რა უნდა გაითვალისწინოთ მანქანის სავარძლის შეძენამდე?

ბავშვის დაბადებას უამრავი საზრუნავი მოაქვს მშობლებისთვის – იწყება მუდმივი ფიქრი იმაზე, რომ პატარას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჯანსაღი გარემო. იმისათვის, რომ ყოველთვის მშვიდად იყოთ, ხოლო ბავშვი უსაფრთხოდ, მანქანის სავარძელი უნდა განიხილოთ, რომელიც თქვენი ოჯახის ერთგული მეგობარი გახდება.

არსებული ქარსითის გამოცვლა გსურთ თუ პირველად აპირებთ შეძენას – Labebe-ში იპოვით ამერიკულ და ევროპულ ბრენდებს, რომლებიც გთავაზობთ პრემიუმ კლასის პროდუქტს ბავშვის კომფორტისთვის.

ზაფხულის სიცხეში შოპინგზე გასვლა, რიგები და საცობები თავიდან რომ აიცილოთ, ლაბებე გთავაზობთ ერთ სივრცეში თავმოყრილ საბავშვო პროდუქციას, ადგილზე მიწოდებისა და, ავეჯის შეძენის შემთხვევაში, აწყობის სერვისებს. ასე რომ, თქვენზე მორგებული შოპინგის გამოცდილების შექმნის დროა.

ყველაფერი რომ მშობლების სურვილებზე, ინტერესებსა და ბავშვის საჭიროებებზეა დამოკიდებული, სავსებით ნათელია ყველასთვის. თუმცა, როცა საქმე ისეთი მნიშვნელობის პროდუქტს ეხება, როგორიცაა მანქანის ბავშვის სავარძელი, აუცილებელია, გაითვალისწინოთ რჩევები.

ავტომანქანის სავარძელი თქვენს ყოველდღიურობას უნდა ამარტივებდეს, ბავშვს უქმნიდეს სრულ კომფორტს და მგზავრობას ხდიდეს ზღაპრულს. ამიტომ საუკეთესო ქარსითის ძებნის პროცესს სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოთ.

მანამ, სანამ შეიძენთ, უნდა განიხილოთ გარკვეული ფაქტორები და მახასიათებლები, რომელთა გარკვევის შემდეგ უკეთესად განსაზღვრავთ, რომელია ის მოდელი, რომელიც უშუალოდ თქვენ გჭირდებათ.

მანქანის სავარძელი ბავშვისთვის სპეციალურად შექმნილი სავარძელია, რომელიც მაგრდება ავტომანქანის უკანა სავარძელზე და უზრუნველყოფს უსაფრთხო და მშვიდ მგზავრობას მოკლე თუ შორ მანძილებზე.

3 ძირითადი ფაქტორი, რის მიხედვითაც უნდა შეარჩიოთ მანქანის სავარძელი

ქრაშ (უსაფრთხოების) ტესტი: ბავშვის სავარძლის კონცეფცია მთლიანადაა აგებული როგორც ბავშვის, ისე მშობლის უსაფრთხოებაზე. ამიტომ, ბუნებრივია, ქარსითის გავლილი უნდა ჰქონდეს ქრაშ ტესტირებები, რომლებშიც მიღებული შეფასება დამაკმაყოფილებელი იქნება.

როცა ასეთი ტიპის ტესტი გავლილი აქვს პროდუქტს, მისდამი უფრო მეტი ინტერესი და სანდოობა ჩნდება. მაგალითად, Peg Perego Primo Viaggio Lounge ის კოლექციაა, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვნებით, უმაღლესი ხარისხითა და, რა თქმა უნდა, თავისი სავიზიტო ბარათით – ქრაშ ტესტირებების წარმატებულად გავლით.

Primo Viaggio Lounge-მა Base i-Size-ით მოიპოვა ჯილდო „საუკეთესო დასაწოლი საბავშვო სავარძელი“ 2021 წლის StiftungWarentest, ADAC, ÖAMTC და TCS ქრაშ ტესტებში შესანიშნავი შეფასებით და საბოლოო ქულით 1.7.


სავარძლის მარტივი დამაგრება მანქანაში: თუ პირველად აპირებთ სავარძლის ყიდვას და ათასი კითხვა გაქვთ, პირველ რიგში, უნდა განვიხილოთ, როგორ მაგრდება სავარძელი მანქანაში? ეს ამოცანა უნდა იყოს მარტივად შესასრულებელი და არ მოითხოვდეს მშობლისგან დიდ ძალისხმევას.

ბავშვის თანამედროვე სავარძელი მაგრდება ორნაირად: სპეციალური ბაზის დახმარებით, რომელიც ცალკე უნდა შეიძინოთ და რომელზეც მაგრდება სავარძელი; უშუალოდ ავტომანქანის უსაფრთხოების ღვედით.

სავარძლების გარკვეულ ნაწილს სჭირდება i-Size Base, რომელიც ჯერ უნდა დაამაგროთ თქვენი მანქანის უკანა სავარძელს, ხოლო შემდგომ მასზე დააყენოთ ბავშვის ქარსითი.

სამოგზაურო სისტემა: როცა ერთი პროდუქტი რამდენიმე საქმის კეთების შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, უპირატესი და კონკურენტული ხდება. თუ ეძებთ ავტოსავარძელს, რომელიც უზრუნველყოფს მანქანით მგზავრობას და, ამასთანავე, ფეხით სეირნობას, წამყვანი იტალიური ბრენდის, Peg Perego-ის ქარსითი აუცილებლად მოგეწონებათ.

ავტომატური ინსტალაციის დახმარებით სავარძელი მარტივად მაგრდება ბრენდის წარმოებული საბავშვო ეტლების შასიზე, რაც უფრო მეტად აფართოებს მის შესაძლებლობებს და ოჯახს ანიჭებს მეტ სიამოვნებას.

დამატებითი ფუნქციები

გარდა ძირითადი ნიუანსებისა, Labebe Boutique-ში აღმოაჩენთ ისეთ საბავშვო სავარძლებსაც, რომლებსაც დამატებითი ფუნქციები აქვს, რაც რუტინას ბევრად ამარტივებს და აფერადებს.

Foppa Pedretti-ის სავარძლები მბრუნავი სისტემისაა, რაც გულისხმობს, რომ მისი მოტრიალება წამებში შეგიძლიათ. მაგალითად, მანქანის ფანჯრისკენ, რომ პატარა ჩამავალი ხედებით დატკბეს, თუ მგზავრობით მოიწყინა.

ყველაფერი სიმარტივეში იმალება, ამიტომ Doona-ის ქარსითების დათვალიერებისას აღმოაჩენთ, როგორი უნიკალური პროდუქტია – ხელის ერთი მარტივი მოძრაობით სავარძელი ბავშვის ეტლად გადაიქცევა.

შესაბამისად, იმის თქმაც შეგვიძლია, რომ როცა ირჩევთ ამერიკული ბრენდის ავტოსავარძელს, ეს გონივრული ინვესტიციაა, რადგან იძენთ ორ პროდუქტს ერთში (2-in-1).

საბავშვო სავარძელი ბავშვის დაბადებიდანვე საჭირო ნივთია, რომელიც თქვენს დამხმარედ და პატარას მცველად იქცევა პირველივე წამებიდან, როცა სამშობიაროდან გამოხვალთ. ქარსითის გამოყენება ბავშვის მოზრდილობამდე, დაახლოებით 12 წლამდე შეგიძლიათ.

სახლიდან გაუსვლელად შეარჩიეთ მსოფლიო დონის ბრენდების მანქანის ბავშვის სავარძელი და მიიღეთ ულიმიტო გარანტია, რომელსაც ლაბებე ბუტიკი გთავაზობთ.

დაკავშირებული პროდუქტები

მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,650 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,650 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,850 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,650 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
885 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,299 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,034 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
755 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,129 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,056 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
509 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
804 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
776 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,650 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,650 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,850 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,650 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
885 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,299 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,034 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
755 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,129 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,056 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
509 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
804 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
776 

მეტი სასარგებლო სტატიები

Labebe Boutique-ის ვებგვერდზე შვილთან ერთად აღმოაჩინეთ მისთვის განმავითარებელი სათამაშოები, რომლებიც სწავლას დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს
ბავშვის დაბადებას თავისი სირთულეებიც ახლავს, რომელთა შორისაც უფროსი შვილის სათანადოდ მომზადებაა.
სანამ ცხელი დღეებია, გაეცანით ბლოგს და სახლიდან გაუსვლელად ბაღისთვის შეარჩიეთ იდეალური ჩანთის მოდელი