როგორ შევარჩიოთ საწოლი ახალშობილისთვის?

06/04/2021
მომხმარებელი BABYLAND ADMIN

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ:

ზომები

თუ სტანდარტული ზომის საწოლს აირჩევთ, უფრო იოლი იქნება შესაფერისი მატრასის და თეთრეულის შერჩევა

გამოყენებული მასალები

ბავშვები სამყაროს შეცნობას უამრავი ფორმით, მათ შორის შეხებით და გემოს გასინჯვითაც ცდილობენ. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ ბავშვი საწოლის მოაჯირების გემოს გასინჯვას გადაწყვეტს. შესაბამისად, მასალები ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო უნდა იყოს.

მოსახსნელი მოაჯირი - კი თუ არა?

ზოგ მოდელს მოაჯირი ეხსნება. ეს ძალიან მოსახერხებელიაა, თუ ბავშვის საწოლის თქვენს საწოლთან მიდგმას გადაწყვეტთ.

საწოლის სიღრმის დონე

პრაქტიკული თვალსაზრისით, ჯობია საწოლს მატრასის რამდენიმე დონე ქონდეს. ახალშობილისთვის ნაკლები სიღრმეს დააყენებთ, ასე დახრა ნაკლებად მოგიწევთ. ზრდასთან ერთად კი მატრასს უფრო ღრმად ჩაწევთ, თავგადასავლების მოყვარულმა ადამიანმა საწოლიდან გადმოძვრომა რომ ვერ შეძლოს.

სწორად შერჩეული მატრასი

სწორედ ამაზეა დამოკიდებული პატარას ტანადობა. შეიძლება ითქვას, მატრასი საწოლზე უფრო მნიშვნელოვანიც კი შეიძლება იყოს. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მატრასის სახეობებთან დაკავშირებით.

რატომ არის მნიშვნელოვანი ემოციები ორსულობის დროს?

30/03/2021
მომხმარებელი BABYLAND ADMIN

ორსულს მაქსიმალურად მშვიდი და დადებითი გარემო რომ უნდა შეუქმნა, ეს თავისთავად მოიაზრება

მაგრამ ამას მომავალ დედებზე ზრუნვის  გარდა, სხვა, უფრო ღრმა საფუძველიც აქვს

ძლიერი და ხანგრძლივი ნეგატიური ემოციები "სტრესის ჰორმონების" გამომუშავებას იწვევს, რომელიც გარკვეული დოზით დედიდან შვილის ორგანიზმშიც ხვდება.

თანამედროვე ფსიქოლოგიური კვლევების მიხედვით, ადამიანის ხასიათის გარკვეული შტრიხები ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში იწყებს ფორმირებას და დედის ემოციური ფონი ბავშვის სამომავლო განვითარებაზეც აისახება.

რატომ?  ემბრიონი სამყაროს დედის საშუალებით აღიქვავს. დედის შეგრძნებებს, ემოციებს "იჭერს" და ასე იწყებს გარემოს "შეცნობას." იწყებს აღქმას, რამდენად "უსაფრთხოა" სამყარო, სადაც ცხოვრობს და უნდა იცხოვროს. რა თქმა უნდა, ცნობიერად ეს არ გვამახსოვრდება, მაგრამ ფუნდამენტური პრინციპი, რამდენად ვენდობით სამყაროს, სწორედ ამ დროს ფორმირდება

ძილი ორსულობის დროს - სასარგებლო რჩევები

23/03/2021
მომხმარებელი BABYLAND ADMIN

ძილი ორსულობის დროს - შეუსრულებელი მისია, როგორც ასეთი

განსაკუთრებით ბოლო თვეებში, როცა ყველა პოზა არაკომფორტული ხდება, ბავშვი კი თითქოს შარდის ბუშტზე ცხოვრობს.

ჩვენ გადავწყვიტეთ, ყველა რჩევა შეგვეგროვებინა, რომელიც ორსულებს ოპტიმალურ, ჯანსაღ ძილში დაეხმარებოდა

ძილის პოზა

ოპტიმალური მარცხენა გვერდზე წოლაა, მუხლებს შორის დადებული ბალიშით. რატომ? მუცელზე უკვე მოუხერხებელია, ზურგზე წოლას ექიმები არ უწევენ რეკომენდაციას, რადგან სისხლის მიმოქცევას უშლის ხელს. მარჯვენა გვერდზე წოლისას შეიძლება საშარდე სისტემას შეექმნას პრობლემა.

ბალიში ორსულებისთვის

ეს ყველაზე კარგი ინვესტიციაა თქვენი კომფორტისთვის. სპეციალური დიდი ზომის ბალიშები სრულაიდ ცვლის ძილის გამოცდილებას და ბევრი ორსული უწევს რეკომენდაციას.

უძილობა

იძახიან, რომ ეს მომავალი დედების 78%-ს აწუხებს. ყველაზე ხშირად კი მესამე ტრიმესტრში. იმისთვის, რომ უძილობას თავი ავარიდოთ, გვირჩევენ: დაძინებამდე ორი საათით ადრე შევიკავოთ თავი საკვების მიღებისგან. არ დავლიოთ ბევრი სითხე. ძილის წინ კარგია თბილი შხაპი, სარელაქსაციო მასაჟი

სპორტი ორსულობის დროს: რა შეიძლება და არა არა?

15/03/2021
მომხმარებელი BABYLAND ADMIN

ვარჯიშზე უარი უნდა ვთქვათ?

ამის შესახებ მხოლოდ თქვენი პირადი ექიმის რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ. უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში სწორად შერჩეული, ზომიერი და რეგულარული ფიზიკური დატვირთვა მხოლოდ სასარგებლოა: აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი და ნერვული სისტემის მუშაობას, კარგად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე.

რა სახის სპორტი უნდა შევარჩიოთ?

მთავარია ივარჯიშოთ ზომიერად, დოზირებულად, ზედმეტად დატვირთვის გარეშე. რაც უფრო მაღალია ვადა, მით უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო. შესანიშნავია ცურვა, გაწელვები, სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიში. არსებობს სპეციალური წრეებიც, ორსულებისთვის. დატვირთვის დონე რა თქმა უნდა, თქვენს ექიმთან შეთანხმებით.

რამდენად ხშირად უნდა ვივარჯიშოთ?

მთავარია - რეგულარულად. მაგალითად, თუ გადაწყვიტეთ, რომ კვირაში ორი დღე ვარჯიშობთ, ჯობია გრაფიკი არ დაარღვიოთ, იმისთვის რომ ყველაფრის თავიდან დაწყება არ მოგიწიოთ და ორგანიზმისთვის ეს დამატებითი სტრესის წყარო არ გახდეს.

მართალია, რომ ორსულებს ძალიან უნდებათ მჟავე და მლაშე საკვები?

06/03/2021
მომხმარებელი BABYLAND ADMIN

ზოგ მომავალ დედას მართლაც ძალიან უყვარდება მჟავე კიტრი. ზოგს კი პირიქით, მჟავის გაგონებაც არ უნდა და მხოლოდ ტკბილეულს მიირთმევს. ამიტომ უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ორსულობის დროს გემოვნება გვეცვლება. მაგრამ კონკრეტულად როგორ და რატომ? 

ერთ-ერთი შეხედულებით ორგანიზმი ჩვეულებრივ იმას ითხოვს, რაც ნამდვილად სჭირდება. გემოვნების ცვლილება ჰორმონ პროგესტერონის გამომუშავებით აიხსნება. ჰორმონი ეგრეთწოდებულ "საძიებო სისტემას" რთავს, რომელიც ორსულობის განვითარებისთვის საჭირო ნივთიერებების "შოვნაზეა" კონცენტრირებული. განსაზღვრავს, სადაა დეფიციტი და "პროგრამას" ისე აწყობს, რომ ეს დეფიციტი შევავსოთ.

რძის მოთხოვნილება შეიძლება კალციუმის დეფიციტზე მიგვანიშნებდეს. ცარცის და თიხის ჩაკბეჩის სურვილიც. ლუდის მოსმის სურვილი - B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობის ნიშანია. ლუდი შეიძლება რუხი და მსხვილმარცვლოვანი პურით, მწვანილით, ზღვის პროდუქტებით ჩანაცვლდეს.

უმეტესად გემოვნების ცვლილება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. მაგრამ ხანდახან რაღაც ისეთის გასინჯვა გვინდება, რაც საკვებად არ გამოიყენება. თუ ბენზინის ან აცეტონის დაყნოსვის ძლიერი სურვილი ჩნდება, ან მიწის ჭამის, ამ შემთხვევაში ჯობია, ექიმს მივაკითხოთ, რადგან ეს შეიძლება ანემიის ნიშანი იყოს.

ორსულობის მეორე ტრიმესტიდან ეს მოთხოვნილებები მცირდება, ხოლო მშობიარობის შემდეგ უკვალოდ ქრება.

ქოქოსის ბოჭკო და ლატექსი საბავშვო მატრასებში

02/03/2021
მომხმარებელი BABYLAND ADMIN

საბავშვო მატრასების ორი ყველაზე პოპულარული შემავსებელი ქოქოსის ბოჭკო და ლატექსია. მათ ბაზაზე დამზადებული მატრასები პრემიუმ მოდელებად ითვლება.

რატომ?

ორივეს საერთო მახასიათებელი გამძლეობაა. მტკიცე და მკვრივი მასალა არ იშლება და არ დეფორმირდება.

ქოქოსის ბოჭკო, რომელიც ლატექსითაა შეკრული, სრულიად უსაფრთხო მასალაა და თან იოლი მოსავლელია: არ ეშინია ნესტის, მზის და ა.შ.

ქოქოსის ბოჭკოს გამოყენება რეკომენდებულია მატრასის იმ მხარეს, რომელზეც ბავშვი დაბადებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში იწვება. მას ორთოპედიული ეფექტი აქვს.

ნატურალური ლატექსი ძვირადღირებული მასალაა, რომელიც განუმეორებელ კომფორტს ქმნის. გარდა ამისა, მარტივად ნიავდება და არ იღებს სუნს.

ლატექსი მატრასის მეორე, შედარებით ნაკლები სიმყარის მქონე ზედაპირისთვის გამოიყენება და მასზე წოლა მთელი სიამოვნებაა. მასზე უკვე წამოზრდილი ბავშვი წვება.

და თქვენ რას უსმენდით ორსულობის დროს?

28/02/2021
მომხმარებელი BABYLAND ADMIN

დაახლოებით მეთექვსმეტე-მეთვრამეტე კვირაზე ბავშვს პირველად ესმის ბგერები. ხოლო ორსულობის ბოლო თვეებში დედის ხმასაც ცნობს. 

არ არსებობს "ცუდი" ან "კარგი" მუსიკის ცნება, და ორსულობისას არამხოლოდ კლასიკური მუსიკის მოსმენა შეიძლება. ბავშვი უმეტესწილად დედის ემოციურ განწყობაზე რეაგირებს, და თუ დედა თავს ძალას ატანს კლასიკური მუსიკის მოსმენისას მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ბავშვისთვის ვითომ სასარგებლო იქნება, ეს ძალისხმევა ნამდვილად არ დაფასდება. 
უსმინეთ მუსიკას, რომელიც გიყვართ და რომელსაც ჩვეულებრივ უსმენთ ხოლმე - თუმცა მაინც ჯობია მოერიდოთ ძალიან ხმამაღალ და "მძიმე" მუსიკას, განსაკუთრებით ძილის წინ. ჩვეულებრივ ორსულები ქვეცნობიერად ირჩევენ უფრო მშვიდ და სარელაქსაციო მელოდიებს. 
ბავშვისთვის ყველაზე სასიამოვნო მუსიკა კი მშობლების ხმაა, მათი საუბარი, ღიღინი და სიმღერა. თუნდაც სმენა არ გქონდეთ, თქვენი შვილისთვის ეს საუკეთესო მელოდიაა!

ჩვილის დაბანა

16/09/2020
მომხმარებელი Dmitri Ostashenko Ostashenko

ჩვილის დაბანა - ყოველთვის საყურადღებო პროცედურაა, რომელიც არ არის მარტივი, განსაკუთრებით,  ახალგაზრდა მშობლებისთვის. ჩვილი ძალიან უსუსური და ფაქიზი არსებაა, იოლია, მას რაიმე დავუშავოთ და ვატკინოთ, ამიტომ ძალიან უნდა გავფრთილდეთ.

ჩვილის დაბანა პირველივე დღეს შეიძლება და არ არის საჭირო მოცდა, თუკი სრულიად დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი შვილი ჯანმრთელია. მაგრამ ბანაობა ბავშვის წყლით სავსე აბაზანაში ჩაწვენით რთული პროცედურაა და აქ ძალიან უნდა გავფრთხილდეთ - ჭიპი სრულიად უნდა იყოს მოშუშებული.  ეს კი დაბადებიან მე-9-10 დღეს ხდება. 

დაბადების შემდგომ ბავშვის ორგანიზმი გამოიმუშავებს დამცავ შრეს კანზე, რომელიც ეხმარება მას ისეთი ინფექციებისგან თავდაცვაში, როგორიცაა მაგალითად, მენინგიტი და სხვ. რეკომენდაციები გვეუბნება, რომ ჩვილი თბილ, დარბილებულ წყალში კვირაში სამჯერ მეტად არ უნდა დავბანოთ. ყოველდღიური ბანაობა დამცავი ლოსიონების გარეშე მავნებელია კანისთვის. 

ბავშვის დასაბანად საჭიროა სწორი აბაზანა სწორი დახრით და ფსკერით. სიგრძით ის 0.7 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს, რათა ბავშვს წყალი და სივრცე ეყოს. შემდგომ უნდა ვნახოთ შამპუნი და ქაფი, რომელიც არ დააზიანებს ბავშვის კანს. წყლის ტემპერატურის გასაზომად საჭიროა თერმომეტრი, ქაფის მოსაშორებლად საჭიროა წყლის ტოლჩა, რადგან დუშით ბავშვისთვის საპნის მოშორება არ არის რეკომენდირებული. 

გასამშრალებლად უნდა გვქონდეს რბილი, ფუმფულა პირსახოცი, რომელიც ასევე არ დააზიანებს ბავშვის კანს.   

ბანაობის შემდგომ ბავშვს უნდა ჩავაცვათ სრულიად სუფთა ტანსაცმელი, რომელიც ადრევე უნდა მოვამზადოთ. ის ახალგარეცხილი უნდა იყოს, მტვრისა და ჭუჭყის გარეშე. 

რატომ შეიძლება იყოს საშიში ბანაობა სიფრთხილის გარეშე?

თავიდანვე უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ სამი თვე ბავშვს აქვს თანდაყოლილი რეფლექსი, შეიკავოს სუნთქვა ჩაყვინთვის დროს და ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ წყალი თავზე გადაავლოთ. ნებისმიერ შემთხვევაში არ ღირს აბაზანაში ძალიან ბევრი წყლის ჩასხმა, რადგან სიფრთხილე ყოველთვის საჭიროა,  განსაკუთრებით კი მაშინ, თუკი ბავშვს რაიმე დაავადება აქვს ან უბრალოდ, სუსტია. 

დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ბავშვის კისერთან  -  როგორც კვების, ასევე ბანაობის დროს ის კარგად უნდა დავიჭიროთ, რადგან კისრის კუნთები ყველაზე გვიან ვითარდება და სუსტია. 

პირველ თვეებში ბანაობისას დაივიწყეთ სათამაშოები და ნივთები, რომელთა წყალში ჩაყრა შეიძლება. მათ შეიძლება ჩვილს კანი დაუზიანონ, ბავშვის კანი ხომ ძალიან  ნაზია, განსაკუთრებით, სიცოცხლის პირველ ხანაში. 

ასევე, პირველ დღეებში, უნდა მოვერიდოთ სამკურნალო ბალახის ნაყენებსაც, რადგანაც მათ შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში კანი გამოაშრონ. ბალახები სასარგებლოა და თუკი ბალახებს გამოიყენებთ, მაშინ ბავშვს კანი დამარბილებელი საშუალებებით უნდა დაუმუშავოთ.  

თუკი ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებთ, ბავშვის ბანაობა არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ, საკმაოდ სასიამოვნო საქმე იქნება, როგორც თქვენთვის, ასევე - ჩვილისთვის. ის კარგად იმოქმედებს ჩვილზე, მის ნერვულ და იმუნურ სისტემაზე.

როგორ შევარჩიოთ საბავშვო ავტო-სავარძელი და ბუსტერები?

16/09/2020
მომხმარებელი Dmitri Ostashenko Ostashenko

მანქანით მგზავრობა ყველას გვიწევს. ასევე, ბევრ დედასაც, იმათაც კი, ვისაც ჩვილი ჰყავს. თუკი ვერ ვახერხებთ ბავშვი შინ დავტოვოთ ოჯახის წევრებთან ან ახლობლებთან, მოგვიწევს თან წავიყვანოთ.

ჩვილი მანქანაში უნდა ჩავსვათ, მაგრამ მანქანის საჯდომები უფროსებზეა გათვლილი. ბავშვისთვის ისინი არ გამოდგება. იმისთვის, რომ ჩვილი მანქანაში ჩავსვათ, იქ საბავშვო სავარძელი უნდა დავამაგროთ. ამ სტატიაში სავარძლების სახეობებს განვიხილავთ. 

ისინი, ძირითადად, განსხვავდება ბავშვის წონის მიხედვით და სამ ჯგუფად იყოფა. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სავარძლები დამოუკიდებლად არ გამოიყენება. ხშირად სავარძელი არა ერთ, არამედ, ერთდროულად ორ ჯგუფს მიეკუთვნება. ზოგიერთი ტრანსფორმერი კი ერთდროულად სამივე ჯგუფის ერგება. 

ნულ ჯგუფს მიეკუთვნება ავტო-სარწეველები მცირე ასაკისთვის, 13 კილოგრამამდე. ეს ყველაზე პატარა ზომაა და ამგვარი სარწეველები ხშირად მანქანიდან გადმოაქვთ ხოლმე. ბევრი ასეთი მოდელი შეიძლება ეტლზეც დამაგრდეს, სადაც ისინი ფიქსირდება არა მანქანის ღვედით, არამედ Isofix-ის ღვედით, რომელიც ძალიან საიმედოა და შეუძლია ბავშვი დაიჭიროს შეჯახებისას. ცნობილია, რომ ამგვარი ეტლები 70%-ით ამცირებს ბავშვთა სიკვდლიანობას ავარიების დროს. 

პირველ ჯგუფს მიეკუთვნება სავარძლები ბავშვებისთვის ერთიდან ოთხ წლამდე და გათვლილია 18 კილომდეეს სავარძლები შეიძლება რამდენიმე მხარეს გადაიწიოს და მათი კონსტრუქცია, ავტო-სარწეველასგან განსხვავებით, გულისხმობს, რომ ის მოძრაობის მხარეს მაგრდება. დამტკიცებულია, რომ ასეთი სავარძლები სიკვდილიანობას შეჯახებისას 50% -ით ამცირებს. 

მეორე ჯგუფის სავარძლებში, 25 კილომდე ბავშვებისთვის, უკვე ავტომობილის ღვედები გამოიყენება და არა სავარძლების ქამრებიეს ნიშნავს, რომ იქ ბავშვი უბრალოდ ჯდება და მას ავტომობილის ღვედები იჭერს.  

მესამე ჯგუფს მიეკუთვნება ავტო-სავარძლები 36 კილომდე ბავშვებისთვის, რომლებსაც ბუსტერებს უწოდებენ. ისინიც მხოლოდ იჭერს ბავშვებს, საშუალებას აძლევს მათ, უფრო მოხერხებულად დასხდნენ. დანარჩენ საქმეს ავტომობილის ღვედები ასრულებს. ასეთი საჯდომს საფენს ან ბუსტერს უწოდებენ, თუმცა გვხვდება გაუმჯობესებული მოდელები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბავშვის დაცვას გვერდითა შეჯახებების დროს. 

საჯდომებს სამაგრებიც განსხვავებული აქვთ. ზოგიერთი მაგრდება Isofix -ით, რომელიც ყველაზე საიმედო სამაგრია. ის უსაფრთოხების მიზნით ყველაზე საიმედოდ ითვლება. მაგრამ ასეთი საჯდომების ფასი უფრო მაღალია. ზოგიერთი ავტომობილის ღვედით მაგრდება და ისინიც საკმაოდ საიმედოა. ფასით კი უფრო იაფია და თუკი სავარძელს იშვიათად იყენებთ, ეს უკანასკნელი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია.  

ხუთწერტილიანი ღვედით ყველაზე ხშირად ძვირფასი უცხოური მოდელები გამოდის. ხშირად  ისინი Isofix-ის სამაგრებზეა. უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს საუკეთესო ვარიანტია, თუმცა, მისი შოვნა ძნელია და ძვირიც ღირს. თუმცა, მათში  ინვესტირება მაინც ღირს. 

ცალკე უნდა გამოვყოთ ტრანსფორმერი  სავარძლები. ისინი უნივერსალურებია და შეიძლება გავადიდოთ ბავშვის ზრდასთან ერთად მოზარდობის ასაკამდე.

როგორ ავარჩიოათ სარწეველა?

16/09/2020
მომხმარებელი Dmitri Ostashenko Ostashenko

ბავშვის დაბადება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა მშობლებისთვის. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს ოეწყოს მოხერხებული ადგილი ჩვილის დასაძინებლად. მას არა მხოლოდ საწოლი სჭირდება, არამედ კომფორტული პირობები ძილისთვის. ჩვილს სარწეველაში უნდა ეძინოს, რომელიც მისთვის მოსახერხებელ ადგილად იქცევა. სარწეველა არის საწოლი, რომელიც ირწევა, რათა ჩვილს კარგად ჩაეძინოს. ამასთანავე, სარწეველა ეკო მასალისგან უნდა იყოს დამზადებული, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ის ჩვილისთვის მოსახერხებელი და უსაფრთხო იქნება. 

სარწეველა სიცოცხლის პირველ წელიწადს გამოიყენება, შემდეგ ბავშვი ჩვეულებრივ საწოლში გადაწვება. ერთი შეხედვით სარწეველა დროებითი ნივთია, მაგრამ ამის მიუხედავად მასზე უარის თქმა არ ღირს. პირველი წელიწადი ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი შვილის ცხოვრებაში. 

განვიხილოთ სარწეველას ტიპები და მიზეზები, თუ რატომ უნდა იყიდოთ ესა თუ ის მოდელი. 

თანამედროვე სარწეველები ხშირად იატაკზე მდგარ საყრდენზე მაგრდება. ასე ვიღებთ სარწეველას, რომელიც თან ჰაერში ჰკიდია და თან უსაფრთხოდაა დამაგრებული. განსაკუთრებით მოსახერხებელია ის, რომ შეიძლება მათ  ადგილი შევუცვალოთ, რათა დედას დარწევა გაუადვილდეს. 

აქ მთავარი კრიტერიუმი მაღალი გვერდებია - მოძებნეთ ასეთი სარწეველა, რათა ჩვილი არ გადმოვარდეს. 

შემდეგი ტიპი - მოსადგამი სარწეველებია. სარწეველა ბორბლებზე დედას საშუალებას აძლევს, ბავშვი პირდაპირ საკუთარი საწოლიდან გადააწვინოს. ასე მიიღწევა მაქსიმალური სიახლოვე დედასა და ჩვილს შორის. სარწეველას გვერდი შეიძლება ძირს ჩაუშვათ, შედეგად კი  დედისა და ჩვილისთვის ერთიანი საწოლი იქმნება. 

ელექტრონული სარწეველა ასევე მოსახერხებელი საშულებაა და ბევრ შესაძლებლობას იძლევა მრავალფეროვნებისთვის. ეს სარწეველას ყველაზე თანამედროვე და ძვირიანი მოდელებია, მაგრამ, როგორც გითხარით, მათში ბევრი რამაა გათვალისწინებული ბავშვისთვის. ტექნოლოგიას შეუძლია დროებით შეცვალოს დედა, თუკი მას რაიმე სამუშაოს შესრულება უწევს. 

რა შეუძლია ასეთ სარწეველას? მას შეუძლია დაუკრას დამამშვიდებელი მელოდიები, მათ შორის - შეუძლია გულისცემის სიმულირებაც. ეს ძალიან ეხმარება ჩვილს ჩაძინებაში, რადგან გულისცემის ხმა იმ დღეებს ახსენებს, რომელიც მუცლადყოფნის დროს გაიარა. ამგვარ სარწეველა თავისით ირწევა  და დედის გამუდმებით ყოფნა ჩვილთან საჭირო აღარ არის. რკალებზე, რომლებიც ამგვარ სარწეველებზეა დამაგრებული, შეიძლება ჩამოვკიდოთ სათამაშოები, რაც ძალიან სასიამოვნო იქნება ჩვილისთვის და ცოტა ხნით გაართობს მას. 

როგორც მოსალოდნელი იყო, ამგვარი სარწეველებიძვირი ღირს, განსაკუთრებით ახალი მოდელები ვიდეო-ძიძით. 

ტრანსფორმერი 2/1-ში - სარწეველების ეს ტიპი ძალიან პრაქტიკულად ითვლება. პირველი 6 თვე ჩვილი შეიძლება იწვეს სარწეველაში, რის შემდეგაც საწოლში გადაწვება, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს. ასეთ საწოლების ძირი შეიძლება დაბლა დამაგრდეს, შესაბამისად ის სარწეველადან საწოლად გადაიქცევა. 

ზოგიერთი სარწეველა ისე ანვითარებული, რომ შეიძლება რვა სხვადასხვა პოზიცია ჰქონდეს და ბავშვის ზრდასთან ერთად შეიძლება მოზარდის საწოლადაც კი გადაკეთდეს. ზოგიერთები კი შემდგომში სკამად ან მაგიდად შეიძლება ვიხმაროთ.

გადასატანი სარწეველა ხშირად ეტლის ნაწილია - ის იკიდება, მაგრამ შეიძლება მოიხსნას და სხვა ადგილას გადაიტანოთ. არსებობს ავტო-სარწეველაც, რომელიც მანქანაში მაგრდება.  ეს სარწეველას ყველაზე უკეთესი სახეობა არ არის, მაგრამ ხანმოკლე მოგზაურობის დროს ძალიან მოსახერხებელია. სახლში მათი გამოყენება არ ღირს, მანქანასა და ეტლში კი პრაქტიკულია.

1 2
მეტის ჩვენება