როგორ მოვაწყოთ ბავშვის ოთახი – რჩევები

ბავშვის საძინებლის გაფორმება მშობლებისთვის საინტერესო და თავსატეხიანი ამოცანაა, რომელიც ბევრ ფიქრს მოითხოვს. სწორ თემას, ფერებს და დეკორს შეუძლია ჩვეულებრივი ოთახი ბავშვებისთვის ჯადოსნურ სამყაროდ აქციოს რომელშიც ყოველდღე იმოგზაურებენ.

როგორ შეგიძლიათ რამდენიმე კრეატიული იდეით აქციოთ ერთი უბრალო ოთახი ნამდვილ ზღაპრად?
გიზიარებთ რამდენიმე ხერხს:

თემის შექმნა: ბავშვის ოთახის მოსაწყობად ყველაზე მარტივი გზა თემის არჩევაა. სუპერგმირებიდან პლანეტებამდე – უსასრულო ვარიანტებიდან ერთ-ერთის ან რამდენიმეს ამორჩევა ბავშვებისა და მშობლების სურვილზეა. არჩეული თემა, რომელიც მთელ ან ნაწილობრივ ოთახს მოიცავს, გახდის თქვენი პატარას ძილისა და თამაშის სახალისო სივრცედ.
ეთამაშეთ ფერებს: ბავშვებს უყვართ ნათელი, ბრჭყვიალა ფერები, მათი ჩართვა კი ოთახს უფრო მხიარულს გახდის. იექსპერიმენტეთ სხვადასხვა ფერის შერწყმით, რათა შეარჩიოთ ფერები, რომლებიც ავსებენ ერთმანეთს.
კედლის ნამუშევარი: ბავშვის ოთახის გარდაქმნა კედლის ხელოვნებასაც შეუძლია. არსებობს უამრავი ხელმისაწვდომი ვარიანტი, მათ შორის – ადვილად დასამაგრებელი და მოსახსნელი კედლის სტიკერები და პრინტები. ამ საქმეში ბავშვის ჩართულობაც შესაძლებელია – კედლების აჭრელება ხელების ფერადი ანაბეჭდებით, რომლის პროცესი თან სახალისო იქნება, თან – დასამახსოვრებელი.
კრეატიული საცავები: ბავშვის ოთახის მოწესრიგება აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ბევრი სათამაშო, ტანსაცმელი თუ სხვა რამ საჭიროებს თავის კუთვნილ ადგილს, რათა ოთახში არ მიმოიფანტოს. ამის შესასრულებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ღია და დახურული შესანახი კალათები, თაროები, ყუთები ან კომოდები, რომლებიც მაქსიმალურად უსაფრთხო იქნება ბავშვისთვის.

პატარების ოთახის გაფორმება გულისხმობს ისეთი სივრცის შექმნას, რომელშიც მათ უყვართ დროის გატარება. ამ კრეატიული იდეებით, მშობლებს შეგიძლიათ ბავშვის ოთახი გადააქციოთ ჯადოსნურ და შთამაგონებელ სივრცედ.

დაკავშირებული პროდუქტები

ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,425 
ბავშვის საწოლები
წინასწარ შეკვეთით
1,445 
ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,745 
ბავშვის საწოლები
წინასწარ შეკვეთით
1,475 
ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,425 
ბავშვის საწოლები
წინასწარ შეკვეთით
1,445 
ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,745 
ბავშვის საწოლები
წინასწარ შეკვეთით
1,475 

მეტი სასარგებლო სტატიები

ლაბებე ბუტიკში შეუზღუდავი რაოდენობის სხვადასხვა ფორმის, ზომის, ფერისა და დანიშნულების სათამაშოებს აღმოაჩენთ.
დღეების გახანგრძლივებასთან და ამინდის დათბობასთან ერთად, გაზაფხული შესანიშნავ შესაძლებლობას გაძლევთ, რომ პატარებისთვის დაგეგმოთ გასართობი და საგანმანათლებლო აქტივობები.
ამ ბლოგში საბავშვო მატრასის შესახებ ყველაფერს დეტალურად გაიგებთ, რაც დაგეხმარებათ იდეალური მოდელის შერჩევაში.