როგორ შევარჩიოთ განსავითარებელი ხალიჩა?

16/09/2020
by BABYLAND ADMIN
ganmavitarebeli khalicha

ყველა დედას უნდა, რომ მისი შვილი მარტო ჯანმრთელი კი არ იყოს, არამედ ასაკის შესაბამისად ვითარდებოდეს. ამაში მას სხვადასხვა ნივთი დაეხმარება, რომლებიც მაღაზიებში დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი. მაგალითად, განმავითარებელი ხალიჩა

რა არის ეს?

საუბარია თანამედროვე ბავშვის ყოფის სასარგებლო ინსტრუმენტზე. ის ეხმარება ბავშვს შეიცნოს გარემომცველი სამყარო, განივითაროს მოტორიკა, შეისწავლოს ფერები, ფორმები და უბრალოდ, ითამაშოს.  

ეს მნიშვნელოვანია! ხალიჩის არჩევის დროს ყურადღება მიაქციეთ მასალას, რომლისგანაც არის დამზადებული. ის არ უნდა იყოს ტოქსიკური, შეხებისას უნდა იყოს სასიამოვნო და უსაფრთხო ნედლეულისგან დამზადებული. ხანდახან კომპლექტში პატარა სარკეც შედის, მაგრამ მასაც რბილი ქსოვილი უნდა ჰქონდეს შემოკერილი, რათა პატარამ შემთხვევით არ გატეხოს და არ გაიჭრას. დედა სრულიად დარწმუნებული უნდა იყოს, რომ თამაშისას ბავშვი  თავს არ დაარტყამს, არ გაიკაწრავს და რაიმეს არ დაიშავებს. 

რა სასარგებლო ფუნქციები აქვს განმავითარებელ ხალიჩას? 

1. ავითარებს დაჭერის რეფლექსს. იმისთვის, რომ კონკრეტული  სათამაშო აიღოს, ბავშვი უნდა მოსწვდეს მას და ხელში დაიჭიროს. 

2. ბავშვს უვითარდება ინტერესი, გამოიყენოს საკუთარი უნარები.

3. მხედველობის ვარჯიში და გაუმჯობესება. რადგანაც სათამაშოები ხალიჩაზე ბავშვის მზერისგან სხვადასხვა მანძილითაა დაშორებული, ის უბრალოდ კი არ უყურებს მათ, არამედ სწორად აღიქვამს ირგვლივმომცველ სივრცეს.  

4. მცირე მოტორიკის გაუმჯობესება. ხალიჩაზე განლაგებულია ნივთები სხვადასხვა ზედაპირით. ბავშვს შეუძლია ისინი შეარხიოს და დაიჭიროს. 

5. პატარას უვითარდება მიზეზ-შედეგობრივი კავშირების აღქმა. თითქოს რაში უნდა დაეხმაროს აქ ხალიჩა? არადა, ის ძალიან მარტივად მუშაობს. მაგალითად, ბავშვი გამოსწევს ზონარს, ისმის მელოდია, აჭერს კლავიშს, რომელიც გამოსახულია ნაკეთობაზე და გაისმის ხმა, იჭერს ჩამოკიდებულ ნაწილს, რომელიც წრიპინებს და ა. შ. ზოგიერთ ხალიჩას თან ახლავს ცხოველები, მათზე ხელის დაჭერისას, ბავშვი სწავლობს იმ ხმების ცნობას, რასაც ისინი გამოსცემენ. თუმცა, ამგვარი მოდელები შედარებით უფროსი ბავშვებისთვისაა. 

6. სმენის განვითარება. მიზანშეწონილია ავირჩიოთ ისეთი ხალიჩა, რომელიც გარდა სტანდარტული სიმღერებისა და მელოდიებისა, სხვადსხვა წრიპინსა და სრუტუნს გამოსცემს. 

განმავითარებელი ხალიჩა -  პირველი დამხმარე სასწავლო საშუალებაა ჩვილისთვის. მის ხარისხზეა დამოკიდებელი, როგორი წარმოდგენები და უნარ-ჩვევები განუვითარდება ბავშვს ჩვილობაში. სწორად შერჩეულ ხალიჩას არ უნდა ჰქონდეს ნაკლი. ამას გარდა, დიდ უპირატესობად ითვლება ის, რომ ბავშვები, როგორც წესი, ყოველთვის ინტერესდებიან მსგავსი ნაკეთობებით, ისინი ხომ ყოველდღიურად შეიმეცნებენ სამყაროს, მათ სურთ შეეხონ ჩამოკიდებულ ნივთებს, მოისმინონ ხმები და ა.შ.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ხალიჩის შერჩევის დროს? 

1. ზომას. დღეს მაღაზიები ბევრ სხვადასხვა მოდელს გვთავაზობს, დაწყებული შედარებით მცირე  (დაახლოებით 50 სმ)  დამთავრებული მოზრდილი ხალიჩებით (დაახლოებით 150 სმ სიგრძეში). სულ პატარა ბავშვებისთვის დიდი ზომის განმავითარებელი ხალიჩის  ყიდვა არ ღირს, რადგანაც ბავშვს დიდ სივრცეში ორიენტაცია გაუჭირდება. შედეგად ყურადღება იფანტება და ეს სულაც არ არის ის, რაც ბავშვს განვითარებისთვის სჭირდება. დიდი ზომის მოდელი მაშინ უნდა შევარჩიოთ, როცა ბავშვი მოიზრდება და უფრო დიდი ტერიტორია სჭირდება თამაშისთვის. 

2.დამცავი გვერდების არსებობა. ამ ნაწილს შეუძლია ხალიჩა არა მხოლოდ სათამაშო მოედნად აქციოს, არამედ ჩვილების მინი-მანეჟიც კი ჩაანაცვლოს. თუკი საჭირო გახდება, შესაძლებელია გვერდების დაკეცვა და ამით სივრცის გაფართოება. 

3. ცვლადი რკალების არსებობა. ასეთი ნაწილები დედას აძლევს შესაძლებლობას ხალიჩის განმავითარებელი შესაძლებლობები გაზარდოს. რკალებზე შეიძლება ახალი ნივთების დაკიდება, რომლებიც ბავშვს დააინტერესებს. ესაა ჩამოსაკიდი სათამაშოები, სპეციალური უსაფრთხო რეზინები და ა. შ. თუმცა, ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია რკალების მდგრადობა. 

ამგვარად, სწორად შერჩეული განმავითარებელი ხალიჩა - არა მხოლოდ „სასწავლო საშუალებაა“ პატარასთვის, არამედ ესაა უსაფრთხოება, საინტერესო სათამაშო და ცოტა თავისუფალი დრო დედისთვის, რათა აუცილებელი საქმეებით დაკავდეს. 

Comments

No posts found

Write a review