აღმოაჩინეთ UPPAbaby – ამერიკული ბრენდის პრემიუმ საბავშვო ეტლები და აქსესუარები

ბავშვის მოვლის პროდუქტების არჩევისას მშობლები, პირველ რიგში, უსაფრთხოებას, გამძლეობასა და პრაქტიკულობას ეძებენ. სწორედ ყველა ამ კრიტერიუმს პასუხობს UPPAbaby – ამერიკული ბრენდი, რომელიც უკვე ათწლეულების განმავლობაში ლიდერია საბავშვო ეტლებისა და ბავშვთა ტრანსპორტირების სფეროში. კომპანია აერთიანებს ინოვაციას, ხარისხსა და თანამედროვე დიზაინს.

საქართველოში UPPAbaby-ის ერთადერთი ოფიციალური შემომტანი და წარმომადგენელი Labebe Boutique-ია, რაც ნიშნავს ორიგინალ პროდუქტებს, ოფიციალურ საგარანტიო მომსახურებასა და ხარისხის სერტიფიკატებს.

ლაბებეს შოურუმში ხელმისაწვდომია ბრენდის ყველაზე მოთხოვნადი მოდელები – საბავშვო ეტლები, სამგზავრო სავარძლები, მშობლის ჩანთები, სკამ-მაგიდები და ყველა ძირითადი აქსესუარი, რომლებიც მშობლების ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებს.

რით გამოირჩევა ბრენდი?

UPPAbaby კომფორტზე, უსაფრთხოებასა და თანამედროვე მშობლის ცხოვრების გაადვილებაზე შექმნილი ბრენდია, რომელიც მუდმივად სთავაზობს ოჯახებს მათზე მორგებულ პროდუქციას. ინოვაციები, გამორჩეული დეტალები და პრაქტიკული ნიუანსები აპპა ბეიბის პროდუქტებს მშობლებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო არჩევანად აქცევს. ლაბებე ბუტიკი კი საქართველოში ამ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია, რაც გარანტიას გაძლევთ, რომ ყოველი ნივთი 100%-ით ორიგინალია.

უსაფრთხოება ამერიკული სტანდარტებით

ბრენდის თითოეული ეტლი, ქარსითი თუ აქსესუარი შექმნილია მკაცრი ამერიკული რეგულაციების შესაბამისად. ბრენდი იყენებს:

  • არატოქსიკურ, ბავშვისთვის უსაფრთხო მასალებს – ქსოვილები არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს;
  • გამძლე, ალუმინის სტაბილურ ჩარჩოებს – ძლიერი კონსტრუქცია იცავს ბავშვსა და მშობელს ნებისმიერ გზაზე;
  • უსაფრთხო მექანიზმებს – საიმედო დამაგრება, ბლოკირების სისტემები და ინოვაციური მუხრუჭები;
  • ტექნოლოგიებს, რომლებიც რეალურ რისკებს აკონტროლებს – ამორტიზაციის სისტემა, საბურავების ინჟინერია თითოეულ ნივთს უსაფრთხოდ აქცევს ყოველდღიური გამოყენებისთვის.

ეს ყველაფერი უზრუნველყოფს, რომ ბავშვი მუდამ დაცული იყოს როგორც ქალაქის გზებზე, ისე მოგზაურობისას.

ფუნქციონალი, რომელიც ყოველდღიურობას ამარტივებს

UPPAbaby-ის თითოეული მოდელი შექმნილია იმისათვის, რომ მშობელმა დრო და ენერგია დაზოგოს. ბრენდის მთავარ უპირატესობებს მოიცავს:

  • დაკეცვის სიმარტივეს – როცა ერთ ხელში პატარა გყავთ მიხუტებული, საბავშვო ეტლის დაკეცვა წამებშია შესაძლებელი და არ საჭიროებს დამატებით დახმარებას;
  • მსუბუქ, მაგრამ გამძლე კონსტრუქციას – მიუხედავად იმისა, რომ პროდუქციაში გამოყენებულია მყარი მასალები, მათი წონა მსუბუქია და ადვილად გადასატანია;
  • მრავალფუნქციურ მოდულებს – ქარსითი, დედის ჩანთა, შესანახი კალათი, აკვანი – ყველაფერი გაერთიანებულია;
  • კომფორტულ, ჰაერგამტარ ქსოვილებს – ბავშვს არც სიცხე აწუხებს, არც – დისკომფორტი.

ბრენდის სტილი არ შემოიფარგლება მხოლოდ ელეგანტური ვიზუალით, არამედ ისეა შემუშავებული, რომ მაქსიმალურად ერწყმის ყოველდღიურ ცხოვრებას.

პრემიუმ დიზაინი და გამძლეობა

ბრენდის იდენტობა თანამედროვეა, მინიმალისტური და დახვეწილი. თითოეული ფერი, ქსოვილი, სილუეტი სეზონურად ახლდება, მაგრამ სტილი მუდმივად მიმზიდველი რჩება.

მთავარი უპირატესობა ისიცაა, რომ UPPAbaby-ის პროდუქტები ერთ ოჯახში ბევრად დიდ ხანს ძლებს, ვინაიდან შექმნილია მრავალწლიანი გამოყენებისთვის. ალუმინის ჩარჩო და მაღალი ხარისხის მასალები უზრუნველყოფს:

  • დეფორმაციის გარეშე ნივთის ხანგრძლივ გამოყენებას;
  • ფერის შენარჩუნებას;
  • ტექსტილის გამძლეობასა და მოვლის სიმარტივეს.

თუ ემზადებით ახალშობილის მოვლენისთვის, აპპა ბეიბის საბავშვო ეტლი 2x1 იდეალური არჩევანი იქნება და მასში ინვესტიციის ჩადებით შეიძენთ ისეთ პროდუქტს, რომელსაც არა მხოლოდ ერთ სეზონზე გამოიყენებთ, არამედ – წლების განმავლობაში.

UPPAbaby-ის არჩევანი საქართველოში – ყველაფერი, რასაც თანამედროვე მშობელი ეძებს

Labebe Boutique წარმოადგენს UPPAbaby-ის ოფიციალურ კოლექციებს, რომლებიც აერთიანებს ბრენდის ყველაზე ინოვაციურ და პრაქტიკულ მოდელებს. თითოეული პროდუქტი შექმნილია იმისთვის, რომ ბავშვის გადაადგილება და მოვლა იყოს უსაფრთხო, მშობლის ყოველდღიურობა კი – მარტივი და ორგანიზებული.

სხვადასხვა კოლექციაში შეხვდებით ეტლებს, ქარსითებსა და აქსესუარებს, რომლებიც გამოირჩევა გამძლე მასალებით, თანამედროვე დიზაინითა და იდეალური ფუნქციონალით.

UPPAbaby Vista V3 – 2x1 საბავშვო ეტლი

UPPAbaby Vista მსოფლიოში ყველაზე აღიარებული და მოთხოვნადი მოდელია, რომელიც გამოირჩევა გამძლე კონსტრუქციით, მართვის კომფორტული სისტემითა და მრავალფუნქციური დიზაინით. ბავშვის ეტლი Vista V3 უნივერსალური 2-in-1 სისტემაა, რომელიც ახალშობილიდან მოზრდილ ასაკამდე სრულად ერგება ბავშვის ზრდის ეტაპებს და მშობლის ყოველდღიურობას ბევრად მარტივს ხდის.

  • 2-in-1 კომპლექტი მოიცავს აკვანსა და სასეირნო ბლოკს. აკვანი პასუხობს უსაფრთხოების ყველა კრიტერიუმს და სერტიფიცირებულია, როგორც საწოლი, რაც მას დღის ძილისთვისაც იდეალურ არჩევანად აქცევს;
  • რევერსული სავარძელი – შეგიძლიათ ბლოკის გამოყენება ორი მიმართულებით. ბავშვი შეიძლება იჯდეს მშობლისკენაც და გზის მიმართულებისკენაც, რაც ზრდისა და განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია;
  • გამძლე ბორბლები – Vista V3 მშობლებს განსაკუთრებით უყვართ იმის გამო, რომ ნებისმიერი ტიპის ზედაპირებზე კომფორტულად და რბილად მოძრაობს. FlexRide ამორტიზაცია წინა და უკანა მხარეს ამცირებს ვიბრაციას;
  • საბავშვო ეტლი აღჭურვილია ტევადი კალათით, რომელიც იტევს 13,6 კგ-ს. ამასთანავე, აქვს ამრეკლავი ელემენტები ღამით ხილვადობის გასაუმჯობესებლად;
  • ეტლის ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული ნაწილი: ეტევა ჩანთა, სათამაშოები, პროდუქტები და ყველაფერი, რაც ქალაქში სიარულისას გჭირდებათ;
  • ერთი მოძრაობით დაკეცვის მექანიზმი – მარტივად იმართება, ადვილად ეტევა მანქანაში და არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას.

UPPAbaby მშობლის ზურგჩანთა – Vista V3

აპპა ბეიბის დედის ზურგჩანთა არა მხოლოდ ვიზუალურად ეწყობა ეტლებს, არამედ წარმოუდგენლად პრაქტიკულია რუტინაში.

რატომ ირჩევენ მშობლები ამ მოდელს:

  • დიდი ტევადობა, მაგრამ მსუბუქი წონა;
  • განყოფილებები სხვადასხვა ნივთის შესანახად: ბოთლისთვის, ბავშვის საფენისთვის, კვებისთვის და სხვ.;
  • მდგრადი ქსოვილი, რომელიც მარტივად გასაწმენდია;
  • დინამიკური დიზაინი, რომელიც ყოველდღიურ სტილს უხდება;
  • მარტივად მაგრდება ეტლზე.

ეს ჩანთა მშობლებს აძლევს საშუალებას ყველაფერი ჰქონდეთ ორგანიზებულად, თან ისე, რომ სტილი შეინარჩუნონ.

UPPAbaby Mesa V2 – სამგზავრო სავარძელი

ბავშვის ქარსითი Mesa V2 განკუთვნილია დაბადებიდან დაახლოებით 13 კგ-ამდე ბავშვებისთვის. ის სრულად თავსებადია UPPAbaby Vista-სთან და შესაძლებელია მისი დამაგრება პირდაპირ ეტლზე.

სამგზავრო სავარძელი გამოირჩევა:

  • SMART Secure® სისტემით, რომელიც სწრაფი და მარტივია;
  • დაცვის მძლავრი სისტემით, რომელიც იცავს პატარას გვერდითა დარტყმისგან;
  • ჰაერგამტარი ტექსტილით, რომელიც ანტიალერგიულია;
  • უპრობლემო ინტეგრაციით ამავე ბრენდის ეტლებთან.

ბავშვის უსაფრთხო გადაადგილებისთვის მანქანის სავარძელი Mesa V2 მშობლებს უსაფრთხოების გარანტიას აძლევს – იციან, რომ ბავშვი დაცულია და მეტად თავდაჯერებულად გრძნობენ თავს.

UPPAbaby CIRO – საკვები სკამი

CIRO ამერიკული ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური კოლექციაა, რომელიც მოიცავს საბავშვო სკამ-მაგიდებს. საკვები სკამი შექმნილია იმისთვის, რომ ბავშვს უსაფრთხო და კომფორტული გარემო ჰქონდეს იმ წამიდან, როცა მყარ კვებაზე გადადის.

ბავშვის საკვები სკამი აღჭურვილია:

  • სიმაღლის რეგულირების 3 დონით;
  • მარტივად მოსახსნელი ჩასაფენით;
  • უსაფრთხოების 5-წერტილოვანი ღვედით;
  • დამზადებულია ისეთი დიზაინით, რომელიც თანამედროვე ინტერიერს უხდება;
  • ცალკე კაუჭით სკამის უკანა მხარეს.

სკამი მშობლებს ეხმარება, რომ ბავშვის კვების პროცესი იყოს უფრო კომფორტული და მშვიდი. გარდა ამისა, სერტიფიცირებულია JPMA-ისა და FSC®-ით ბავშვისთვის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს უზრუნველსაყოფად.

UPPAbaby აქსესუარები

Labebe-ში ხელმისაწვდომია ბრენდის სრული აქსესუარების სერია:

  • ეტლის დამატებითი დასაჯდომი მოდული – საშუალებას გაძლევთ, რომ ერთი ეტლი მოარგოთ ორ ბავშვზე ერთდროულად;
  • ქარსითის ადაპტერი – უზრუნველყოფს Maxi-Cosi®, Nuna® ან Cybex ჩვილის ავტოსავარძლის დამაგრებას თქვენი ეტლის ბაზაზე;
  • აკვნის სტენდი – ბრენდის აკვანი შეიძლება გამოიყენოთ, როგორც დამოუკიდებელი საწოლი – განსაკუთრებით პრაქტიკულია პირველ თვეებში;
  • ეტლის სკეიტბორდი – განკუთვნილია დიდი ასაკის ბავშვისთვის, რომელიც უკვე აღარ ზის ეტლში, მაგრამ გრძელი დისტანციის დაფარვა უჭირს;
  • დამატებითი მოდულის ქვედა ადაპტერი – განკუთვნილია Vista-ისთვის, რათა ორ მოდულს შორის სივრცე უფრო კომფორტული გახდეს;
  • დამატებითი მოდულის ზედა ადაპტერი – ასევე განკუთვნილია ორი სავარძლის ერთდროულად დამაგრებისთვის, რაც ქმნის შეუცვლელ კომფორტს როგორც მშობლისთვის ისე, ისე – ბავშვებისთვის;
  • ჭიქის ჩასადები – შექმნილია მშობლის ყოველდღიური კომფორტისთვის, რათა ხელთ გქონდეთ წყალი, ყავა, ჩაი ან თქვენი საყვარელი სასმელი.

აქსესუარები ქმნის სრული ეკოსისტემას, რომელიც აერთიანებს ეტლს, სავარძელსა და ყველა საჭირო დეტალს ერთ სტილში. და რაც მთავარია, მათი ხარისხი ისეთივე მაღალია, როგორც ძირითადი მოდელებისა.

რატომ უნდა შეიძინოთ UPPAbaby ლაბებეში?

UPPAbaby-ის პროდუქცია იმ კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც უსაფრთხოება, ორიგინალი მასალები და ოფიციალური წარმოება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. მხოლოდ ავთენტური პროდუქტი უზრუნველყოფს იმ გამძლეობასა და დაცვას, რის გამოც ბრენდი მთელ მსოფლიოშია აღიარებული.

Labebe Boutique UPPAbaby-ის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, რაც ნიშნავს, რომ ჩვენთან შეძენისას იღებთ:

  • 100% ორიგინალ პროდუქციას – სრული სერტიფიკაციით და ხარისხის გარანტიით;
  • ოფიციალურ საგარანტიო მომსახურებას – ბრენდის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით;
  • პროფესიონალურ კონსულტაციას – გუნდიდან, რომელიც ზედმიწევნით იცნობს თითოეულ მოდელსა და სისტემას;
  • შოურუმში ტესტირების შესაძლებლობას – ყველა ელემენტის ადგილზე შემოწმებას;
  • სწრაფ და კომფორტულ ონლაინ შეძენას – მთელი საქართველოს მასშტაბით.

UPPAbaby აერთიანებს ისეთ სისტემას, რომელიც მშობლებს ყოველდღიურობას უმარტივებს. უსაფრთხოება, დიზაინი, გამძლეობა და კომფორტი ბრენდის ფუნდამენტური ღირებულებებია, ხოლო Labebe Boutique უზრუნველყოფს, რომ საქართველოში მშობლებს ჰქონდეთ წვდომა სრულად ოფიციალურ, თანამედროვე და ინოვაციურ პროდუქტებზე.

თუ ეძებთ საბავშვო ეტლს, სამგზავრო სავარძელსა ან აქსესუარებს, რომლებსაც დიდ ხანს გამოიყენებთ და ბავშვის უსაფრთხოებაზე მაქსიმალურად იზრუნებს, საუკეთესო არჩევანია UPPAbaby-ის ეკოსისტემა.

Сопутствующие товары

Стульчики для кормления
В наличии
799 
Сумки для мам
В наличии
515 
Детские коляски 3 в 1
В наличии
4,653 
Детские коляски 3 в 1
В наличии
4,653 
Детские коляски 3 в 1
В наличии
4,653 
Детские коляски 3 в 1
В наличии
4,653 
Детские коляски 3 в 1
В наличии
4,653 
Детские коляски 3 в 1
В наличии
4,653 
Детские коляски 2 в 1
В наличии
4,653 
Детские коляски 2 в 1
В наличии
4,653 
Детские автокресла
В наличии
799 
Детские автокресла
В наличии
799 
Стульчики для кормления
В наличии
799 
Сумки для мам
В наличии
515 
Аксессуары для колясок
В наличии
1,024 
Аксессуары для колясок
В наличии
512 
Стульчики для кормления
В наличии
799 
Сумки для мам
В наличии
515 
Детские коляски 3 в 1
В наличии
4,653 
Детские коляски 3 в 1
В наличии
4,653 
Детские коляски 3 в 1
В наличии
4,653 
Детские коляски 3 в 1
В наличии
4,653 
Детские коляски 3 в 1
В наличии
4,653 
Детские коляски 3 в 1
В наличии
4,653 
Детские коляски 2 в 1
В наличии
4,653 
Детские коляски 2 в 1
В наличии
4,653 
Детские автокресла
В наличии
799 
Детские автокресла
В наличии
799 
Стульчики для кормления
В наличии
799 
Сумки для мам
В наличии
515 
Аксессуары для колясок
В наличии
1,024 
Аксессуары для колясок
В наличии
512 

Еще несколько полезных статей

Как правильно подобранный рюкзак влияет на физическое развитие ребёнка? Подолог Тамар Чичинадзе рассказывает, на что обратить внимание при выборе эргономичного рюкзака и как сохранить здоровье позвоночника в период активного роста.
Дети всё активнее осваивают социальные сети, однако остаётся вопрос - насколько это безопасно? Адвокат Ана Тавхелидзе объясняет, с какими угрозами онлайн-насилия сталкиваются дети, какую роль играют родители и почему именно доверие становится ключом к их защите в цифровой среде.
Сегодня технологии прочно вошли в нашу повседневность - мы используем их для работы, путешествий, учёбы и отдыха