150 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
1,180 
დანაზოგი 26%
საკვები სკამები
გაყიდვაშია
781  581 
Peg Perego Prima Pappa Follow Me Fox & Friends - საბავშვო საკვები სკამი - image 1 | Labebe
საკვები სკამები
გაყიდვაშია
625 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
735 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
935 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
935 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
1,325 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
1,325 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
1,325 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
922 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
922 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
715 
საკვები აქსესუარები
გაყიდვაშია
43 
საკვები აქსესუარები
გაყიდვაშია
25 
საკვები აქსესუარები
გაყიდვაშია
19 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
150 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
1,180 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
581 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
625 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
735 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
935 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
935 

მეტი სასარგებლო სტატიები

Labebe Boutique-ის ვებგვერდზე შვილთან ერთად აღმოაჩინეთ მისთვის განმავითარებელი სათამაშოები, რომლებიც სწავლას დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს
ბავშვის დაბადებას თავისი სირთულეებიც ახლავს, რომელთა შორისაც უფროსი შვილის სათანადოდ მომზადებაა.
სანამ ცხელი დღეებია, გაეცანით ბლოგს და სახლიდან გაუსვლელად ბაღისთვის შეარჩიეთ იდეალური ჩანთის მოდელი