როგორ ავირჩიოთ საუკეთესო საწოლის ფარდა ბავშვის საწოლისთვის

29/06/2020
მომხმარებელი Dmitri Ostashenko Ostashenko
farda sawolistvis

ახალშობილის გაჩენასთან ერთად ახალგაზრდა მშობლები ყიდულობენ ბევრ უკიდურესად საჭირო ნივთს, როგორიცაა მაგალითად აკვანი, საწოლი, სკამი კვებისთვის და მანეჟი. თუმცა საბავშვო ავეჯის მწარმოებლებისგან შემოთავაზებულ საქონელს შორის არის ისეთი რამეებიც რომელთა საჭიროებასაც მშობლები აყენებენ ეჭვქვეშ.

ერთ-ერთი ასეთ ნივთია - ფარდა ბავშვის საწოლისთვის. ზოგიერთ მშობელს ის მიაჩნია დეკორატიულ მოკაზმულობად, სხვანი კი ოცნებობენ მის შეძენვას ფეხმძიმობის პირველივე დღეებში. თუმცა, თუ დეტალურად შევისწავლით ინფორმაციას საწოლის ფარდის მოხმარების შესაძლებლობებზე, მშობლების თვალსაზრისი შეიძლება შეიცვალოს. ვინაიდან საწოლის ფარდა - ეს არ არის საბავშვოს დეკორის უბრალო ელემენტი, არამედ იგი სასარგებლო დამხმარეა ბავშვის დასაცავად ზოგიერთი არასასურველი ფაქტორებისგან.

ფარდების სახეები და განსხვავებები

ვიზუალურად საწოლის ფარდა გამოიყურება როგორც ლამაზი აქსესუარი. უძველეს დროში მისით რთავდნენ სატახტო დარბაზებს, საკურთხევლებს ეკლესიებში და სხვადასხავა ადგილებს, რომელთა განსაკუთრებულობისთვისაც ხალხს უნდოდა ხაზგასმა. ტილო პირველად უძველეს აღმოსავლეთში გამოჩნდა, თუმც სახელწოდება იტალიური აქვს, რომელიც ითარგმნება როგორც „აბრეშუმის ქსოვილი ბაღდადიდან“.

თუმც ტილოს პირველადი დანინულება ოთახის მორთვა იყო, ის აგრეთვე ასრულებს დამცავ ფუნქციებსაც. სხვადასხვა სახის ტილომ შეიძლება დაიცვას ბავშვი:

  • ულტრაიისფერი სხივების პირდაპირი დრტყმისგან;
  • მტვრისგან;
  • მავნე მწერებისგან;
  • ორპირი ქარისგან;
  • უცხოთა არასასურველი მზერისგან;

თავის მხრივ ტილოები გამოირჩევა მიმაგრების მეთოდებით. ერთნი მაგრდებიან მხოლოდ საწოლის თავთან, სხვანი კი მთლიანად ფარავენ მას. პირველ შემთხვევაში ტილო ასრულებს დეკორაციული მოსართავის როლს და ბავშვს ნაწილობრივ იცავს მზის სხივებისგან. მეორეს შემთხვევაში ბავშვს იცავენ ორპირი ქარისგან, მწერებისგან და ინარჩუნებენ სითბოს საწოლი ფარდების შიგნით.

სტანდარტულად საწოლის ფარდა ეკიდება ოვალურ ან ნახევრადმრგვალ საჭერს, რომელიც საიმედოდ არის მიმაგრებული საწოლის თავთან ან გვერდზე დამონტაჟებულ ბოძზე. გვხვდება აგრეთვე უჩვეულო დამჭერებიც, მაგრამ ისინი არცთუ ისე პოპულარულია როგორც კლასიკური ვარიანტი.

ასევე გამოირჩევიან საწოლის ფარდები სიგრძითაც. ის შეიძლება ვარირებდეს ძალიან მოკლედან მაქსიმალურამდე, იატაკის სიგრძემდე. მოკლე მოდელები ემსახურებიან საწოლის მორთვას. ყველაზე მოსახერხებელი და გავრცელებული ვარიანტი აღწევს სწოლის შუამდე, ლეიბის ოდნავ ქვემოთ. ასეთი ფარდა შექმნის ცალკე დამცავ სივრცეს, დაიცავს ბავშვს შუქისგან და არასასურველი მზერისგან ☺. გრძელი ვარიანტიც იმას ემსახურება რასაც საშუალო, მაგრამ იატაკამდე ჩამოშვებულ ფარდამ შეიძლება შექმნას ზოგიერთი სახის სირთულე ბავსვის მოვლის დროს.

საწოლის ფარდები ასევე განსხვავდება ქსოვილის სახეობების მიხედვით, თუ რისგან არის დამზადებული. ფარდები შეიძლება იყოს მსუბუქი და გამჭვირვალე ორგანზა ან მძიმე და მჭიდრო - ფარდებისთვის შეიძლება გამოიყენო სრულიად განსხვავებული ქსოვილები.

მასალა საწოლის ფარდისთვის უნდა შეირჩეს, იმის მიხედვით თუ რა დანიშნულება და ფუნქცია ექნება სამომავლოდ. სივრცის გამოსაყოფად მოუხდება ვუალი და ორგანზა, ორპირი ქარებისგან დასაცავად-მძიმე და მჭიდრო ქსოვილი, დეკორისთვის-მკვეთრი ჩითი, მზის სხივების შესაკავებლად-გაუმჭვირვალი ქსოვილი.

ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება ნატურალური ქსოვილების ფარდა. სინთეთიკისგან დამზადებული ფარდები ცუდად ატარებენ ჰაერს და შეიძლება დროთა განმავლობაში დააგროვონ სტატიკური მუხტი.

და ბოლოს გავალაკები გამოირჩევიან თავისი ფერებით. კლასიკური ვარიანტებია:

  • თეთრი-ნეიტრალური
  • ვარდისფერ-გოგონებისთვის
  • ცისფერი-ბიჭუნებისთვის

თუმც გავალაკის ფერი 100% არ არის დამოკიდებული ბავშვის სქესზე. გავალაკს ძირითადად ირჩევენ ბავშვის საწოლის თეთრეულის და ოთახის საერთო ფონის შესაბამისად.

საწოლის ფარდის არჩევის თავისებურება

უნდა გვახსოვდეს რომ საწოლის ფარდა სრულად არ იცავს ბავშვს მწერებისგან, რადგან ქსოვილი მჭიდროდ ვერ ეკვრის ლოგინს. ის შეიძლება გახდეს წინაღობა შემთხვევით შემოფრენილი ბუზისთვის, მაგრამ ვერ დაიცავს აკვანს ყველა კოღოსგან და ქინქლისგან. მწერებთან დაკავშირებით მწვავე პრობლემის შემთხვევაში სასურველია მოიმარაგოთ სპეციალური კოღოსსაწინააღმდეგო ბავშვის ლოგინისთვის.

ასევე არ უნდა დაგავიწყდეთ ფარდაზე დადებული მტვერიც. რათქმაუნდა მტვერი ედება ფარდის მთელ ზედაპირს და ეს ნიშნავს, რომ ნაკლებად მოხვდება ლოგინში.

ირჩევთ რა საწოლის ფარდას საჭიროა გაითვალისწინოთ მისი რეგულარულად რეცხვის აუცილებლობა. ტულის და ორგანზას ვარიანტი სწრიფად შრება და არ საჭიროებს გაუთოვებას. ასეთი ფარდების მოვლა მარტივია და ადვილიც და რაც მთავარია- სწრაფი. ჭმუჭვნადი ქსოვილებიდან სასურველია ავირჩიოთ მოდელები ფურფუშების და ფურჩალების გარეშე. რადგან ყოველი ნაკეცის გაუთოვებას სჭირდება ბევრი დრო, რაც ახალგაზრდა მშობლებს ხშირად არ ჰყოფნით.

თუ პატარას არ აქვს ცალკე ოთახი და საწოლი განთავსებულია საერთო სივრცეში, საყურაღებოა ის ფაქტი რომ ფარდა იყოს მჭიდრო, გაუმჭვირვალი ქსოვილისგან. ამგვარად ბავშვს ექნება საკუთარი კუთხე, ხოლო ოჯახის დანარჩენი წევრები არ შეაწუხებენ და არ გაუფრთხობენ პატარას ტკბილ ძილს. იმ შემთხვევაში თუ ბავშვისთვის არის ცალკე ოთახი, საკმარისია გამჭვირვალე ფარდა.

კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა