როგორ შევარჩიოთ სკამი ბავშვის საკვებად?

16/09/2020
by BABYLAND ADMIN
Happy Baby High Chair

საჭმელად ბავშვის დიდებთან ერთად დასმა აჩენს აუცილებლობას, მოეწყოს  ადგილი  სასადილო მაგიდასთან. ჩვილს სკამზე დამოუკიდებლად ჯდომა ჯერ კიდევ არ შეუძლია, ამიტომაც საჭიროა სპეციალური სკამი, რომელიც ბავშვის კვებას გაამარტივებს.  

სახეობები

ყველა მშობელს სურს, შესაბამისი პირობები შეუქმნას საკუთარ პირმშოს. ამას გარდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ავეჯის და ნივთების გარეგნულ იერსაც. საბედნიეროდ, დღეს არჩევანი დიდია. მთავარია, სკამმა ბავშვი დააინტერესოს, რათა მიჩვევის პროცესი უმტკივნეულოდ წარიმართოს.

ასორტიმენტი ვრცელია, თუმცა, გამოიყოფა სკამების რამდენიმე სახეობა:

  • მაღალი სკამი. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვარიანტია. ესაა ხის ან პლასტმასის მყარი კარკასი რბილი საჯდომით. მოდელი ადვილად იწმინდება, ბალიში ირეცხება მანქანაში ან ხელით. კონსტრუქცია ისეა აწყობილი, რომ ჩვილს არ უწევს  გადაიხაროს ან გაიწიოს საკვებისაკენ. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ბავშვმა ზურგი სწორად დაიჭიროს. 
  • ტრანსფორმერი. მრავალფუნქციურ ავეჯზე დიდი მოთხოვნაა. თანაც, კონსტრუქცია საშუალებას იძლევა, რომ ის გამოყენებულ იქნას, როგორც სკამი, სარწეველა, საწოლი, შეზლონგი. ბავშვი მას ადრეული ჩვილობის ასაკიდან მოიხმარს. 
  • ბუსტერი. ეს კომპაქტური და მობილური ვარიანტია. ის ჩვეულებრივ სკამზე მაგრდება, რასაც  სულ რამდენიმე წუთი სჭირდება და მოსახერხებელია სახლის გარეთ გამოსაყენებლად. 
  • დასაკიდი. კარკასი მაგიდის კიდეზე მაგრდება. მოსახერხებელია მცირე ზომის შენობებში. ოპტიმალურია მოგზაურობის დროს. 

ყურადღება: დასაკიდი კონსტრუქცია არ შეიძლება დამაგდეს შუშის ზედაპირზე. ყიდვამდე დააზუსტეთ, რა სისქის მაგიდის ზედაპირზეა გათვლილი მექანიზმი. 

არჩევანის თავისებურებები 

ჩვილისთვის სკამის შეძენა მნიშვნელოვანი ამოცანაა. მოდელის ხარისხსა და მოხერხებულობაზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად კომფორტულად იქნება ჩვილი. დაგეგმვის ეტაპზე უნდა განისაზღვროს ძირითადი კრიტერიუმები, რომლებიც საბოლოო არჩევანზე მოახდენს ზეგავლენას. 

  1. ზომები. სურვილი, რომ დაიზოგოს ადგილი, აიძულებს მშობლებს ყურადღება მიაქციონ სკამის ზომას. თუნდაც ყველაზე ფუნქციური, მაგრამ დიდი კონსტრუქცია მაინც ქმნის უხერხულობას. მოსახერხებელია დასაკეცი მოდელები, რომლებიც მარტივად დაიშლება ჭამის შემდეგ.   
  2. მასალა. პირველ ადგილასაა უსაფრთხო მასალა. სინთეტიკური კომპონენტები ზრდის ალერგიული რეაქციების რისკს, ამიტომ მიზანშეწონილია ყურადღებით გავეცნოთ ინსტრუქციას. დეტალების კომპლექტს მოყვება სერთიფიკატი, სადაც მოცემულია გამოყენებული მასალების ჩამონათვალი. თუკი გამყიდველი ვერ წარმოადგენს ნივთის ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტს, სჯობს თავი შევიკავოთ შეძენისგან. 
  3. მოძრავი მექანიზმი. ბავშვი ჩქარა იზრდება, ამიტომ სტატიკური სკამი არ არის მოსახერხებელი.  უნდა შეიძლებოდეს საჯდომის სიმაღლის და მდგომარეობის რეგულირება. სამაგრი ნაწილების სიმყარე და ფუნქციურობა ნივთის შეძენამდე უნდა შემოწმდეს.  
  1. თანმხლები აქსესუარების არსებობა. საბაზისო კომპლექტი შედგება კორპუსისა და საჯდომისგან. მოდერნიზებულ მოდელებს მოყვება მაგიდა, სარწეველა, უსაფრთხოების ქამრები, ჭურჭელი. 
  1. უსაფრთხოება. უპირველეს ყოვლისა, სიმყარე. ავეჯი არ უნდა ირყეოდეს, არ უნდა გადაადგილდებოდეს. ზედაპირი უნდა იყოს ნახლეჩების, ნაპრალების და დაზიანებების გარეშე. 

ეს მნიშვნელოვანია! საკვები სკამი ბავშვის წონის მიხედვით უნდა შეირჩეს. გათვალისწინებული უნდა იყოს ის, რომ ჩვილი სწრაფად იზრდება, ამიტომ უნდა შეირჩეს ვარიანტი „პერსპექტივით“ 

ახლაგაზრდა მშობლებმა რთული არჩევანი უნდა გააკეთონ. დიდ ასორტიმენტს შორის უნდა ამოირჩიონ ის, რომელიც წლების მანძილზე გამოადგებათ. პროცედურა რომ გამარტივდეს, უმჯობესია, ძიება ადრევე დაიწყოს.

Comments

No posts found

Write a review