ფილტრი ფილტრი

ფილტრი ფილტრი

საბავშვო თეთრეული

ლაბებეში საბავშვო თეთრეულის ყველაზე ფართო არჩევანია წარმოდგენილი. უკომპრომისო ხარისხი, მხოლოდ ელიტური ეგვიპტური სატინი, უზადო შეკერვა, სპეციალური ტიპის „რეაქტიული“ ბეჭდვა და დიზაინების მდიდარი ასორტიმენტი. ჩვენი შვილები ხომ საუკეთესოს იმსახურებენ ♥ ჩვენი შვილები საუკეთესოს იმსახურებენ

155 
გაყიდვაშია
(1)
კომპლექტი: 3 ნაჭრიანი, 4 ნაჭრიანი, 6 ნაჭრიანი
155 
გაყიდვაშია
კომპლექტი: 3 ნაჭრიანი, 4 ნაჭრიანი, 6 ნაჭრიანი
135 
კომპლექტი: 3 ნაჭრიანი, 4 ნაჭრიანი
არ არის გაყიდვაში
135 
კომპლექტი: 3 ნაჭრიანი, 4 ნაჭრიანი
არ არის გაყიდვაში
55 
გაყიდვაშია
(1)
233 
გაყიდვაშია
175 
გაყიდვაშია
(1)
კომპლექტი: 3 ნაჭრიანი, 4 ნაჭრიანი, 6 ნაჭრიანი
62 
გაყიდვაშია

საბავშვო თეთრეული

ბავშვის ჯანმრთელობა დიდწილად ჯანმრთელ და ხანგრძლივ ძილზეა დამოკიდებულია, ხოლო ჯანმრთელი ძილი კი - თეთრეულზე. საბავშვო თეთრეული მნიშვნელოვანი შენაძენია, მისი შერჩევისას ჩვენ მხოლოდ საუკეთესოს ვეძებთ, გვსურს შევუქმნათ პატარას თბილი, ნაზი დამყუდრო გარემო. მშობლებს ვურჩევთ განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ თეთრეულის შერჩევის საკითხს. ზღაპრული აპლიკაციების გარდა, რაც რასაკვირველია არ არის უმნიშვნელო, არ უნდა დაგვავიწყდეს ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ

დაწვრილებით

მასალა და ეკოლოგიურობა

ახალშობილის კანი ძალიან მგრძნობიარეა, ის მიდრეკილია გაღიზიანებასა და ალერგიისკენ. ამიტომ საბავშვო თეთრეული მხოლოდ ნატურალური ქსოვილისგან უნდა იყოს დამზადებული, როგორიც არის მაღალი ხარისხის 100% ბამბა ან კიდევ უფრო უკეთესი - სატინი. ასეთი ქსოვილი უზრუნველყობს კარგ თერმორეგულაციას, თბილია ზამთარში და გრილია ზაფხულში, სასიამოვნოა შეხებისას და მრავალჯერად რეცხვას იტანს.

პრინტი, გამოყენებული საღებავები და რეკომენდირებული ფერები

საბავშვო თეთრეულზე დატანილი გმირები უდავოდ კარგ განწყობას უქმნის პატარას, გირჩევთ მოერიდოთ ზედმეტად გაფერადებულ ნახატებს. გარდა იმისა, რომ მათ მოსახატად გამოყენებული საღებავები შესაძლებელია ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებით იყოს გაჟღენთილი, ის შეიძლება ზედმეტად გამაღიზინებელიც აღმოჩნდეს ბავშვის ნერვული სისტემისთვის. ღია „პასტელური“ ელფერი საუკეთესო არჩევანია საბავშვო თეთრეულის შემთხვევაში.

კომპლექტაცია და მოვლა

საბავშვო თეთრეულის კომპლექტები ძირითადან 3-7 ნაჭრისგან შედგება. ზეწარი (სასურველია რეზინზე), საბნის პირი, ბალიშის პირი, ბამპერები, საწოლის ფარდა, საბანი და ბალიში. მოსახსნელი ელემენტები ელვა შესაკრავებით საბავშვო თეთრეულის მოვლას კიდევ უფრო მოსახერხებელს და კომფორტულს გახდის.