რა ასაკიდან ვასწავლოთ ბავშვს გაზიარება

❓ და რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

✔ ბავშვებმა უნდა ისწავლონ თანამშრომლობა თამაშისას, მოლაპარაკება, ლოდინი და პატარა იმედგაცრუებასთან გამკლავება. გაზიარება მათ ერთად თამაშის, სამართლიანობის და კომპრომისზე წასვლის კონცეფციების ათვისებაში ეხმარება. სწავლობენ, რომ ხანდახან თუ მცირედს გავცემთ, სანაცვლოდ ჩვენც შეიძლება რაღაც დაგვითმონ. 
✔ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როცა სხვა ბავშვებთან იწყებს კომუნიკაციას სათამაშო მოედანზე, მიდის ბაღში და შემდეგ სკოლაში
❓ რა ასაკიდან?
✔ სამ წლამდე  ბავშვს ამას ვერ მოვთხოვთ. გაზიარებისას ემოციების კონტროლიცაა საჭირო, რომელიც მას ჯერ არ უსწავლია/არ შეუძლია, თუმცა სამი წლის ასაკიდან მათ უკვე შეუძლიათ იმის გაგება, რომ სხვას უნდა დაუთმო და შენს რიგს დაელოდო. თუმცა ეს ემოციურად რთულია და სწორედ აქ ჭირდებათ უფროსების დახმარება
❓ როგორ დავეხმაროთ?
✔ თამაშ-თამაშით: მაგალითად ერთად ხატვა, საერთო ფანქრებით. საბავშვო ფაზლის ერთად აწყობა. გზადაგზა შექება და წახალისება. 
✔ დადებით მხარეებზე ხაზგასმით: "თუ შენს მეგობარს თოჯინას ათხოვებ, სამაგიეროდ ის მატარებელს გათხოვებს"
✔ სიტუაციის ნაბიჯ-ნაბიჯ გავლით და ვარჯიშით: ითამაშეთ ერთად კუბიკებით, სადაც ბავშვები და მშობლები საკუთარ რიგს დაელოდებიან. 
✔ მაგალითის მიცემით. აჩვენეთ, რომ ხანდახან უფროსებსაც უწევთ გაზიარება
✔ ემოციების დაშვებით და საუბრით: პატარას ემოციები ვალიდურია. საყვარელი სათამაშოს არდათმობა მისი უფლებაა. ჩვენც არ ვაზირებთ ყველა ნივთს. მოილაპარაკეთ წინასწარ, რა შეიძლება გახდეს საერთო და რა უნდა დავდოთ ცალკე თაროზე/არ მივცეთ სხვებს, იმიტომ რომ განსაკუთრებით ძვირფასია. კითხეთ, რატომ არ დათმო, იქნებ საამისოდ ვალიდური მიზეზი აქვს?
❗ გაზიარების სწავლასთან ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს ჩაგვრაში არ გადაიზარდოს. უნდა იცოდეს, რომ თუ მეორე ბავშვი არ უთმობს, მასაც შეუძლია უარი თქვას გაზიარებაზე. ეს ორმხრივი პროცესი და თამაშის ბუნებრივი ნაწილია და ასე მეორე მხარესაც ვეხმარებით განვითარებაში.
❣️ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სკოლის ასაკამდე ჯერ კიდევ სწავლის პროცესში არიან, ყველა ბავშვი უნიკალურია და განვითარების საკუთარი ტემპი აქვს. ზოგი ბუნებრივადაა მიდრეკილი ამისკენ, ზოგი კი ნაკლებად.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
495 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
545 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
95 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
179 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
545 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 
ბავშვის ფეხების მასაჟი
გაყიდვაშია
33 
ბავშვის ფეხების მასაჟი
გაყიდვაშია
33 

მეტი სასარგებლო სტატიები

ლაბებე ბუტიკში შეუზღუდავი რაოდენობის სხვადასხვა ფორმის, ზომის, ფერისა და დანიშნულების სათამაშოებს აღმოაჩენთ.
დღეების გახანგრძლივებასთან და ამინდის დათბობასთან ერთად, გაზაფხული შესანიშნავ შესაძლებლობას გაძლევთ, რომ პატარებისთვის დაგეგმოთ გასართობი და საგანმანათლებლო აქტივობები.
ამ ბლოგში საბავშვო მატრასის შესახებ ყველაფერს დეტალურად გაიგებთ, რაც დაგეხმარებათ იდეალური მოდელის შერჩევაში.