ჩვილის დაბანა

16/09/2020
მომხმარებელი BABYLAND ADMIN

ჩვილის დაბანა - ყოველთვის საყურადღებო პროცედურაა, რომელიც არ არის მარტივი, განსაკუთრებით,  ახალგაზრდა მშობლებისთვის. ჩვილი ძალიან უსუსური და ფაქიზი არსებაა, იოლია, მას რაიმე დავუშავოთ და ვატკინოთ, ამიტომ ძალიან უნდა გავფრთილდეთ.

ჩვილის დაბანა პირველივე დღეს შეიძლება და არ არის საჭირო მოცდა, თუკი სრულიად დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი შვილი ჯანმრთელია. მაგრამ ბანაობა ბავშვის წყლით სავსე აბაზანაში ჩაწვენით რთული პროცედურაა და აქ ძალიან უნდა გავფრთხილდეთ - ჭიპი სრულიად უნდა იყოს მოშუშებული.  ეს კი დაბადებიან მე-9-10 დღეს ხდება. 

დაბადების შემდგომ ბავშვის ორგანიზმი გამოიმუშავებს დამცავ შრეს კანზე, რომელიც ეხმარება მას ისეთი ინფექციებისგან თავდაცვაში, როგორიცაა მაგალითად, მენინგიტი და სხვ. რეკომენდაციები გვეუბნება, რომ ჩვილი თბილ, დარბილებულ წყალში კვირაში სამჯერ მეტად არ უნდა დავბანოთ. ყოველდღიური ბანაობა დამცავი ლოსიონების გარეშე მავნებელია კანისთვის. 

ბავშვის დასაბანად საჭიროა სწორი აბაზანა სწორი დახრით და ფსკერით. სიგრძით ის 0.7 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს, რათა ბავშვს წყალი და სივრცე ეყოს. შემდგომ უნდა ვნახოთ შამპუნი და ქაფი, რომელიც არ დააზიანებს ბავშვის კანს. წყლის ტემპერატურის გასაზომად საჭიროა თერმომეტრი, ქაფის მოსაშორებლად საჭიროა წყლის ტოლჩა, რადგან დუშით ბავშვისთვის საპნის მოშორება არ არის რეკომენდირებული. 

გასამშრალებლად უნდა გვქონდეს რბილი, ფუმფულა პირსახოცი, რომელიც ასევე არ დააზიანებს ბავშვის კანს.   

ბანაობის შემდგომ ბავშვს უნდა ჩავაცვათ სრულიად სუფთა ტანსაცმელი, რომელიც ადრევე უნდა მოვამზადოთ. ის ახალგარეცხილი უნდა იყოს, მტვრისა და ჭუჭყის გარეშე. 

რატომ შეიძლება იყოს საშიში ბანაობა სიფრთხილის გარეშე?

თავიდანვე უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ სამი თვე ბავშვს აქვს თანდაყოლილი რეფლექსი, შეიკავოს სუნთქვა ჩაყვინთვის დროს და ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ წყალი თავზე გადაავლოთ. ნებისმიერ შემთხვევაში არ ღირს აბაზანაში ძალიან ბევრი წყლის ჩასხმა, რადგან სიფრთხილე ყოველთვის საჭიროა,  განსაკუთრებით კი მაშინ, თუკი ბავშვს რაიმე დაავადება აქვს ან უბრალოდ, სუსტია. 

დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ბავშვის კისერთან  -  როგორც კვების, ასევე ბანაობის დროს ის კარგად უნდა დავიჭიროთ, რადგან კისრის კუნთები ყველაზე გვიან ვითარდება და სუსტია. 

პირველ თვეებში ბანაობისას დაივიწყეთ სათამაშოები და ნივთები, რომელთა წყალში ჩაყრა შეიძლება. მათ შეიძლება ჩვილს კანი დაუზიანონ, ბავშვის კანი ხომ ძალიან  ნაზია, განსაკუთრებით, სიცოცხლის პირველ ხანაში. 

ასევე, პირველ დღეებში, უნდა მოვერიდოთ სამკურნალო ბალახის ნაყენებსაც, რადგანაც მათ შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში კანი გამოაშრონ. ბალახები სასარგებლოა და თუკი ბალახებს გამოიყენებთ, მაშინ ბავშვს კანი დამარბილებელი საშუალებებით უნდა დაუმუშავოთ.  

თუკი ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებთ, ბავშვის ბანაობა არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ, საკმაოდ სასიამოვნო საქმე იქნება, როგორც თქვენთვის, ასევე - ჩვილისთვის. ის კარგად იმოქმედებს ჩვილზე, მის ნერვულ და იმუნურ სისტემაზე.

კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა