აღმოაჩინეთ ყველაზე უსაფრთხო საბავშვო ავტოსავარძლები მსოფლიოში

მშობლის ყოველდღიურობაში გადაწყვეტილებები უსასრულოა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე ბავშვის უსაფრთხოებას ეხება. თანამედროვე ბაზარი უამრავ ვარიანტს სთავაზობს მათ, ვისაც სურს, რომ შვილს ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეს. მაგრამ ამ მრავალფეროვნებაში არსებობს ბრენდები, რომლებიც სტაბილურად ინარჩუნებს უპირატესობას ხარისხით, ინოვაციითა და, უპირველეს ყოვლისა – უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით.

ლაბებე ბუტიკში დღეს უკვე ხელმისაწვდომია გერმანული ბრენდის Britax Römer-ის ავტოსავარძლის უახლესი კოლექციები – ბრენდის, რომელმაც ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვით მოიპოვა გლობალური აღიარება.

ტექნოლოგიური სიახლეები, ხარისხიანი მასალები და ფუნქციური დიზაინი ერთიანდება მოდელებში, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ პირველივე მგზავრობიდანვე დაიცვას ყველაზე ძვირფასი ადამიანი – თქვენი შვილი.

Britax Römer-ის ქარსითები იდეალურია მათთვის, ვინც აფასებს სანდოობას, სურს გაამარტივოს ბავშვის ყოველდღიურობა არა მხოლოდ ტრანსპორტირების კომფორტული საშუალებით, არამედ შექმნას კიდეც შვილისთვის პირადი უსაფრთხო სივრცე.

რატომ Britax Römer?

როდესაც საქმე ბავშვის უსაფრთხოებას ეხება, მშობლებმა ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანი სწორედ სანდოობაზე უნდა შეაჩერონ – აქ კომპრომისი დაუშვებელია. გერმანული ბრენდი Britax Römer უკვე ათწლეულებია, რაც საბავშვო ავტოსავარძლების სფეროში მსოფლიო ლიდერია. მისი თითოეული პროდუქტი აერთიანებს ინჟინრულ სიზუსტეს, ინოვაციურ მიდგომებსა და უსაფრთხოების უმკაცრეს სტანდარტებს, რაც ბრენდს უდავო ავტორიტეტს ანიჭებს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში.

Britax Römer-ის ავტოსავარძლები შექმნილია იმისათვის, რომ უზრუნველყოს მაქსიმალური დაცვა და კომფორტი ნებისმიერი გზის პირობებში – დაწყებული ახალშობილებისთვის განკუთვნილი მოდელებიდან, დასრულებული საბავშვო სავარძლებით, რომლებიც იზრდება ბავშვის პარალელურად და წლები ემსახურება ოჯახს. ესაა ბრენდი, რომელიც მუდმივად ეძებს ახალ გზებს, რათა კიდევ უფრო გააუმჯობესოს პროდუქციის ხარისხი და უპასუხოს თანამედროვე მშობლების საჭიროებებს.

ლაბებეში შეგიძლიათ შეარჩიოთ Britax Römer-ის უახლესი მოდელები, რომლებიც გათვლილია სხვადასხვა ასაკზე, სიმაღლესა და ცხოვრების სტილზე. თითოეული მათგანი არა მხოლოდ ტექნიკურად გამართულია, არამედ ესთეტიკურადაც აკმაყოფილებს თანამედროვე ოჯახის მოლოდინებს – სტილი, ფუნქციურობა და უპრეცედენტო უსაფრთხოება ერთ პროდუქტადაა წარმოდგენილი.

ADVANSAFIX PRO


თუ ეძებთ მანქანის სავარძელს, რომელიც ბავშვის ზრდასთან ერთად ადაპტირდება და აღარ საჭიროებს ხშირ გამოცვლას, ADVANSAFIX PRO იდეალური გამოსავალია. ეს მოდელი აერთიანებს მრავალწლიანი გამოყენების შესაძლებლობას (15 თვიდან 12 წლამდე), ინოვაციურ დაცვით სისტემებსა და მოხმარების სიმარტივეს.

მისი უნიკალური Flip&Grow ტექნოლოგია მშობლებს საშუალებას აძლევს, მარტივად გარდაქმნან სავარძელი ასაკის შესაბამისად – ადვილად გადაიყვანონ 5-წერტილოვანი ღვედიდან ავტომობილის უსაფრთხოების ღვედზე, რაც გრძელვადიან და მოქნილ გამოყენებას უზრუნველყოფს.

ძირითადი მახასიათებლები:

  • 5-წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი – საიმედო დაცვა პატარა მგზავრებისთვის;
  • SecureGuard – დამატებითი დაცვის სისტემა, რომელიც ამცირებს დარტყმის ენერგიას 35%-ამდე;
  • SICT (Side Impact Cushion Technology) – გვერდითა შეჯახებისგან დაცვას უზრუნველყოფს, რომელიც ენერგიის მნიშვნელოვან ნაწილს შთანთქავს;
  • Isofix სისტემასთან თავსებადობა – უზრუნველყოფს ქარსითის მარტივ და სტაბილურ დამაგრებას ავტომობილში.

ბავშვის სავარძელი ADVANSAFIX PRO იდეალურია მშობლებისთვის, რომლებიც აფასებენ უსაფრთხოებას, მრავალფუნქციურობასა და კომფორტს. ის შექმნილია იმისთვის, რომ თქვენს შვილს ერთდროულად შესთავაზოს დაცული და კომფორტული მგზავრობა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე – პატარაობიდან მოზარდობამდე.

BABY-SAFE PRO

ახალშობილისთვის ყოველი დეტალი მნიშვნელოვანია – კომფორტი, პოზიცია, მოძრაობის რწევა. ავტოსავარძელი BABY-SAFE PRO შექმნილია იმისთვის, რომ ბავშვის პირველი მგზავრობები იყოს არა მხოლოდ უსაფრთხო, არამედ ჩვილის სხეულისთვის სწორ პოზიციაშიც. Ergo Recline ფუნქცია უზრუნველყოფს ნახევრად მწოლიარე მდგომარეობას და იდეალურ მხარდაჭერას ზურგისთვის.

ძირითადი მახასიათებლები:

  • მსუბუქი კონსტრუქცია (შეგიძლიათ მარტივად გადაიტანოთ);
  • UV50+ მზისგან დამცავი დიდი ზომის კაპიუშონი;
  • თავსებადია სავარძლის ბაზასთან VARIO BASE 5Z და სხვადასხვა ეტლთან:
  • Ergo Recline სისტემა უზრუნველყოფს ზურგის სწორ პოზიციას.

აღნიშნული ქარსითი იდეალური არჩევანია ახალშობილის პირველი 15 თვისთვის, რომელიც გთავაზობთ უსაფრთხოებას, სიზუსტესა და თანამედროვე სტანდარტებს.

Dualfix 5Z


მანქანის სავარძელი DUALFIX 5Z მოქნილი, მბრუნავი ავტოსავარძელია, რომელიც სპეციალურად შექმნილია იმისთვის, რომ ყოველდღიური მგზავრობა იყოს მაქსიმალურად კომფორტული როგორც მშობლისთვის, ისე – ბავშვისთვის. მისი 360°-ით მბრუნავი ბაზა განსაკუთრებით სასარგებლოა ჩვილებისა და პატარა ასაკის ბავშვების შემთხვევაში – ბავშვის მანქანაში მოთავსებას და გამოყვანა შესაძლებელია სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე.

ძირითადი მახასიათებლები:

  • 360° ბრუნვის ფუნქცია – თავისუფლად სამართავი სავარძელი, რომელიც ამარტივებს მის გამოყენებას;
  • რეგულირებადი დახრის კუთხის 6 პოზიცია – ერგება ბავშვის სხეულის პოზას და უზრუნველყოფს კომფორტს ძილისა და სიფხიზლის დროს;
  • i-Size სტანდარტთან შესაბამისობა – ევროპული უსაფრთხოების უახლესი ნორმების სრული დაცვით.

თუ ეძებთ ბავშვის სავარძლის ისეთ მოდელს, რომელიც აერთიანებს სიმარტივეს, ტექნოლოგიურობასა და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს, DUALFIX 5Z ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი იქნება.

Dualfix Pro

ეს მოდელი მშობლებს სთავაზობს სრულფასოვან გადაწყვეტილებას დაბადებიდანვე. ქარსითი ერთ სივრცეში აერთიანებს დაცულობას, კომფორტსა და მოქნილობას. DUALFIX PRO შექმნილია იმისთვის, რომ პირველივე მგზავრობიდან 4 წლამდე ასაკის ბავშვის უსაფრთხოება და სიმშვიდე იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. მისი გამოყენება მარტივია როგორც ახალშობილებთან, ისე – მოზრდილ ბავშვებთან, რაც მშობლებს ხანგრძლივი გამოყენების კომფორტს სთავაზობს.

ძირითადი მახასიათებლები:

  • 360° მბრუნავი ბაზა – ამარტივებს ბავშვის მოთავსებასა და სავარძლის მართვას;
  • დახრის 6 სხვადასხვა პოზიცია – უზრუნველყოფს კომფორტს და სწორ პოზიციას მგზავრობის სხვადასხვა ეტაპზე;
  • დამატებითი გვერდითა დაცვის სისტემა (SICT) – გვერდითა შეჯახების შემთხვევაში შთანთქავს ენერგიას და ამცირებს ზემოქმედებას;
  • მიმართულებების მარტივი გადართვა – შეგიძლიათ შეცვალოთ მგზავრობის მიმართულება ბავშვის ასაკის ან საჭიროების შესაბამისად.

DUALFIX PRO M

თუ ეძებთ მოდელს, რომელიც გაამარტივებს ყოველდღიურ რუტინას და, ამავდროულად, მაქსიმალურად იზრუნებს ბავშვის დაცულობაზე, სავარძელი DUALFIX PRO M გამორჩეული არჩევანი იქნება ოჯახისთვის. მისი მოქნილი კონსტრუქცია საშუალებას გაძლევთ, მარტივად მოარგოთ სავარძელი ბავშვის ასაკსა და პოზას, ხოლო მბრუნავი მექანიზმი ამარტივებს გამოყენებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

ძირითადი მახასიათებლები:

  • 360° მბრუნავი ბაზა – სწრაფი და კომფორტული წვდომისთვის;
  • დახრის პოზიციების მრავალფეროვნება – კომფორტული პოზა როგორც ძილისთვის, ისე – სიფხიზლისთვის;
  • გაზრდილი უსაფრთხოება – ელასტიკური, მაღალი და ღრმა გვერდები ბავშვს დაიცავს დარტყმის ენერგიის ზემოქმედებისგან.

EVOLVAFIX


EVOLVAFIX იდეალურია მშობლებისთვის, ვისაც სურს ერთჯერადი, გრძელვადიანი ინვესტიცია. მანქანის საბავშვო სავარძელი აერთიანებს გამძლეობას, თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებსა და მოხმარების სიმარტივეს. Flip&Grow ფუნქცია მოგცემთ საშუალებას, მარტივად შეცვალოთ ღვედის ტიპი, ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევის გარეშე.

ძირითადი მახასიათებლები:

  • SecureGuard – დამატებითი დაცვა მუცლის არეზე;
  • i-Size სტანდარტთან შესაბამისობა – ევროპული უსაფრთხოების უახლესი ნორმების სრული დაცვით
  • რეგულირებადი საზურგე – იზრდება ბავშვის პარალელურად და უზრუნველყოფს კომფორტულ მხარდაჭერას.

SWIVEL

ქარსითი SWIVEL ერთ-ერთი ყველაზე მრავალფუნქციური სავარძელია ბრენდის კოლექციაში. განკუთვნილია დაბადებიდან 7 წლამდე, რაც მას განსაკუთრებულად პრაქტიკულ არჩევანად აქცევს. ქარსითი ადვილად ერგება ბავშვის ზრდასა და ცვლილებებს, რაც მშობლებს ხანგრძლივ და მშვიდ გამოცდილებას აძლევს.

ძირითადი მახასიათებლები:

  • მბრუნავი სისტემა – უზრუნველყოფს ბავშვის მოსახერხებელ ჩასმასა და ამოყვანას;
  • დახრის სხვადასხვა პოზიცია – კომფორტული მგზავრობა ნებისმიერ ეტაპზე;
  • დიდი ასაკობრივი დიაპაზონი – მხოლოდ ერთი სავარძელი რამდენიმე წლის განმავლობაში;
  • i-Size სტანდარტთან შესაბამისობა – ევროპული უსაფრთხოების უახლესი ნორმების სრული დაცვით.

Versafix


მანქანის სავარძელი VERSAFIX ქმნის იდეალურ ბალანსს სტილსა და ფუნქციურობას შორის. ეს მოდელი განკუთვნილია მშობლებისთვის, რომლებიც ყურადღებას აქცევენ სიმარტივეს  ყოველდღიურ ცხოვრებაში, თანამედროვე ვიზუალსა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს.

ძირითადი მახასიათებლები:

  • Flip&Grow სისტემა – მარტივი გარდაქმნა ასაკის მიხედვით;
  • SecureGuard ფუნქცია – დამატებითი დაცვა მგზავრობის დროს;
  • Isofix სისტემასთან თავსებადობა – უზრუნველყოფს ქარსითის მარტივ და სტაბილურ დამაგრებას ავტომობილში.

Britax Römer-ის ავტოსავარძლები დღეს მოიცავს ყველაფერს, რაც მშობლებისთვის მნიშვნელოვანია — უსაფრთხოებას, სანდოობასა და უმაღლეს ხარისხს. ბრენდი წლებია განსაზღვრავს საბავშვო ავტოსავარძლების საერთაშორისო სტანდარტებს და უკვე ხელმისაწვდომია ექსკლუზიურად Labebe Boutique-ში.

შეარჩიეთ ის სავარძელი, რომელიც ზრუნავს როგორც ბავშვის უსაფრთხოებაზე, ისე – თქვენი ყოველდღიურობის გამარტივებაზე. დაათვალიერეთ Britax Römer-ის არჩევანი ლაბებეს ვებგვერდზე და ისარგებლეთ მიწოდების სწრაფი, კომფორტული სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით.

Сопутствующие товары

Детские автокресла
В наличии
1,405 
Детские автокресла
Предзаказ
1,405 
Нет в наличии
Детские автокресла
Нет в наличии
1,520 
Детские автокресла
В наличии
1,245 
Детские автокресла
В наличии
1,245 
Детские автокресла
В наличии
1,520 
Детские автокресла
В наличии
1,035 
Детские автокресла
В наличии
1,145 
Детские автокресла
Предзаказ
1,405 
Детские автокресла
В наличии
1,575 
Детские автокресла
В наличии
965 
Нет в наличии
Детские автокресла
Нет в наличии
845 
Детские автокресла
В наличии
965 
Детские автокресла
В наличии
845 
Детские автокресла
В наличии
1,510 
Детские автокресла
В наличии
1,405 
Детские автокресла
Предзаказ
1,405 
Britax-Roemer Dualfix Pro Classic Deep Grey - Детское автокресло - изображение 2 | Labebe
Нет в наличии
Детские автокресла
Нет в наличии
1,520 
Детские автокресла
В наличии
1,245 
Детские автокресла
В наличии
1,245 
Детские автокресла
В наличии
1,520 
Детские автокресла
В наличии
1,035 
Детские автокресла
В наличии
1,145 
Детские автокресла
Предзаказ
1,405 
Детские автокресла
В наличии
1,575 
Детские автокресла
В наличии
965 
Britax-Roemer Evolvafix Midnight Grey - Детское автокресло - изображение 1 | Labebe
Нет в наличии
Детские автокресла
Нет в наличии
845 
Детские автокресла
В наличии
965 
Детские автокресла
В наличии
845 
Детские автокресла
В наличии
1,510 

Еще несколько полезных статей

Яркий внешний вид - далеко не главный ориентир при выборе игрушки. Рассказываем, какие ошибки чаще всего совершают родители и как найти игрушку, которая действительно поможет ребёнку развиваться.
С Britax Römer вы выбираете проверенное качество и высший стандарт безопасности. Коляска Smile 5Z для троих - это идеальное решение от ведущего немецкого бренда. Оформляйте покупку онлайн в Labebe Boutique и получайте доставку по всей Грузии.
Узнайте, как прогулки и игры на природе помогают ребенку расти: укрепляют тело, развивают воображение и дарят эмоциональную гармонию - естественным и радостным способом