SKV Company Giraffe White - საბავშვო საწოლი-ტრანსფორმერი

4680003275030
კითხვები
4680003275030
975 
გაყიდვაშია
SKV Company Giraffe - საბავშვო ტრანსფორმერი საწოლია, რომელიც პატარებს სიმყუდროვეს და სითბოს ჰგვრის. ბავშვის საწოლი გათვლილია დაბადებიდან 10-12 წლამდე და უკონკურენტოა ბიუჯეტურ მოდელებს შორის

მახასიათებლები

ბრენდი:
SKV Company
კოლექცია:
Giraffe
მასალა:
  • მასიური არყის ხე
  • ეკო-მეგობრული ლაქი და საღებავი წყლის ბაზაზე
  • საშუალო სიმკვრივის ფილა (MDF)
  • ლამინირებული ხის ფილა (LPB)
ფორმა:
მართკუთხედი
გაბარიტული ზომები:
174 X 68 X 115H
ფერი:
თეთრი
უჯრა:
სათავსო და ჩამონტაჟებული კომოდი
დამატებითი ფუნქციები:
  • რეგულირებადი / მოხსნადი მოაჯირი
  • მატრასის დონის სიმაღლეში რეგულირება
  • სილიკონის დამცავები მოაჯირეებზე
  • ტრანსფორმირდება მოზარდის საწოლად
  • მოხსნადი კომოდი
  • გამოსაცვლელი მაგიდა
  • მატრასის ზომა 120 X 60 (მატრასი იყიდება ცალკე)
ქვეყანა:
რუსეთი

აღწერა

SKV Company უკვე ორ ათეულ წელზე მეტია სპეციალიზებულია საბავშვო ავეჯის წარმოებაზე. ამ პერიოდის განმავლობაში ბრენდმა მრავალფეროვანი გამოცდილება დააგროვა, რამაც საშუალება მისცა აწარმოოს უსაფრთხო, მაღალი ხარისხისა და თანამედროვე საბავშვო ავეჯი. კომპანია მშობლებს სთავაზობს სერტიფიცირებულ პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასებში, ხოლო მისი ასორტიმენტი მუდმივად ახლდება და ფართოვდება.

უახლესი ტექნოლოგიების, დეტალებზე მუდმივი დაკვირვების, უმაღლესი ხარისხის და ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით იქმნება კლასიკური სტილის, ლამაზი, სადა და გამძლე საბავშვო პროდუქცია, რომელშიც შედის ბავშვის საწოლები და კომოდები.

SKV Company საბავშვო ავეჯის წარმოებისას ითვალისწინებს არა მხოლოდ ამ სფეროში დადგენილ ევროპულ სტანდარტებს, არამედ თანამედროვე საჭიროებებსაც, როგორებიცაა საცხოვრებელ სივრცეში მაქსიმალური ადაპტაცია, მშობლისა და ბავშვის კომფორტი. საბავშვო ბრენდი პროდუქციას საუკეთესო არყის ხისგან ამზადებს, რომელსაც ადგილობრივი მწარმოებლებისგან ირჩევს. ავეჯის შესაღებად ეკოლოგიური, წყლის ბაზაზე დამზადებული ლაქ-საღებავები გამოიყენება.

საბავშვო საწოლი ტრანსფორმერი მრავალფუნქციური მოდელია, რომელიც გათვლილია ბავშვის დაბადებიდან 10-12 წლამდე. ბავშვის საწოლი თავის თავში აერთიანებს კომოდს, 3 უჯრასა და გამოსაცვლელ მაგიდას. მისი რწევის მექანიზმი ჩამკეტებზეა, ხოლო მოაჯირეები სილიკონითაა დაცული.

ვარიაციები

  ფერი ხელმისაწვდომობა ფასი  
SKV Company Giraffe White - საბავშვო საწოლი-ტრანსფორმერი - image 1 | Labebe თეთრი
გაყიდვაშია
975 

მიმოხილვები

მიმოხილვები ვერ მოიძებნა

დანართი

აქ ჯერ არაფერია
ბუნებრივი მასალები
ულიმიტო გარანტია
ხარისხის სერთიფიკატები
მიწოდება ქვეყნის მასშტაბით

მსგავსი პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
495 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
275 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
95 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
115 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 
მუსლინის საფენები
გაყიდვაშია
45 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
42 
გამოსაცვლელი დაფები
გაყიდვაშია
155