Erbesi Lulu Bianco - საბავშვო საწოლი გორგოლაჭებით

8056515930259
კითხვები
8056515930259
1,935 
წინასწარ შეკვეთით
Erbesi Lulu - იტალიური საბავშვო საწოლი მყუდრო ადგილია ძილისთვის და დროის უმეტესი ნაწილის გასატარებლად 0 თვიდან 4-5 წლამდე. საწოლის ფასადზე დაბინავებული ზღაპრული პერსონაჟები ბავშვის ძილის დარაჯებად და საუკეთესო მეგობრებად იქცევიან

მახასიათებლები

ბრენდი:
Erbesi
კოლექცია:
Timidone
მასალა:
  • მასიური წიფლის ხე
  • ეკო-მეგობრული ლაქი და საღებავი წყლის ბაზაზე
  • მაღალი სიმკვრივის ფილა (HDF)
ფორმა:
მართკუთხედი
გაბარიტული ზომები:
132 X 72 X 103H
მატრასის ზომა:
125 X 65
ფერი:
თეთრი
უჯრა:
უჯრით
დამატებითი ფუნქციები:
  • რეგულირებადი / მოხსნადი მოაჯირი
  • მატრასის დონის სიმაღლეში რეგულირება
  • მატრასის ზომა 125 X 65 (მატრასი იყიდება ცალკე)
ქვეყანა:
იტალია

აღწერა

Erbesi - სახელი, რომელიც იტალიური საბავშვო ავეჯის სამყაროს განუყოფელი ნაწილია თავისი ექსკლუზიური, ზღაპრული და უსაფრთხო საბავშვო პროდუქციით. ხუთ ათწლეულზე მეტი ხნის წინ დაარსებული Erbesi -ს საბავშვო ავეჯი დომინირებს ევროპულ ბაზარზე და ყველაზე პატარა ადამიანების კომფორტისთვის თანამედროვე და კლასიკური ელემენტების შერწყმით, უნიკალურ ავეჯს ქმნის.

ბრენდი მთლიანად ორიენტირებულია საბავშვო საძინებლების აღჭურვაზე და ამ მიმართულებით აწარმოებს საწოლებს, კარადებს, კომოდებსა და თეთრეულს. ავეჯში ჩაქსოვილი სიყვარული და ბრენდის მუდმივი ერთგულება ბავშვებისა და მათი მშობლების მიმართ, ნებისმიერ სივრცესა და დროში ჯადოსნურობას ატრიალებს.

მაგრამ Erbesi -ს ღირებულებები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება - უსაფრთხოება კომპანიის საკვანძო სიტყვაა. თითოეული საბავშვო ავეჯი დამზადებულია ხარისხის უმაღლესი სტანდარტებისა და ევროკავშირის მიერ ამ სათუთ სფეროში დადგენილი უმკაცრესი რეგულაციების დაცვით.

საბავშვო ავეჯი, რომელიც ბავშვის სიცოცხლის პირველივე წამებში პატარების გვერდით ჩნდება, მზადდება ეკოლოგიურად სუფთა მასალებით. მასიური წიფლის ხისგან და უსაფრთხო, წყლის ბაზაზე დამზადებული საღებავით დაფარული ავეჯი შექმნილია მომრგვალებული კუთხეებით, რაც ბავშვის ფიზიკური დაზიანების რისკებს გამორიცხავს.

კლასიკური სტილის, მართკუთხედი ფორმის საბავშვო საწოლი, მატრასის და გვერდითა მოაჯირის რეგულირებადი დონეების წყალობით გათვლილია 0 თვიდან 4-5 წლამდე პატარებისთვის. მის გადაადგილებას წამები სჭირდება და გორგოლაჭებიც საიმედოდ ფიქსირდება. საწოლის უჯრაც მოძრავია - ნებისმიერ მხარეს შეგიძლიათ მისი დამაგრება.

ვარიაციები

აქ ჯერ არაფერია

მიმოხილვები

მიმოხილვები ვერ მოიძებნა

დანართი

აქ ჯერ არაფერია
ბუნებრივი მასალები
ულიმიტო გარანტია
ხარისხის სერთიფიკატები
მიწოდება ქვეყნის მასშტაბით

მსგავსი პროდუქტები

საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 
საბავშვო კარადები
გაყიდვაშია
2,290 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
545 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
370 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 
თეთრეულის კომპლექტები
გაყიდვაშია
475 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
955