საბავშვო ოთახის დიზაინი

26/06/2020
by Dmitri Ostashenko Ostashenko

საბავშვო ოთახი, მიუხედავად იმისა ბიჭის არის თუ გოგოსი, მოსწავლის თუ ახალშობილის, უნდა გამოირჩეოდეს თავისი უნიკალურობით, მოხერხებულობით და განუმეორებლობით. დიზაინის გაფორმებისას აუცილებელია მიჰყვე განსაზღვრულ მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ძვირფასი, ყოვლისმომცველი გაფორმება დაკარგავს ყოველგვარ აზრს.

...

უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ოთახი უნდა იყოს:

-ნათელი. ბუნებრივი დღის განათების გარდა, ზედმიწევნით უნდა იქნას გათვლილი დამატებითი შუქის წყაროც. ასეთებად შეიძლება გამოდგეს ბრა და ილუმინატორები, ნათურები და ჭერის განათებები.

-თბილი. სასურველია ბავშვის საძინებელი არ იყოს კუთხის ოთახი. კარგი იქნება თუ ფანჯრები მზის მხარეს გადის. დამხმარე გამათბობელის სახით, თბობადი იატაკის არსებობა სულაც არ არის სასურველი. შეიძლება ამაო უპირატესობად ჩაითვალოს მშრალი ჰაერის დამატებითი წყარო.

-ფართო. არ უნდა დავტვირთოთ ოთახი მასიური და ზედმეტი ავეჯით. ბავშვისთვის აუცილებელი პირობაა სივრცე აქტიური თამაშებისთვის გართობისთვის და დასვენებისთვის. ბავშვის ფანტაზიისთვის სრულიად კმარა 20-22 კვ.მ.


არ უნდა გამოვეკიდოთ მოდას და უკანასკნელ სიახლეებს. ბავშვის ოთახის გასაფორმებლად საკმარისია უსაფრთხო და უბრალო მასალა და საგნები.

-კედელის ქაღალდი უნდა იყოს ნათელ ფერებში.

-ნატურალური ხარისხიანი ხის ავეჯი; წნული ავეჯი;

-ფანჯრის დეკორისთვის შეარჩიეთ მსუბუქი მასალა;


საძინებელ ადგილს უკეთ მოუხდება ლეიბი ნატურალური შემავსებლით: სიზალი ან ქოქოსი.


ოთახის დიზაინი დამოკიდებული იქნება ბავშვის ასაკზე. ახალშობილისთვის საჭიროა ისეთი ნიუანსების გათვალისწინება როგორიცაა:

-მშვიდი და ნათელი დიზაინის ოთახი, მკვეთრი კონტრასტული გადასვლების გარეშე. ჭერი უბრალოდ თეთრად შეიღებოს, კედლებზე გაიკრას უბრალო ქაღალდი ან შეიღებოს წყალში გაზავებული საღებავით. პატარას ოთახში უნდა იყოს ყველაზე საჭირო ავეჯი: ბავშვის საწოლი, საფენების საცვლელი მაგიდა, კომოდი, პატარა კარადა. არ უნდა იყოს არავითარი ზედმეტი მტვრის შემაგროვებელი ნივთები.

-ორწლამდე ასაკის ბავშვებითვის ოთახი შეიძლედა დაიყოს სხვადასხვა თემატურ სივრცედ: დასვენების და ძილის ზონად, სათამაშო ზონად, შემეცნებითი საქმიანობის ზონად.

ცალკეული ზონების გასაფორმებლად იყენებენ თანამედროვე დიზაინერულ ნივთებს: ტიხრებს და თაღებს, უძრავი და მოძრავი ფარდებს, მრავალფუნქციურ საბავშვო ავეჯს, ფერად გაფორმებას და დამატებით განათებას.

ირჩევ რა დიზაინს ბავშვის ოთახისთვის, აუცილებელია გაითვალისწინო ბავშვის ყველა სურვილი და უპირატესობა. შეინარჩუნოთ თქვენი ფანტაზიების ადეკვატურობა და თანმიმდევრულობა.

Comments

No posts found

Write a review