როგორ ავარჩიოათ სარწეველა?

16/09/2020
by BABYLAND ADMIN

ბავშვის დაბადება - უმნიშვნელოვანესი მოვლენაა მშობლებისთვის, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს - უნდა მოეწყოს მოხერხებული ადგილი ჩვილის დასაძინებლად. მას არა მხოლოდ საწოლი სჭირდება, არამედ კომფორტული პირობები ძილისთვის. ჩვილს სარწეველაში უნდა ეძინოს, რომელიც მისთვის მოსახერხებელ ადგილად იქცევა. სარწეველა არის საწოლი, რომელიც ირწევა, რათა ჩვილს კარგად ჩაეძინოს. ამასთანავე, სარწეველა ეკო მასალისგან უნდა იყოს დამზადებული, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ის ჩვილისთვის მოსახერხებელი და უსაფრთხო იქნება. 

სარწეველა სიცოცხლის პირველ წელიწადს გამოიყენება, შემდეგ ბავშვი ჩვეულებრივ, პატარა საწოლში გადაწვება. ერთი შეხედვით სარწეველა დროებითი ნივთია, მაგრამ ამის მიუხედავად მასზე უარის თქმა არ ღირს. პირველი წელიწადი ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი შვილის ცხოვრებაში. 

განვიხილოთ სარწეველას ტიპები და მიზეზები, თუ რატომ უნდა იყიდოთ ესა თუ ის მოდელი. 

სარწეველები ყველაზე ხშირად დასაკიდია და ჭერზე მაგრდება. თუმცა, დღეს ისინი არქაულად გამოიყურება. თანამედროვე დასაკიდი სარწეველები ხშირად იატაკზე მდგარ საყრდენზე მაგრდება. ასე ვიღებთ სარწეველას, რომელიც თან ჰაერში ჰკიდია და თან უსაფრთხოდაა დამაგრებული. განსაკუთრებით მოსახერხებელია ის, რომ შეიძლება მათ  ადგილი შევუცვალოთ, რათა დედას დარწევა გაუადვილდეს. 

აქ მთავარი კრიტერიუმი მაღალი გვერდებია - მოძებნეთ ასეთი სარწეველა, რათა ჩვილი არ გადმოვარდეს. 

შემდეგი ტიპი - მოსადგამი სარწეველებია. სარწეველა ბორბლებზე დედას საშუალებას აძლევს, ბავშვი პირდაპირ საკუთარი საწოლიდან გადააწვინოს. ასე მიიღწევა მაქსიმალური სიახლოვე დედასა და ჩვილს შორის. სარწეველას გვერდი შეიძლება ძირს ჩაუშვათ, შედეგად კი  დედისა და ჩვილისთვის ერთიანი საწოლი იქმნება. 

ელექტრონული სარწეველა ასევე მოსახერხებელი საშულებაა და ბევრ შესაძლებლობას იძლევა მრავალფეროვნებისთვის. ეს სარწეველას ყველაზე თანამედროვე და ძვირიანი მოდელებია, მაგრამ, როგორც გითხარით, მათში ბევრი რამაა გათვალისწინებული ბავშვისთვის. ტექნოლოგიას შეუძლია დროებით შეცვალოს დედა, თუკი მას რაიმე სამუშაოს შესრულება უწევს. 

რა შეუძლია ასეთ სარწეველას? მას შეუძლია დაუკრას დამამშვიდებელი მელოდიები, მათ შორის - შეუძლია გულისცემის სიმულირებაც. ეს ძალიან ეხმარება ჩვილს ჩაძინებაში, რადგან გულისცემის ხმა  იმ დღეებს ახსენებს, რომელიც მუცლადყოფნის დროს გაიარა. ამგვარ სარწეველა თავისით ირწევა  და დედის გამუდმებით ყოფნა ჩვილთან საჭირო აღარ არის. რკალებზე, რომლებიც ამგვარ სარწეველებზეა დამაგრებული, შეიძლება ჩამოვკიდოთ სათამაშოები, რაც ძალიან სასიამოვნო იქნება ჩვილისთვის და ცოტა ხნით გაართობს მას. 

როგორც მოსალოდნელი იყო, მაგვარი სარწეველები ძვირი ღირს, განსაკუთრებით ახალი მოდელები ვიდეო-ძიძით. 

ტრანსფორმერი 2/1-ში - სარწეველების ეს ტიპი ძალიან პრაქტიკულად ითვლება. პირველი 6 თვე ჩვილი შეიძლება იწვეს სარწეველაში, რის შემდეგაც საწოლში გადაწვება, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს. ასეთ საწოლების ძირი შეიძლება დაბლა დამაგრდეს, შესაბამისად ის სარწეველადან საწოლად გადაიქცევა. 

ზოგიერთი სარწეველა ისე განვითარებული, რომ შეიძლება რვა სხვადასხვა პოზიცია ჰქონდეს და ბავშვის ზრდასთან ერთად შეიძლება მოზარდის საწოლადაც კი გადაკეთდეს. ზოგიერთები კი შემდგომში სკამად ან მაგიდად შეიძლება ვიხმაროთ.

გადასატანი სარწეველა ხშირად ეტლის ნაწილია - ის იკიდება, მაგრამ შეიძლება მოიხსნას და სხვა ადგილას გადაიტანოთ. არსებობს ავტო-სარწეველაც, რომელიც მანქანაში მაგრდება.  ეს სარწეველას ყველაზე უკეთესი სახეობა არ არის, მაგრამ ხანმოკლე მოგზაურობის დროს ძალიან მოსახერხებელია. სახლში მათი გამოყენება არ ღირს, მანქანასა და ეტლში კი პრაქტიკულია.

Comments

No posts found

Write a review