ბავშვის საწოლი როგორი ყნდა იყო?

01/07/2020
by BABYLAND ADMIN
bavshvis sawoli

მომავალი მშობლებისთვის არსებობს ახალშობილისთვის აუცილებელი საგნების და ნივთების ჩამონათვალი და ამ სიის პირველივე რიგშია საბავშვო საწოლი. ბავშვის დაბადების შემდეგ ის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საჭირო ნივთს, როგორც თავად ბავშვისთვის ასევე მისი მშობლებისთვის.

ბავშვის საწოლის სახეობები

გეჩვენება თითქოს აღარაფერი გასაოცარის და უჩვეულოს გამოგონება აღარ შეიძლება, მაგრამ აღმოჩნდა რომ შეიძლება. ასე რომ დღეს არსებობს მართკუთხა, მრგვალი, ოვალური, სხვადასხვა ფერის და დიზაინის ლოგინები. დღესდღეისობით, ყოველგვარი სირთულის გარეშე, შეიძლება დიზაინირებული საწოლის ყიდვა ბიჭუნასთვის ან გოგონასთვის, რომელიც იქნება შეფერილი ვარდისფერ ან ცისფერ ფერებად და იქნება მორთული სახასიათო ნახატებით და სტიკერებით. უფრო მეტიც, არსებობს საბავშვო ლოგინები, რომლებსაც ეწოდებათ მზარდი ან ტრანსფორმერი. ასეთი ლოგინების მთავარი თავისებურება ისაა, რომ ბავშვის ზრდის და აქტიურობის მიხედვით, შეიძლება მათი ზომაში მომატება დამატებითი ნაწილების ან პანელების მეშვეობით. ხოლო უფროსი ბავშვებისთვის ასეთი ლოგინები შეიძლება ტრანსფორმიდრეს მაგიდად და სკამებად, რაც ძალიან მოსახერხებელია და ოჯახის ბიუჯეტსაც უწევს ეკონომიას.

საბავშვო ლოგინების ძირითადი პარამეტრები

საბავშვო ლოგინს დიზაინისა და ფორმისგან დამოუკიდებლად უნდა ახასიათებდეს ძირითადი თავისებურება - საწოლის ფსკერის რეგულირება. საწოლის ფსკერი რეგულირდება ყოველ ბავშვზე ინდივიდუალურად ასაკისა და აქტიურობის მიხედვით. ახალშობილ ბავშვს მოუხდება მაქსიმალურად მაღალი ფსკერი, რაც მოსახერხებელია დედისთვის, რათა ადვილად ჩააწვინოს და ამოიყვანოს ბავშვი. ხოლო იმ ბავშვისთვის რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად წამოჯდომა და მოაჯირების დახმარებით ფეხზე ადგომა, ბავშვისავე უსაფრთხოებისთვის ჯობია, რომ საწოლის ძირი იყოს მაქსიმალურად დაბალი. ასე რომ, საწოლი დაწეული ძირით იქცევა მანეჟად სადაც შეიძლება ბავშვის მოთავსება სათამაშოებთან ერთად და ამავდროულად საკუთარი საქმეების კეთებაც რა დროსაც არ ინერვიულებ, რომ ბავშვი გადმოვარდება ან გამოძვრება.

აქსესუარები საწოლისთვის

ბავშვის საწოლების მრავალგვარობასთან ერთად არსებობს ასევე მრავალნაირი აქსესუარი თავად საწოლებისთვისაც, რომელთა უმეტესობის შეძენა ცალკეც შეიძლება. იმისათვის, რომ შეიძლებოდეს საწოლის ადგილზე გაქანება შესაძლებელია სპეციალური ქანქარას შეძენა განივი ან გრძივი მდგომარეობით. საწოლის შიგნით სიმყუდროვის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაგეხმარებათ რბილი დაფები, რომლებიც ემაგრება საწოლის მოაჯირს ყველა მხრიდან. ჩვეულებისამებრ დაფები არსებობს სახვადასხვა დიზაინის, ფერის სიმაღლის და სირბილის დონის. ბავშვის გართობა ლოგინში კი შეიძლება საწოლის ერთ-ერთ კუთხეში მიმაგრებული სათამაშოებიანი მოძრავათი . ბავშვის საწოლის სხვა აქსესუარს და მორთულობას წარმოადგენს საწოლი-ფარდები და მათი დამჭერი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში შეიძლება მათ გარეშეც გაართვა თავი.

საწოლის მნიშვნელობა ბავშვისთვის

ბავშვი პატარა ადამიანია, რომელსაც აქვს თავისი ძილისა და დასვენების ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები. და ამ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ბავშვს ესაჭიროება საკუთარი საწოლი. გარდა ამისა ბავშვს ზრდასთან ერთად ეცოდინება, რომ მას აქვს თავისი დასაძინებელი ფართი სახლში. მშობლებმა კი მუდამ თავის საწოლში უნდა ჩააწვინონ ბავშვი, იქნება ეს დღის თუ ღამის ძილი. ამრიგად ბავშვი მალე დაეუფლება დამოუკიდებლად ჩაძინების უნარჩვევას. და მას რომ ნამდვილად მოუნდეს თავის საწოლში დაძინება, ამისათვის იქ უნდა შევუქმნათ მაქსიმალურად კომფორტული და მყუდრო ბუდე.

შემთხვევა როდესაც საწოლმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვს

ბავშვის საწოლის უპირატესობისა და აუცილებლობის მიუხედავად, არსებობს შემთხვევები, როდესაც საწოლმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვის განვითარებას. ეს შეიძლება მაშინ მოხდეს თუ ბავშვი ძალიან დიდხანს და ხშირად იმყოფება ლოგინში მარტო, აქტიურობისა და უფროსების ყურადღების გარეშე. რის შედეგადაც ნელდება ბავშვის განვითარება, წყდება კავშირი უფროსებთან და ბავშვს უქვეითდება ფიზიკური აქტიურობა. თუ ბავშვი გამოთქვამს თავისი საწოლის მიტოვების სურვილს, არ შეიძლება მისი იგნორირება, აუცულებელია მისთვის ყურადღების დათმობა და სხვა სივრცეში გადაყვანა, მაგალითად იატაკზე სხვა სათამაშოებთან ახლოს.

Comments

No posts found

Write a review