SKV Company Giraffe Birch/White - ხის საბავშვო საწოლი ტრანსფორმერი
Please sign in so that we can notify you about a reply
მახასიათებლები
- მასიური არყის ხე
- ლაქი და საღებავი წყლის ბაზაზე
- საშუალო სიმკვრივის ფილა (MDF)
- ლამინირებული ხის ფილა (LPB)
- რეგულირებადი / მოხსნადი მოაჯირი
- მატრასის დონის სიმაღლეში რეგულირება
- სილიკონის დამცავები მოაჯირეებზე
- ტრანსფორმირდება მოზარდის საწოლად
- მოხსნადი კომოდი
- გამოსაცვლელი მაგიდა
- მატრასის ზომა 120 X 60 (მატრასი იყიდება ცალკე)
აღწერა
o კომოდის ემდეეფის ფასადი დაფარულია პვხ-თი (PVC), რომელზეც დატანილია ჟირაფის რელიეფური გამოსახულება.
o მასიური ხის საწოლი ჯანმრთელი და უსაფრთხო გარემო თქვენი პატარისათვის.
o საწოლის პრიალა ზედაპირები მაქსიმალურად გამორიცხავს ბავშვის კანის შემთხვევით დაზიანებას და დაფარულია წყალში ხსნად ბაზაზე დამზადებული, ბავშვისთვის უსაფრთხო ლაქით.
o საწოლის არც ერთ დეტალს არ აქვს ბასრი კუთხეები.
o საწოლი ტრანსფორმერი გამოგადგებათ პატარას დაბადებიდან მოზარდობის ასაკამდე.
o რწევის მექანიზმს აქვს ჩამკეტები. მექანიზმი აწყობილია ისე, რომ ბავშვის მოძრაობისას მსუბუქად ირწევა. რწევის ამპლიტუდა შეზღუდულია.
o გვერდითი მოაჯირის დონე რეგულირებადია და აქვს ფიქსაციის საიმედო მექანიზმი.
o მოაჯირის სრულიად მოხსნა შესაძლებელი არის.
o საწოლის მოაჯირები დაფარულია გამჭვირვალე არატოქსიური სილიკონით.
o საწოლის ძირს აქვს სიღრმის ორი დონე.
o თეთრეულის ტევადი უჯრა დამზადებულია ლამინირებული „დეესპე“-სგან.
o სამუჯრიანი კომოდი ნივთების შესანახად ძალიან კომფორტულია.
o ქვედა უჯრა მთლიანად გამოდის გარეთ, რაც აიოლებს ოთახის სველი წესით დალაგებას.
o კომოდის ზედაპირს აქვს სპეციალური ბარიერი ბავშვის უსაფრთხოებისთვის.
o კომოდის დამონტაჟება შეიძლება როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მხარეს.
o მატრასი არ მოჰყვება.
ბრენდი: Skv-company.
მწარმოებელი: რუსეთი.
მასალა: არყის ხე, MDF.
საწოლის შიდა ზომა: 120 x 60 სმ.
საწოლის ზომა: 182 x 108 x 68 სმ.
გამოსაცვლელი დაფის ზომა: 46 x 64 სმ
შეფუთვის ზომა (1) : 179 x 55 x 74 სმ.
შეფუთვის ზომა (2) : 122 x 125 x 71 სმ.
შეფუთვის წონა: 88 კგ.