ახალშობილის პირველი დღეები სახლში: რა უნდა იცოდეთ და შეგეძლოთ?

16/09/2020
მომხმარებელი BABYLAND ADMIN

ახალშობილის საავადმყოფოდან სახლში წამოყვანა წარმოუდგენლად ამაღელვებელი მოვლენაა. მით უმეტეს, თუ ახალგაზრდა ოჯახშია პირველშობილი.  სახლში დაბრუნებისთანავე დედისთვის მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნა უმთავრესია, რადგან მისი მთავარი პასუხისმგებლობა ამ დღიდან ბავშვის მოვლა ხდება. Პატარა ჯერ ისევ უსუსურია, მას სჭირდება სათანადო კვება და ჩაცმა და ეს ყველაფერი მშობლებისგან ცოდნაას და უნარებს მოითხოვს. სწორედ ამიტომ დიასახლისობა, ისევე როგორც სხვა სამუშაო, უმჯობესია გადაიდოს რაღაც პერიოდით, იქამდე სანამ ახალგაზრდა მშობლები  სიამოვნებას იღებენ ნანატრი ჩვილის გაჩენისგან და მისი თანმხლები საქმეებისგან.

აკვანი და ძილი

პირველ რიგში ბავშვისთვის დასაძინებელი ადგილი უნდა მომზადდეს. ამისათვის თქვენ უნდა შეიძინოთ აკვანი და ლეიბი. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბავშვის საფენი და საბანი უნდა იყოს დამზადებული სუნთქვადი მასალისგან - სასურველია ბამბისა ან სატინისგან. იყავით მზად იმისთვის, რომ თქვენი პატარა მისი სიცოცხლის პირველ დღეებში უმეტეს დროს ძილში გაატარებს. ბავშვ მხოლოდ საჭმელად გაიღვიძებს - დანარჩენ დროს კი ეძინება. გამოიყენეთ პირველი ორი კვირა მშობიარობისგან რეაბილიტაციის მიზნით.

პირველი ცვლილებები

ახალშობილები დაბადებისთანავე, იშვიათად თუ წააგვანან იდეალურ ჩვილებს საფენის რეკლამებიდან, მაგრამ არ ინერვიულოთ - ეს ორიოდე კვირაში შეიცვლება. ძალიან მალე, შეამჩნევთ თვალსაჩინო ცვლილებებს: სახის შეშუპება გაქრება, თვალები უფრო ფართოდ გაიხსნება და თავის ფორმა თვალებისთვის ბევრად შესაფერისი გახდება.

ბავშვის ბანაობა

თავიდანვე ბავშვის აბაზანაში დაბანა არ შეიძლება - შეგიძლიათ მხოლოდ ნაზად ნამიანი ხელსახოცი გადაუსვათ. ჩვილის ჭიპის ჭრილობა ჯერ არ არის ბოლომდე შეხორცებული და მას უნდა აცალოთ გაშრობა, სანამ მთლიანად არ შეხორცდება. როდესაც პირველი აბაზანის დრო დგება, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პატარას ჯერ კიდევ არ შეუძლია თვითონ დაიჭიროს საკუთარი თავი წყლის ზემოთ, ამიტომ მისი უსაფრთხოებისთვის თავი აუცილებლად თქვენ უნდა დაუჭიროთ ნიკაპი, ხოლო ბანაობის პროცედურის გასაადვილებლად და მეტი უსაფრთოხებისთვის, შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური მოწყობილობა - “სლაიდი”, რომელიც ბავშვის სხეულს სწორ მდგომარეობაში აკავებს.

პირველადი მოვლა

არ შეგეშინდეთ, რომ ახალშობილს ამდენი ყურადღება სჭირდება. საავადმყოფოდან დაბრუნებიდან  რამდენიმე დღეში თქვენ უკვე შეძლებთ საფენების გამოცვლას წამებში და სრულიად დაკარგავთ ჩვილისთვის ფრჩხილების დაჭრის შიშს. იმისათვის, რომ საფენების შეცვლის და მოვლის საჭირო პროცედურები უფრო მოსახერხებელი და მარტივი გახადოთ, უმჯობესია შეიძინოთ სპეციალური საფენების გამოსაცვლელი მაგიდა. თქვენ შეძლებთ თქვენი ბავშვის ყველა საჭირო ნივთის კომფორტულად შენახვის და აუცილებელი ჰიგიენის ეფექტურად დასცვას.

დედის კვება

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ყველა უდავოდ სასიხარულო, მაგრამ არანაკლებ ამაღელვებელ საზრუნაში არის ის, რომ არ დაივიწყოთ დედის ჯანმრთელობა. დედის კვება მაქსიმალურად უნდა იყოს დაბალანსებული და ითვალისწინებდეს აუცილებელი ვიტამინებისა და მიკროელემენტების მიღებას. გახსოვდეთ კალციუმი - რძის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, მაშინ თქვენ საკუთარ კალციუმის მარაგს დაკარგავთ და მაშასადამე სასურველია, რომ მეტი კალციუმი მიიღოთ საკვებიდან ან დანამატებიდან.

ახალშობილი ბავშვი დამოკიდებულია მშობლებზე და მოითხოვს მაქსიმალურ ზრუნვას, ამიტომ პირველ დღეებში მიაქციეთ მას  უწყვეტი ყურადღება. ასე ბავშვი შეძლებს, რომ სწრაფად მოერგოს სამყაროს და მალე მზად იქნება გაგახაროთ მისი პირველი წარმატებებით.

კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა