Peg Perego Veloce 500 - საბავშვო მოდულური სისტემის ეტლი

8005475417577
კითხვები
8005475417577
3,395 
წინასწარ შეკვეთით

ლეგენდარული FIAT -ის ბრენდირებული კოლექცია, რომელიც ეფუძნება სტილისა და მდგრადობის კომბინაციას. დამზადებულია SEAQUAL® YARN სპეციალური ქსოვილისგან

მახასიათებლები

ბრენდი:
Peg Perego
კოლექცია:
Veloce
მასალა:
  • ალუმინის ჩარჩო
  • ეკო ტყავი
  • უმაღლესი ხარისხის ტექსტილი
  • არ შეიცავს BPA
მახასიათებლები:
  • ბორბლების დიამეტრი: 18 cm - 25 cm
  • დაკეცილი ზომა: 51 W x 78,5 H x 42 D (Veloce)
  • ზომა: 44 W x 63 H x 84 D (Culla Grande)
  • ზომა: 51 W x 107 H x 96,5 D (Veloce)
  • წონა: 10.7 kg (Veloce)
  • წონა: 5.3 kg (Culla Grande)
ტიპი:
ეტლი-ტრანსფორმერი 2 x 1
ფერი:
500
ქვეყანა:
იტალია
ასაკი:
0 +

აღწერა


მოცეკვავე ვარსკვლავივით! როკი, დანსი თუ ჯაზი? მშობლების ცხოვრება ხომ ცეკვას ჰგავს.

Veloce Lounge Modular იტალიაში დამზადებული საბავშვო სამეული ეტლია, რომელიც მოძრაობს თქვენი ცხოვრების რითმთან ერთად, როგორც ცეკვისას, მოხერხებული და სწრაფი მოძრაობებით.

მსუბუქი და უპრეცედენტო სავალი მახასიათებლებით. სიგანე 51 სმ მარტივად აბარებს ლიფტში მოთავსების გამოცდას. ულტრა კომპაქტური დასაკეცი სისტემა. ფართო და კომფორტული აკვანი. i-Size სტანდარტის მანქანის სავარძელი ახალშობილებისთვის Primo Viaggio Lounge შექმნილია კომფორტისა და მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის მანქანით მოგზაურობისას.

კოლექცია 500

ლეგენდარული FIAT 500 -ის ბრენდირებული კოლექცია, რომელიც ეფუძნება სტილისა და მდგრადობის კომბინაციას. დამზადებულია SEAQUAL® YARN სპეციალური ქსოვილისგან, რომელიც შედგება უმაღლესი ხარისხის პოლიესტერის ძაფებისგან და იწარმოება ოკეანის პლასტიკის ნარჩენების გადამუშავების შედეგად. ბრინჯაოს მეტალიკ ეფექტის მქონე ბაზა ეტლს ულტრა თანამედროვე იერსახეს სძენს.

Veloce and Culla Grande

ახალშობილისთვის კარგი დასვენება აუცილებელია მისი ჯანმრთელობისთვის. Culla Grande ტრანსფორმერი ეტლის აკვანი თან მიყვება ბავშვის ზრდას და უზრუნველყოფს საკმარის ადგილს მისი საჭიროებებისთვის. კომფორტული ორთოპედიული ლეიბი უზრუნველყოფს დამატებით ზრუნვას! დამტკიცებულია მანქანაში გამოსაყენებლად მანქანის ფიქსატორების მეშვეობით (დამატებითი აქსესუარი).

კაპიშონი პანორამული ხედვით

კომფორტული გასეირნება წელიწადის ნებისმიერ დროს UPF 50+ ქსოვილისგან დამზადებული კაპიშონის წყალობით, რომელიც დაიცავს თქვენს პატარას მზის სხივებისგან. ძალიან ცხელა? შეგიძლიათ აწიოთ კაპიშონის ცალი მხარე და გახსნათ სავენტილაციო ბადე.

სპეციალური ფეხების დამათბუნებელი

პრაქტიკული შალითა, ელეგანტურად შერჩეული დეტალებით, დაიცავს თქვენს პატარას ყველაზე ცივ დღეებშიც კი.

ბევრი სივრცე და კომფორტი

ჩშშშ, ჩვენ გვძინავს! თქვენი პატარა იმსახურებს საუკეთესო დასვენებას. Culla Grande ეტლის აკვანის დიდი ზომა იდეალურია ამისთვის. დამოუკიდებლად რეგულირებადი საზურგე და ფეხის საყრდენი უზრუნველყოფს ბავშვის ოპტიმალურ ერგონომიულ მდგომარეობაში ყოფნას ძილის დროს და მაშინაც, როდესაც მას ღვიძავს.

ჩაშენებული სახელური მარტივი გადაადგილებისთვის

ელეგანტური და პრაქტიკული ჩაშენებული სახელური ეკო ტყავისგან. თქვენ შეგიძლიათ მარტივად ჩამოწიოთ ეტლის კაპიშონი ერთი ხელის მოძრაობით მაშინაც კი, როცა ბავშვი ხელში გიჭირავთ.

ეტლის აკვანი Culla Grande შესანიშნავია ასევე სახლში გამოყენებისთვის!

Home Stand შესანიშნავი გადაწყვეტილებაა შინ ტკბილი ძილის გასაგრძელებლად (დამატებითი აქსესუარი).

სასეირნო ეტლი

მოძრავი. სწრაფი და მჩატე. ულტრა კომპაქტური დასაკეცი სისტემა. დამტკიცებულია დაბადებიდან გამოსაყენებლად, რევერსული სავარძლით და მხოლოდ 10.7 კგ წონით. ეტლის სიგანე 51 სმ. მარტივად აბარებს ნებისმიერ ლიფტში მოთავსების გამოცდას. მაღალი ხარისხის ბორბლები ინარჩუნებენ მანევრირებას ნებისმიერ საფარზე.

მეტი კომფორტი დაბადებიდან

ეტლის სავარძლის დრეკადი და რბილი მასალა უზრუნველყოფს დამატებით კომფორტს გასეირნების დროს, დაბადებიდან 22 კგ წონამდე. საზურგე რეგულირდება სხვადასხვა პოზიციებში.

მაღალხარისხიანი ბორბლები შუქამრეკლებით

მაღალხარისხიანი რელიეფური ბორბლები, ღია ზამბარები და ბურთულიანი საკისრები ნებისმიერ გზაზე მანევრირებისთვის. თქვენ შეგიძლიათ დაარეგულიროთ წინა ბორბლები ფიქსირებულ ან მბრუნავ მდგომარეობაში. ამრეკლავი ბორბლები უზრუნველყოფს უკეთეს ხილვადობას საღამოსაც კი. მოსახერხებელი ცენტრალიზებული სამუხრუჭე სისტემა.

რეგულირებადი სახელური

მანევრირება ერთი ხელითაც მარტივია, მაღალხარისხიანი ეკო ტყავის სახელური დამატებით კომფორტს უზრუნველყოფს. სახელურის რეგულირება სხვა და სხვა სიმაღლეზეა შესაძლებელი და იდეალურია ნებისმიერი სიმაღლის მშობლებისთვის. აწეული პოზიცია ძალიან სასარგებლოა ვიწრო ადგილებში სივრცის დაზოგვისთვის, მაგალითად ლიფტში.

ცენტრალიზებული დაკეცვის სისტემა: რა საჭიროა დახრა?

სასეირნო ეტლი Veloce იხსნება და იკეცება ერთი ხელის მოძრაობით სახელურზე არსებული ცენტრალიზებული დასაკეცი მექანიზმის წყალობით ისე, რომ არასოდეს მოგიწევთ დახრა.

დაკეცვისას გაგაოცებთ

მინიმალური ზომები დაკეცილ მდგომარეობაში. დაკეცვისას ეტლი ვერტიკალურად დგას და ორივე მხრიდან დაკეცილი სავარძელი მუდამ ინარჩუნებს ოპტიმალურ სისუფთავეს.

დიდი გასაშლელი კაპიშონი UPF 50+

ძალიან კომფორტული და დიდი კაპიშონი იცავს თქვენი ბავშვის ძილს მზისა და ქარისგან.

დიდი გაძლიერებული კალათა

დიდ, ადვილად მისადგომ კალათას გააჩნია ხისტი ელემენტებით გამაგრებული ქვედა მხარე, მძიმე ნივთებისთვის. კალათზე დატანილი შუქამრეკლები უზრუნველყოფს უკეთეს ხილვადობას და საღამოს სეირნობას უფრო უსაფრთხოს ხდის.

დიდი კომფორტული სავარძელი

კომფორტი და ფუნქციონალერობა გარანტირებულია ფართო სავარძლის წყალობით, ხუთწერტილოვანი ღვედებით და ეკო ტყავისგან დამზადებული ბამპერით, რომელიც მარტივად იხსნება და იკეტება.

ვარიაციები

  ფერი ხელმისაწვდომობა ფასი  
Peg Perego Veloce 500 - საბავშვო მოდულური სისტემის ეტლი - image 1 | Labebe 500
წინასწარ შეკვეთით
3,395 
Peg Perego Veloce City Grey - საბავშვო მოდულური სისტემის ეტლი - image 1 | Labebe City Grey
გაყიდვაშია
3,183 
Peg Perego Veloce Graphic Gold - საბავშვო მოდულური სისტემის ეტლი - image 1 | Labebe Graphic Gold
გაყიდვაშია
3,183 
Peg Perego Veloce Mon Amour - საბავშვო მოდულური სისტემის ეტლი - image 1 | Labebe Mon Amour
გაყიდვაშია
3,183 
Peg Perego Veloce Special Edition Blue Shine - საბავშვო მოდულური სისტემის ეტლი - image 1 | Labebe Blue Shine
წინასწარ შეკვეთით
3,361 
Peg Perego Veloce Special Edition Licorice - საბავშვო მოდულური სისტემის ეტლი - image 1 | Labebe Licorice
წინასწარ შეკვეთით
3,361 

მიმოხილვები

მიმოხილვები ვერ მოიძებნა

დანართი

აქ ჯერ არაფერია
ბუნებრივი მასალები
ულიმიტო გარანტია
ხარისხის სერთიფიკატები
მიწოდება ქვეყნის მასშტაბით

მსგავსი პროდუქტები

აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
370 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
179 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
286 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
273 
საბავშვო ეტლები 2 x 1
წინასწარ შეკვეთით
3,361 
საწოლის ფარდები
გაყიდვაშია
35 
საბავშვო კენგურუ
გაყიდვაშია
260 
აბაზანის პირსახოცები
გაყიდვაშია
85