SKV Company - საბავშვო საწოლი სარწევი მექანიზმით და უჯრით
Please sign in so that we can notify you about a reply
აღწერა
SKV კომპანია საწოლების წარმოებით დაკავებულია 1999 წლიდან. წლების გამნავლობაში კომპანიამ დააგროვა დიდი გამოცდილება, რაც აძლევთ საშუალებას აწარმოონ უსაფრთხო, საიმედო და ლამაზი ავეჯი.
საწოლების დასამზადებლად გამოყენებულია მხოლოდ არყის ხე. კომპანია ასევე იყენებს კრონოსპანის ფირმის LDSP-ს ფილებს. ავეჯის წინა მხარის დასამზადებლად კი ძირითად შემადგენელ ნაწილს შეადგენს MDF-ი, PVS-ის ზედაპირით.
ავეჯი შეღებილია უსაფრთხო, წყლის ბაზაზე დამზადებული საღებავით და ლაკით, რომელსაც აწარმოებს კომპანია Tikkurila, HesseLignal და Renner, მკაცრი მოთხოვნების დაცვით, რომელიც შეესაბამება ევროპის სტანდარტებს.
ყველა საწოლს აქვს მატრასის ორი დონე. ახალშობილებისთვის რეკომენდირებულია მატრასის ზედა დონის გამოყენება. როდესაც ბავშვი ისწავლის დაჯდომას, რეკომენდირებულია მატრასის დონის დაბლა დაწევა, მეტი უსაფრთხოებისთვის.
მატრასის დასადები ახდენს ჰაერის ცირკულირებას, რაც უზრუნველყოფს პატარას კომფორტულ ძილს.
წინა მოაჯირს აქვს დაბლა დაწევის ფუნქცია, რაც ამარტივებს ბავშვის საწოლში ჩაწვენას. საწოლებს აქვთ განსხვავებული მოაჯირის დაწევის მექანიზმი, რაც დამოკიდებულია საწოლის კონსტრუქციაზე.
საწოლი, რომლებსაც აქვს სათავსო არის ძალიან მოსახერხებელი, რადგან შესაძლებლობას აძლევს მშობელს საჭირო ნივთები ჰქონდეს ძალიან ახლოს, საწოლის დაბლა.
საწოლს აქვს სარწევი მექანიზმი. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი დაფიქსირება.
სილიკონის დამცავები იცავს არა მხოლოდ საწოლს, არამედ, რაც ყველაზე მთავარია, ბავშვის კბილებს.
მახასიათებლები
- მასიური არყის ხე
- ლაქი და საღებავი წყლის ბაზაზე
- საშუალო სიმკვრივის ფილა (MDF)
- რეგულირებადი / მოხსნადი მოაჯირი
- მატრასის დონის სიმაღლეში რეგულირება
- მატრასის ზომა 120 X 60 (მატრასი იყიდება ცალკე)
ვარიაციები
მიმოხილვები
მიმოხილვები ვერ მოიძებნა