საყიდლების სია ახალშობილისთვის

16/09/2020
by BABYLAND ADMIN

ბავშვის დაბადება - ყოველთვის დიდი ცვლილებაა ოჯახის ცხოვრებაში. ჩნდება ახალი ადამიანი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ახლობლისთვის. როგორც მოსალოდნელია, ბავშვი ძალიან ფაქიზი და სუსტი არსებაა, რომელსაც სპეციალური მოვლა და მუდმივი ყურადღება სჭირდება. 

არაა დასამალი ის, რომ ახალგაზრდა მშობლები ყველაფერს აკეთებენ, რათა მაქსიმალურად მოემზადონ ჩვილის დასახვედრად და იდეალურ პირობები შეუქმნან. ბევრი ნივთია საყიდელი, ჩვილს ბევრი რამ სჭირდება და ჯანმრთელი რომ გაიზარდოს, მშობლებმა ამისთვის თავიდანვე უნდა იზრუნონ. 

ჩვილს დასჭირდება ავეჯი დასაძინებლად, ტანსაცმელი, საჭმელი, აბაზანის აქსესუარები და ბევრი სხვა რამ. ქვემოთ ჩამოვთვლით, თუ რა დაგჭირდებათ ოჯახის ახალი წევრისთვის. 

აუცილებლად დაიმახსოვრეთ ერთი რამ! შეიძინეთ უნისექსი ნივთები, ხანდახან ექოსკოპიური კვლევაც ცდება და ბიჭი შეიძლება გოგოდ მოგვევლინოს და პირიქით. 

მოვლა 

იყიდეთ საფენები, მაგრამ არ შეიძინოთ დიდი შეკვრა. შეიძლება ისინი ჩვილს არ მოერგოს, მაშინ კმაყოფილები დარჩებით, რომ დიდი ყუთი არ იყიდეთ. 

კრემი გამომწვრისთვის, რომელიც უზრუნველყოფს  იმას, რომ ჩვილს არ გაუჩნდეს გამონაყარი და აკნე. 

მნიშვნელოვან საყიდლებს მიეკუთვნება ბავშვის კრემი და სპეციალური საბავშვო საპონი. 

ისეთი ფრჩხილის მაკრატელი უნდა ავარჩიოთ, რომელიც უსაფრთხო იქნება ბავშვებისთვის. 

თმისთვის უნდა ვიყიდოთ უსაფრთხო სავარცხელი,  დასავარცხნად და მასაჟისთვის. 

ყურების საწმენდად უნდა ვიყიდოთ სპეციალური ბამბის საწმენდები შემზღუდავით, სახის გასაწმენდად კი ბამბის ფთილები და სახის ლოსიონი. 

სახლის აფთიაქი უნდა შევავსოთ ბრილიანტის მწვანით, წყალბადის ზეჟანგით და ნებისმიერი ჭრილობის კრემით. 

ასევე, სასურველია შეიძინოთ ზეთი მასაჟისთვის. 

საბანაოდ უნდა შეიძინოთ რბილი პირსახოცი და საშულებები ბანაობისთვის - ლოსიონები, კრემები, შამპუნები. ასევე საჭიროა თერმომეტრიც, რათა წყლის ტემპერატურა გაზომოთ. საბანაო აბაზანა შიგნიდან პრიალა უნდა იყოს, კარგი იქნება, თუკი გექნებათ გასაბერი მატრასი და რგოლი ბანაობისთვის. 

საკვებად უნდა შეიძინოთ ხარისხიანი რძის შემცვლელი, თუმცა, ბავშვის ძუძუთი კვება ყველაზე უკეთესია - მეცნიერებმა ბევრჯერ დაამტკიცეს, რომ ძუძუთი კვება ყველაზე საუკეთესოა ჩვილისთვის. 

დასაძინებლად უნდა შეიძინოთ საწოლი, თუმცა, შესაძლოა, პირველ წელს ის ცარიელიც კი იყოს, რადგან ძალიან ხშირად ჩვილს უკეთ ძინავს დედის ხელში და მის გვედრით. მაგრამ როცა ის საწოლში გადაწვება, იქ  რბილი მატრასი და თბილი საბანი უნდა დახვდეს. თეთრეული ხშირად უნდა გამოიცვალოს. 

ბავშვზე დასაკვირვებლად სასურველია გქონდეთ ვიდეო ან აუდიო-ძიძა, რომელიც გაჩვენებთ, რას აკეთებს ჩვილი - სძინავს თუ თამაშობს. 

ქალაქის ბინაში ჩვილისთვის სასურველია იყიდოთ ჰაერის დამატენიანებელი. 

სუფთა ჰაერზე სასეირნოდ, უპირველეს ყოვლისა, ვყიდულობთ ეტლს, ასევე ბადეს კოღოებისგან დასაცავად და საწვიმარს. 

სასეირნოდ დაგვჭირდება ბავშვის საკვების წაღება, ამისთვის სასურველია, გვქონდეს თერმოჩანთა, რათა საკვებმა სითბო შეინარჩუნოს. 

ასევე უნდა შეიძინოთ ფლანელის საფენები ძილისთვის და სასეირნოდ, რადგანაც ეს მასალა იდეალურია ბავშვის კანისთვის. 

ჩასაცმელიდან უპირატესობა უნდა მიანიჭოთ კომბინიზონებს, იმიტომ, რომ ისინი ყველაზე თბილია  და მარტივია სახმარად. ასევე შეიძინეთ წინდები, ქუდები და თხელი  ქუდები, რადგანაც სითბოს დიდ ნაწილს ბავშვი სწორედ თავიან კარგავს.  შეგიძლიათ ასევე, შეიძინოთ ბოდეები და პერანგები. 

რეცხვისთვის შეიძინეთ სპეციალური სარეცხი ფხვნილი, რომელიც უსაფრთხოა ბავშვებისთვის. 

56 ზომა საუკეთესოდ ითვლება, ამიტომ, არფერი უჭირს, თუკი ჩასაცმელი დიდია, ბავშვები ჩქარა იზრდებიან და ძალიან მალევე მოგიწევთ 62-ე ზომის შეძენა.

Comments

No posts found

Write a review