ფილტრი ფილტრი

ფილტრი ფილტრი

საკვები სკამები

ლაბებეში იტალიური და ბრიტანული საკვები სკამების დიდი არჩევანია წარმოდგენილი. ყველა მათგანი გამოირჩევა განსაკუთრებული დიზაინით და ხარისხით, გააჩნია ევრო სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხოების სერტიფიკატი ♥ ჩვენი შვილები საუკეთესოს იმსახურებენ

444 
გაყიდვაშია
591 
პრინტი: ფუნთუშა, ღორი, ცხვარი, ძროხა
არ არის გაყიდვაში
665 
გაყიდვაშია
591 
პრინტი: ფუნთუშა, ღორი, ცხვარი, ძროხა
არ არის გაყიდვაში
591 
პრინტი: ფუნთუშა, ღორი, ცხვარი, ძროხა
არ არის გაყიდვაში
591 
პრინტი: ფუნთუშა, ღორი, ცხვარი, ძროხა
არ არის გაყიდვაში

საკვები სკამები

საკვების მიღება გადამწყვეტი მომენტია ბავშვის ზრდის ნებისმიერ სტადიაზე და საჭიროებს შესაბამისი პირობების შექმნას. მაღალი საკვები სკამი კარგი საშუალებაა პატარისთვის, რომ საერთო მაგიდასთან თავისი ადგილი ჰქონდეს, ისწავლოს უფროსებისგან და ისიამოვნოს საკვების დამოუკიდებლად მირთმევის პროცესით მთელ ოჯახთან ერთად.

...

დღესდღეობით რთული წარმოსადგენია ოჯახი, რომელსაც ჰყავს პატარა, თანამედროვე საკვები სკამის გარეშე. ძირითადი მოთხოვნები, რომელებსაც მსგავი ტიპის სკამი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგია:

ხარისხი და უსაფრთხოება

აუცილებლად გასამახვილებელია ყურადღება ჩარჩოზე, კონსტრუქცია მყარი და მონოლითური მეტალისგან, ხოლო პლასტმასის დეტალები უსაფრთხო პლასტიკისგან უნდა იყოს დამზადებული, სკამს უნდა ჰქონდეს 5 წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი, თუ სკამს აქვს გორგოლაჭები, მაშინ აუცილებლად უნდა ჰქონდეს საიმედო მუხრუჭები

ფუნქციონალურობა და მობილურობა

რაც უფრო ფუნქციონალურია სკამი, მით უფრო კომფორტულია ის გამოყენებაში. თანამედროვე საკვებ სკამებს მრავალი სასარგებლო ფუნქციები გააჩნიათ, იქნება ეს სიმაღლის, ზურგის თუ ფეხების დასადების პოზიციების რეგულირება, შეზლონგად გადაქცევა, საკვების მიღების შემდგებ მოდუნების და მეტი კომფორტისთვის, რომ არ იყოს საჭირო ბავშვის საწოლში იმ წუთასვე გადაყვანა, დაკეცვა ტრანსპორტირებისთვის, სხვა და სხვა სათავსოები ან ჯიბეები სათამაშოების და ჰიგიენური საშუალებების ჩასაწყობად

მოვლის სიმარტივე

სკამის დასაჯდომის და მაგიდის რეცხვის შესაძლებლობა ძალიან გაუმარტივებს საქმეს დედას. ხშირ შემთხვევაში საკვები სკამის მაგიდა არ იხსნება, ხოლო დასაჯდომი პოლიეთილენის მსგავსი მასალისგან მზადდება, რათა მარტივი იყოს მისი გაწმენდა, თუმცა ასევე მარტივი მისახვედრია, რომ ასეთი მასალისგან დამზადებული დასაჯდომი არ არის კარგი ბავშვის ჯანმრთელობისთვის. მაგიდის ზედაპირის და შალითის მოხსნის შესაძლებლობა ჭურჭლის და სარეცხ მანქანაში გასარეცხად ძალიან კომფორტულიასკამის მუდმივ სისუფთავეში შენარჩუნებისთვის, რადგან პატარა მას ძალიან აქტიურად სვრის

ანატომიურობა და კომფორტი

საკვებ სკამში ბავშვი დღის მანძილზე საკმაოდ დიდ დროს ატარებს, მითუმეტეს რომ ის არა მხოლოდ საკვებისთვის, არამედ სათამაშოდ, სახატავად ან ტელევიზორში მულტფილების საყურებლად გამოიყენება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დასაჯდომი ზურგისთვის სწორ და სასარგებლო პოზიციას ინარჩუნებდეს, ხოლო შალითა აუცილებლად მაღალი ხარისხის ნაჭრისგან იყოს შეკერილი