როგორ ავირჩიოთ სასეირნო ეტლი?

16/09/2020
მომხმარებელი BABYLAND ADMIN

როდესაც ჩვილი 5-6 თვის გახდება, სარწეველა შეიძლება ეტლით ჩავანაცვლოთ.  მასში ბავშვს არა მხოლოდ წოლა შეეძლება, არამედ სეირნობის დროს შეიძლება დავსვათ კიდეც. ეტლი სწორად რომ შევარჩიოთ, ამისათვის საჭიროა ვიცოდეთ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. 

მანან, სანამ ეტლს ავარჩევთ, უნდა გადავწყვიტოთ, რომელი სახეობა გამოგვადგება:

  1. მძიმე წონიან ეტლებს ტრანსფორმერებს უწოდებენ. ისინი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც სარწეველა და როგორც ეტლი.  მათ აქვთ სასეირნო საჯდომი, რომელიც სამი წლის ბავშვსაც კი გამოადგება. ასეთი მოდელების წონა 12 კილოგრამიდან იწყება. ამიტომ, ახალგაზრდა დედისთვის მისი გამოყენება შესაძლებელია გაურთულდეს ულიფტო სახლში. 
  2. მსუბუქი მოდელები იმ ჩვილებისთვის არის განკუთვნილი, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ ერთი წელი. მათი წონა 10 კგ-ზე მეტი არ არის. ეტლის კონსტრუქცია საშუალებას იძლევა ბავშვი დამოუკიდებლად დაჯდეს. 
  3. ბოლო წლებში პოპულარული გახდა სამბორბლიანი ეტლები. მათი უპირატესობაა წინა მანევრირებადი ბორბალი და უკანა ბორბლების განიერი ბაზა. 

რამდენიმე რჩევა

ეტლის სახეობის არჩევის შემდგომ უნდა განვიხილოთ მათი მახასიათებლები. 

არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:

  1. თუკი ოჯახი მრავალსართულიან სახლში ცხოვრობს, უნდა გაიზომოს ლიფტის კარი. მნიშვნელოვანია, რომ ეტლი კარში თავისუფლად ეტეოდეს. 
  2. ყველა ეტლი ერთ ან რამდენიმე სეზონზეა გათვლილი. ყიდვისას ესეც უნდა გავითვალისწინოთ. 
  3. უკეთესი იქნება, თუ წინასწარ ჩამოვწერთ რა მახასიათებლები გვჭირდება და ყიდვისას შევამოწმებთ. 
  4. რეკომენდირებულია შევარჩიოთ შესაბამისი ეტლების რამდენიმე ვარიანტი. 

შეძენამდე სასურველია კარგად შევისწავლოთ ის ეტლი, რომელსაც ვყიდულობთ და შევაფასოთ მისი თვისებები. 

ეტლების მახასიათებლები

ჩვენთვის მისაღები ეტლის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეულ მოდელს  საკუთარი, განმასხვავებელი მახასიათებლები აქვს.

  1. მნიშვნელოვანია, რომ ეტლი ისეთი მასალისგან იყოს დამზადებული, რომელიც დაიცავს ბავშვს მზისგან, წვიმისგან და ქარისგან. ხარისხიანი ეტლი ადვილად იწმინდება ნესტისა და ჭუჭყისგან. 
  2. ბავშვის საწოლად სპეციალური საგები გამოიყენება. მას ნატურალური მასალისგან ამზადებენ, რომლებიც კომფორტულია ბავშვისთვის. ყველაზე ხშირად ამ მიზნით ქოქოსის ბოჭკოს იყენებენ. 
  3. მშობლისთვის მნიშვნელოვანია სახელურის სიმაღლე. ის დედის სიმაღლეს უნდა ერგებოდეს. თუმცა, ზოგიერთ მოდელში გათვალისწინებულია სახელურის რეგულირების შესაძლებლობა. ეს მოსახერხებელია მაშინ, როდესაც მშობლები სხვა და სხვა სიმაღლის არიან. ასეთ დროს თითოეული მათგანი სახელურს საჭიროებისამებრ დაარეგულირებს. 
  4. გათვალისწინებულია ასევე ამორტიზაციის არსებობა. ის შეიძლება იყოს ღვედებით ან რესორით. ეს უკანასკნელი უფრო რთული კონსტრუქციაა და უფრო ხარისხიანია მოქმედებაში. 
  5. ყურადღება უნდა მივაქციოთ ბორბლებს. რაც უფრო დიდი ზომისაა ისინი, უფრო უკეთესია მათი გამავლობა. უმეტეს შემთხვევაში მათ რეზინისა და პლასტიკისგან ამზადებენ. მართალია, რეზინას ხშირად სჭირდება გაბერვა, მაგრამ მათ უკეთესი ამორტიზაცია აქვთ. 
  6. ზოგიერთი მოდელში გათვალისწინებულია დამატებითი აქსესუარების გამოყენება: ჩანთები, საწვიმარი, ფეხებზე გადასაფარებელი.

ეტლს რამოდენიმე წელზე გათვლით ყიდულობენ. ამიტომ, შესაბამისი მოდელის ყიდვის დროს მისი ყველა მახასიათებელი უნდა გავითვალისწინოთ. 

ხარისხიან ეტლში ბავშვი თავს მოხერხებულად და უსაფრთხოდ იგრძნობს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეტლი მშობელზეც უნდა იყოს მორგებული და მოსახერხებელი იყოს გამოყენებისას.

კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა