ქარსითი ახალშობილისთვის – უსაფრთხო მგზავრობა სამშობიაროდანვე
ბავშვის პირველი მოგზაურობა ხშირად ემოციური და დაუვიწყარია, რომელიც იწყება სამშობიაროდან გამოსვლის დღიდანვე. ამ მცირე მანძილმა კი შეიძლება ყველაზე დიდი მნიშვნელობა შეიძინოს, რადგან სწორედ აქ იწყება პატარას უსაფრთხო გადაადგილების ისტორია, რომლის მთავარი ელემენტია – ქარსითი, ანუ ბავშვის სამგზავრო სავარძელი.
ყველაფერი იწყება ავტოსავარძლით
როგორც გაგუას კლინიკის პედიატრი, თამარ კოკაია ამბობს:
„ყველაფერი პირველი აქ იწყება – მისი პირველი ტირილი, ჩახუტება, მათ შორის – პირველი მგზავრობაც. სწორედ ამ მგზავრობიდან უნდა დაიწყოს ბავშვის უსაფრთხოებაზე ზრუნვაც“.
როდესაც ახალშობილი ტოვებს სამშობიაროს, იწყება სრულიად ახალი ეტაპი მთელი ოჯახისთვის არა მხოლოდ ემოციური კავშირით, არამედ პასუხისმგებლობითაც, რომელიც ბავშვის უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნვასაც მოიცავს. ჩვილის სხეული სუსტი და დაუცველია, რადგან მისი კუნთოვანი სისტემა ჯერ კიდევ არ არის განვითარებული და არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დაიცვას მთლიანი სხეული მოულოდნელი მოძრაობებისა ან შეჯახების დროს.
ამიტომ მანქანის ჩვეულებრივ სავარძელში ან ხელში დაჭერით გადაადგილება ბავშვისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. სტანდარტული ღვედები ვერ უზრუნველყოფს პატარას სხეულის სათანადო ფიქსაციას, რის გამოც შეჯახებისა ან დამუხრუჭების დროს შეიძლება სავალალო შედეგი დადგეს.
სწორედ ამიტომ იწყება უსაფრთხოება პირველი მგზავრობიდანვე და ერთადერთი საშუალება, რომელიც პატარას რეალურად იცავს გზაზე, ამ შემთხვევაში, არის 0-13 კგ კატეგორიის ქარსითი, რომელიც ზუსტად იმეორებს ჩვილის სხეულის ფორმას და უზრუნველყოფს სათანადო დაცვას.
ქარსითი – ბავშვის პირველი ჯავშანი
ბავშვის სამგზავრო სავარძელი, განსაკუთრებით 0-13 კგ კატეგორიისთვის განკუთვნილი მოდელები, სპეციალურადაა შექმნილი იმისათვის, რომ:
- გაიმეოროს ახალშობილის სხეულის ანატომიური ფორმა;
- დაიცვას კისერი, თავი და ზურგი;
- უზრუნველყოს სწორ პოზიციაში ბავშვის დაფიქსირება მაქსიმალური სტაბილურობისთვის.
ასეთი საბავშვო ავტოსავარძელი არა მხოლოდ კომფორტს უზრუნველყოფს, არამედ გონივრულად არის დამუშავებული ბავშვის ფიზიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით. სწორად შერჩეული სავარძელი კრიტიკულ მომენტში ყველაზე ძვირფასს – ბავშვის სიცოცხლეს – იცავს.
ამ ყველაფერს ხაზი გაუსვა Your Car Seat-ის დირექტორმა, ლანა გიორგიძემ, რომელიც წლებია ბავშვთა უსაფრთხოებაზე მუშაობს:
„სწორად შერჩეული და დამონტაჟებული სამგზავრო სავარძელი 90%-ამდე იცავს ახალშობილის სიცოცხლეს. ის ერთგვარი ჯავშანია, რომელიც ბავშვის სხეულისთვის საჭირო ფორმას იმეორებს“.
ავტოსავარძელი, როგორც სიცოცხლის დამცველი
0-13 კგ ქარსითები განკუთვნილია მხოლოდ მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით დასამაგრებლად და ეს დეტალი შემთხვევითი ნამდვილად არ არის, ვინაიდან ამ პოზიციაში ავტოავარიის ან მკვეთრი დამუხრუჭების დროს დატვირთვა თანაბრად ნაწილდება ბავშვის ზურგზე, კისერსა და თავზე, რაც საგრძნობლად ამცირებს დაზიანების მიღების რისკს.
ასეთი კონსტრუქცია ახალშობილებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან მათი სხეული ჯერ კიდევ ფიზიკურად მოუმზადებელია მკვეთრი ინერციის ან შეჯახების პირობებში.
თამარ კოკაია კი ხაზგასმით გვახსენებს:
„სამგზავრო სავარძელი მხოლოდ კომფორტის საშუალება არაა – ის ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის გამოიყენება.“
მშობლებისთვის შესაძლოა ბავშვის სავარძელი ჯერ კიდევ აღიქმებოდეს, როგორც დამატებითი არჩევანი, თუმცა რეალურად ეს არის უსაფრთხოების აუცილებელი სისტემა, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს იმ ერთადაერთ, არასასურველ წამში. ქარსითი შექმნილია იმისათვის, რომ დაიცვას თქვენი შვილი მაშინ, როცა მას ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
როგორ ავირჩიოთ ქარსითი?
სასურველი საბავშვო ქარსითის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ:
- აქვს თუ არა სერტიფიკატი (ECE R129);
- თავსებადია თუ არა თქვენი ავტომობილის ტიპთან;
- შესაძლებელი თუ არაა ISOFIX ბაზაზე დამაგრება;
- რამდენად მარტივია ქარსითის დამონტაჟება.
Britax Römer – ტოპ ბრენდი საქართველოში
თუ ეძებთ ბრენდს, რომელსაც ენდობიან მთელ მსოფლიოში, შეაჩერეთ არჩევანი Britax Römer-ზე. ეს გერმანული ბრენდი წლებია აწარმოებს ინოვაციურ და უმაღლესი სტანდარტების მქონე საბავშვო სავარძლებს, რომლებიც გამოირჩევა სხვადასხვა ფაქტორით, კერძოდ:
- ECE R129 (i-Size) სტანდარტის შესაბამისობით;
- უსაფრთხოების განახლებული ტექნოლოგიებით;
- რბილი, ჰაერგამტარი მასალითა და დახვეწილი კონსტრუქციით;
- მარტივი მონტაჟით ISOFIX ბაზის დახმარებით ან უსაფრთხოების ღვედით.
Britax Römer-ის 0-13 კგ ქარსითის კოლექცია – Baby-Safe Pro შექმნილია იმისათვის, რომ თავიდანვე უზრუნველყოთ შვილისთვის მაქსიმალური უსაფრთხოება და კომფორტი. ეს მოდელი იდეალურად ერგება ახალშობილის სხეულის ანატომიას, უზრუნველყოფს სწორ პოზიციას და მხარს უჭერს პატარას ყველაზე სათუთ ეტაპზე – სიცოცხლის პირველ თვეებში.
სავარძელი დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალებისგან, აქვს დამაგრების მარტივი სისტემა და თავსებადია Britax Römer-ის ბაზებთან და საბავშვო ეტლთან. ეს ყველაფერი მშობლის ყოველდღიურ გადაადგილებას მარტივსა და უსაფრთხოს ხდის.
სწორად შერჩეული ქარსითი ბავშვის უსაფრთხოების საფუძველია და, ამ თვალსაზრისით, Baby-Safe Pro ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ Labebe Boutique-ის როგორც ფიზიკურ მაღაზიაში, ისე – ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.