ფილტრი ფილტრი

ხის საბავშვო საწოლები

როგორ შევარჩიოთ საბავშვო საწოლი

საკუთარი საძინებელი ადგილის საჭიროება ახალშობილის სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ჩნდება. ამავე დროს, ის ბავშვისთვის მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო უნდა იყოს, ხოლო დედისთვის კი მაქსიმალურად მოსახერხებელი. რა დეტალებს უნდა მიაქციოთ ყურადღება საწოლის არჩევის დროს?

საწოლის მასალები

რა შეიძლება იყოს ბუნებასთან იმაზე უფრო ახლო, ვიდრე ნატურალური ხისგან დამზადებული საბავშვო საწოლი? მხოლოდ ნატურალურ ხეს გააჩნია ეკოლოგიურობის და უსაფრთხოების უმაღლესი მაჩვენებლები, მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალური ხასიათი, განუმეორებელი ტექსტურა, დადებითი ენერგეტიკა და განსაკუთრებული აურა. ეს ყოველივე, დაბადების დღიდან, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს პატარა ადამიანის ჯანმრთელობაზე, მისი ემოციური მდგომარეობის ფორმირებასა და კარგ განწყობაზე. აუცილებელია, რომ საწოლის ზედაპირი იყოს დაფარული წყლის ბაზაზე დამზადებული ლაქ - საღებავებით, რომლის ჰიპოალერგიულობა და უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან გვერწმუნეთ, პატარა მათ აუცილებლად დააგემოვნებს.

დაწვრილებით

კონსტრუქცია

საბავშო საწოლს ყველა მხრიდან მომრგვალებული კუთხეები უნდა ჰქონდეს. შემდგომ ყურადღებას ვამახვილებთ მის ფუნქციონალობაზე, რაც უფრო მეტად ფუნქციონალურია საწოლი, მით უფრო კომფორტულია ის დედისთვის. მატრასის დონის რეგულირება, სიმაღლეში რეგულირებადი მოაჯირი, მორეზინებული გორგოლაჭები, სარწევი მექანიზმი, ტევადი უჯრა პირველადი მოხმარების ტანსაცმლის, თეთრეულის და სხვა უამრავი წვრილმანისთვის. ეს ყოველივე გაცილებით გაუადვილებს და კომფორტულს გახდის დედისთვის ახალშობილის დაძინებას და მოვლას. საწოლი შესაძლებელია იყოს ტრანსფორმერი, რომლსაც დაბადებიდან თინეიჯერობამდე გამოიყენებთ. იხილეთ ასეთი გადაწყვეტილებების ვარიანტები კატეგორიაში საწოლი - ტრანსფორმერები.

დიზაინი

საბავშვო საწოლი თქვენს სახლში საპატიო ადგილს რამდენიმე წლის განმავლობაში დაიკავებს, ასე რომ არასათანადოდ არ შეაფასოთ მისი დიზაინის მნიშვნელობა და ის ფაქტი თუ რამდენად შეესაბამება იგი თქვენს ინტერიერს. საგულდაგულოდ შერჩეული დიზაინი მეტ სიმყუდროვეს და ზღაპრულ გარემოს შეუქმნის ბავშვს. გახსოვდეთ, თავის საწოლში ის განსაკუთრებულად დაცულად, როგორც საკუთარ სახლში გრძნობს თავს. თქვენ პატარას წინ უამრავი ლამაზი სათამაშოები, საინტერესო წიგნები და სასიხარულო თავგადასავალები ელოდება. მაგრამ ეს ყველაფერი წინ არის. ახლა კი მთელი სამყარო - მისი საწოლია.

Labebe ონლაინ ბუტიკი გთავაზობთ საბავშვო საწოლების ყველაზე ფართო ასორტიმენტს, სხვადასხვა დიზაინსა და კონსტრუქციებში, მაგრამ ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებს - უკომპრომისო ხარისხი და უსაფრთხოება.