ფილტრი ფილტრი

ფილტრი ფილტრი

საბავშვო ეტლები

ლაბებეში იტალიური Pali და ბრიტანული hb-happybaby საბავშვო ეტლების დიდი და განსხვავებული არჩევანია წარმოდგენილი ♥ ჩვენი შვილები საუკეთესოს იმსახურებენ

2900 
გაყიდვაშია

საბავშვო ეტლები, როგორ შევარჩიოთ

დღესდღეობით ბაზარზე საბავშვო ეტლების დიდი არჩევანია წარმოდგენილი. ისინი განსხვავდებიან არა მხოლოდ ხარისხით, გამოყენებული მასალებით, ფერებით თუ ფუნქციებით, არამედ მათი დანიშნულებითაც. ზოგიერთის გამოყენება შესაძლებელია გარკვეულ ასაკამდე, ზოგი მარტივად ტრასნფორმირდება საჭიროების მიხედვით და მათი გამოყენება რამოდენიმე წლის განმავლობაშია შესაძლებელი. ეტლის შერჩევისას ყურადღება შემდეგ მომენტებზეა მისაქცევი:

...

ტიპი და მოდელი

ეტლის ტიპის არჩევანი დამოკიდებულია ოჯახში ბავშვების რაოდენობაზე, მშობლების ცხოვრების წესსა და ჩვევებზე. თუ აქტიური ცხოვრების წესს ეწევით, ბევრს სეირნობთ ან ხშირად მოგზაურობთ, მაშინ უფრო უპრიანი იქნება მჩატე, მანევრირებადი და ადვილად დასაკეცი ეტლის შეძენა, ტყუპების ან ბავშვებს შორის ასაკში უმნიშვნელო სხვაობის შემთხვევაში აზრი აქვს ტანდემური ტიპის ეტლის არჩევას. როგორც წესი მშობლები ბავშვის ზრდასთნ ერთად 2-3 ეტლს იცვლიან, ამიტომ ხშირ შემთხვევაში არჩევანს ტრანსფორმირებად მოდელებზე აჩერებენ

ზომა

არ დაიზაროთ და წინასწარ დააკვირდით ან აზომეთ ბინის კარის სიგანე, თუ მაღალ სართულებზე ცხოვრობთ დააკვირდით ლიფტის ზომას, თუ ავტომანქანა გყავთ დარწმუნდით, რომ დაკეცილ მდგომარეობაში ეტლი მარტივად დაეტევა საბარგულში, ასევე დარწმუნდით დაეტევა თუ არა ეტლი სახლის შემოსასვლელში. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ეტლები ძალიან მარტივად იკეცება და იშლება, დღეში რამოდენიმეჯერ ამ ოპერაციის შესრულება საკმაოდ მოსაბეზრებელია

რამა ან შასი

შასის მასალა უზრუნველყობს ეტლის სტაბილურობას და მდგრადობას. ამავე დროს ის უნდა იყოს ძალიან მსუბუქი. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მის წონას და დასამზადებლად გამოყენებულ მასალას. თანამედროვე და ხარისხიანი ეტლის შასი მზადდება ალუმინისგან ან კომპოზიტური პლასტიკისგან

ბორბლები და ამორტიზატორები

მათ ზომაზეა დამოკიდებული საბავშვო ეტლის მანევრირების შესაძლებლობები. პატარა ზომის ბორბლები მსუბუქი და მარტივად სამართავია, კარგია ქალაქში, მაგრამ არ გამოგადგებათ მაგალითად სოფლის გზებზე, სადაც უფრო დიდი ზომის ბორბლებია საჭირო. ეცადეთ შეიძინოთ მოძრავი და ამორტიზატორიანი ბორბლებით, რომლებიც 360 გრადუსზე ბრუნავს. ასეთი ბორბლები მარტივად სამართავია და არბილებს ეტლის სვლას. გაითვალისწინეთ, რომ ბორბლებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ფიქსატორი და მუხრუჭი.

სასარგებლო ფუნქციები და აქსესუარები

მოსახსნელი და რეცხვადი შალითა, ქუდზე სათვალთვალო ფანჯარა, სპეციალური ეტლის მატრასი, საწვიმარი, მწერებისგან დამცავი ბადე, ფეხებზე წამოსაცმლელი დათბუნული შალითა, ჭიქის ჩასადები, ნივთების შესანახი კალათა და სპეციალური ჩანთა დედებისთვის - ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, რომ ბავშვმა ნებისმიერ ამინდში მაქსიმალურად დაცულად და კომფორტულად იგრძნოს თავი.